მიჰრან აკობიანი (სომხ. Միհրան Հակոբյան; დ. 18 თებერვალი, 1984) — სომეხი მოქანდაკე, ვიკიპედიის პირველი მონუმენტის ავტორი[1].
ბიოგრაფია
მიჰრან აკობიანი დაიბადა 1984 წლის 18 თებერვალს, სტეფანაკერტში. მისი მამა, მოქანდაკე არმენ აკობიანი (1941-1990) მთიანი ყარაბაღის ომში გარდაიცვალა[2][3]. 2000-2006 წლებში, მიჰრან აკობიანი ერევნის სახელმწიფო სახვითი ხელოვნების აკადემიაში სწავლობდა, სკულპტურის ფაკულტეტზე[4] . შემდეგ, იგი საკუთარი პროფესიით მუშაობდა სომხეთსა და რუსეთში, ამასთანავე, მონაწილეობა მიიღო სტეფანაკერტსა[5][6] და ერევანში გამართულ გამოფენებში[7].
2001 წელს, იგი მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მხატვართა კავშირის წევრი გახდა. 2011 წელს, აკობიანმა მონაწილეობა მიიღო შუშაში გამართულ სკულპტურის საერთაშორისო სიმპოზიუმში[8]. მისი შექმნილი მონუმენტები ძირითადად ქვის, ხის ან ბრინჯაოსგანაა შექმნილი. 2010-2013 წლებში, იგი სლუბიცეში, Collegium Polonicum-ში პოლონურ ფილოლოგიას სწავლობდა. 2012 წელს, მან პოლონური „კულჩიკის ფონდიდან“ სტიპენდიები მოიპოვა[9].
აკობიანი ასევე მუშაობს ანიმაციური ფიგურების შექმნაზეც[10]. მისი ერთ-ერთი ნამუშევრისთვის — „ქოლგა“, ლეონიდ ენგიბაროვის მოთხრობის მიხედვით[11][12], 2013 წელს, მოსკოვში, მან მოკლემეტრაჟიან ფილმთა ფონდისგან აუდიტორიის ჯილდო მოიპოვა[13].
ვიკიპედიის მონუმენტი
Collegium Polonicum-ის დირექტორის, კრისტოფ ვოიჩეხოვსკის დავალებით[14], მიჰრან აკობიანმა სლუბიცეში ვიკიპედიის პირველი მონუმენტი შექმნა[15]. 2014 წლის 22 ოქტომბერს, მონუმენტი ქალაქ სლუბიცეში, ფრანკფურტის მოედანზე აღიმართა. მისი ღირებულება შეადგენს 62 000 ზლოტს (11 000 ევროს), რომელიც გაიღო ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა[16][17][18].
გალერეა
-
-
-
მიჰრან აკობიანი
სლუბიცეს მერთან და კრისტოფ ვოიჩეხოვსკისთან ერთად.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო