მურეში, მაროში (უნგრ. Maros, რუმ. Mureş) — მდინარე რუმინეთსა და უგრეთში, მდინარე ტისის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს აღმოსავლეთი კარპატების დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 850 მ სიმაღლეზე. სიგრძე 761 კმ, აუზის ფართობი 28,310 კმ². მეტწილად მთის ხასიათისაა, ქვემოთში მიედინება შუა დუნაის ვაკეზე. შერეული საზრდოობისაა, წყალდიდობა იცის გაზაფხულზე. მდინარის ნაპირებზე გაშენებულია ქალაქები: ტირგუ-მურეში, ალბა-იულია და არადი. მურეშისა და ტისის შეერთების ადგილას მდებარეობს ქალაქი სეგედი. სანაოსნოა პატარა გემებისათვის.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში