მურაზ (თეიმურაზ) მურვანიძე (დ. 10 მაისი, 1939, თბილისი) — თეატრალური მხატვარი, სცენოგრაფი, მხატვარი, თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს სახალხო მხატვარი, ღირსების ორდენის კავალერი,[1] საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
ბიოგრაფია
დაამთავრა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემია, ფერწერის ფაკულტეტის თეატრალურ-დეკორატიული განყოფილება. მურაზ მურვანიძე არის სახელმწიფო, პიკასოს, ლინკოლნის ცენტრის, ჩიკაგოსა და სხვა საერთაშორისო პრემიების ლაურეატი.საქართველოს (1963), პოლონეთის (1977), კანადის (1986), საფრანგეთისა (1977) და აშშ-ის (1989) თეატრალური სეზონების საუკეთესო მხატვარი. სანქტ-პეტერბურგის მარიინსკის თეატრის, მონტე კარლოს საერთაშორისო მუსიკალური ასოციაციის, ძველი და ახალი მონტე კარლოს (1990-1993) მთავარი მხატვარი.
მურაზ მურვანიძე კარიერის განმავლობაში მუშაობდა მსოფლიოს წამყვან საერთაშორისო, საოპერო და საბალეტო თეატრებში. ამჟამად იგი აგრძელებს საქართველოში ნაყოფიერ მუშაობას, ამის ერთ-ერთი მაგალითია თბილისის „მთაწმინდის პარკი".[2]
ოჯახი
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო