მოზამბიკის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წარმოადგენს მოზამბიკს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატებში და მას ადმინისტრირებას მოზამბიკის ფეხბურთის ფედერაცია უწევს. ეროვნულმა ნაკრებმა ერთადერთხელ, 1966 წელს მოახერხა მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის საფინალო ეტაპზე გასვლა. 1986, 1996, 1998 და 2010 წლებში მოზამბიკის ნაკრებმა აფრიკის ეროვნებათა თასის საფინალო ტურნირს მიაღწია, სადაც ჯგუფურ ეტაპს არ გაცდენია.
მოზამბიკის ისტორია ცნობილ კოლონიზატორ ქვეყანა პორტუგალიასთან მჭიდრო კავშირშია. ცნობილი პორტუგალიელი ფეხბურთელი ეუსებიო მოზამბიკშია დაბადებული. ასევე მოზამბიკში დაიბადა ცნობილი მწვრთნელი კარლუშ კეირუში და პორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი აბელ შავიერი. 2012 წლის 11 აპრილის მონაცემებით, მოზამბიკის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ფიფას რეიტინგში 116-ე ადგილზეა.
მიღწევები
მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი
აფრიკის ერთა თასი
სქოლიო