მჟავა (ინგლ. Powder Blue) — 2008 წლის ამერიკული კინოფილმი. რეჟისორი ტიმოთი ლინ ბუი. მონაწილეობენ: ჯესიკა ბილი, ფორესტ უიტეკერი, რეი ლიოტა და სხვა. აღსანიშნავია, რომ ამ ფილმში შესრულებული როლი (ლარი „ველვეტი“) მსახიობ პატრიკ სუეიზისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა. DVD-ზე გამოვიდა 2009 წლის მაისში. იმავე წლის ბოლოს ყაზახეთში, რუსეთსა და აშშ-ში ფილმი უჩვენეს საკაბელო ტელევიზიაზე. წარმოადგენს ფსიქოლოგიურ დრამას, რომელიც მოგვითხრობს რამდენიმე ადამიანის ისტორიას: „მესაფლავე“ (ედი რედმეინი), ყოფილი თაღლითი (რეი ლიოტა), ყოფილი მღვდელი (ფორესტ უიტეკერი), რომელიც თავის მოკვლას ცდილობს და სტრიპტიზის მოცეკვავე (ჯესიკა ბილი), ქალი, რომელსაც შვილი კომაში ჰყავს.
რესურსები ინტერნეტში