მიშელ ნაიმ აუნი (არაბ. ميشال عون; დ. 18 თებერვალი, 1935, ჰარეთ-ჰრეკი, ლიბანი)[1][2] — ლიბანელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, ლიბანის შეიარაღებული ძალების გენერალი, პრემიერ-მინისტრი (1988-1990 წწ.) და პრეზიდენტი (2016 წლის 31 ოქტომბრიდან).[3]
პრეზიდენტად აირჩიეს 2016 წლის 31 ოქტომბერს, ლიბანის პარლამენტის 46-ე საარჩევნო სხდომაზე. ლიბანი სახელმწიფოს მეთაურის გარეშე ცხოვრობდა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი მიშელ სულეიმანი გადადგა თავისი საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ 2014 წლის მაისში, რის შედეგადაც პარლამენტი ჩიხში შევიდა. პარლამენტმა ვერ აირჩია მემკვიდრე 29 თვის განმავლობაში და 45 წინა საპარლამენტო სხდომების მანძილზე.
1984 წელს, მიშელ აუნი დაინიშნა ლიბანის არმიის გენერლად. 1988 წლის 22 სექტემბრიდან 1990 წლის 13 ოქტომბრამდე, აუნის ეკავა პრემიერი-მინისტრისს თანამდებობა, შემდეგ ის თანამდებობიდან გაათავისუფლა ლიბანის პრეზიდენტმა ამინ ჟმაიელმა და თავად გახდა ლიბანის მთავრობის დროებითი მათაური.
სქოლიო