„მე ვარ ლეგენდა“ (ინგლ. I Am Legend) — ამერიკელი მწერლის, რიჩარდ მეთისონის სამეცნიერო ფანტასტიკური რომანი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ვამპირების და ზომბების გარეგნული სახის ფორმირებაზე თანამედროვე ლიტერატურაში. გამოიცა 1954 წელს და დიდი წარმატება ჰხვდა წილად. მოგვიანებით გამოვიდა წიგნზე დაფუძნებული რამდენიმე ფილმი, მათ შორის: „უკანასკნელი ადამიანი დედამიწაზე“, სადაც მთავარ როლს ასრულებს ვინსენტ პრაისი,[1] ადამიანი ომეგა“, „მე ვარ ლეგენდა“ და „მე ვარ ომეგა“. წიგნი იქცა ჯორჯ რომეროს ფილმის, „ცოცხალი მკვდრების ღამე“ შთაგონების წყაროდ. აგრეთვე 1991 წელს Eclipse Comics-ის მიერ გამოიცა რომანზე დაფუძნებული კომიქსების სერია სახელწოდებით „Richard Matheson’s I Am Legend“.[2][3]
წიგნში სიუჟეტი ვითარდება პოსტაპოკალიფტურ სამყაროში. საშინელი პანდემიის გამო დედამიწის მოსახლეობა ვამპირებად იქცა, ხოლო მთავარ გმირი, რობერტ ნევილი, რომელიც ვირუსისადმი იმუნურია, იბრძვის გადარჩენისთვის და ატარებს ცდებს ვაქცინის შესაქმნელად.
მეთისონს რომანის შექმნის იდეა მოუვიდა ფილმ „დრაკულას“ ყურებისას.[4] რომანის დასახელაბა თავადვე მოიგონა. მისი განცხადებით, „მე ვარ ლეგენდა“ წარმოადგენს მის ყველაზე წარმატებულ ნაწარმოებს.[5]
1970 წლიდან წიგნზე საავტორო უფლებებს ფლობს კომპანია Warner Bros.[6]
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო