ჯორჯ ენდრიუ რომერო (ინგლ. George Andrew Romero ; დ. 4 თებერვალი , 1940 — გ. 16 ივლისი , 2017 ) — ამერიკული წარმოშობის კანადელი კინორეჟისორი, სცენარისტი და მემონტაჟე, ცნობილი მისი სატირული ზომბი-აპოკალიპსური ფილმებით.
ჯორჯ ენდრიუ რომერო დაიბადა 1940 წლის 4 თებერვალს , ბრონქსში , ნიუ-იორკში , ანა დვროსკის და ჯორჯ რომეროს ოჯახში.[ 1] კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ[ 2] — 1960 წელს, რომერომ დაიწყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების და სატელევიზიო რეკლამების გადაღება.[ 3] 1960-იანი წლების ბოლოს მის მეგობრებთან ერთად ჩამოაყალიბა კომპანია „Image Ten Productions“ — კომპანია, რომელმაც მოგვიანებით აწარმოა საკულტო ფილმად აღიარებული „ცოცხალი მკვდრების ღამე“ (1968),[ 4] რომელიც ფილმების ეროვნული რეესტრის მიერ დაცულია კონგრესის ბიბლიოთეკაში , როგორც „კულტურულად, ისტორიულად ან ესთეტიკურად მნიშვნელოვანი ნაშრომი.[ 5] მისი სხვა ნამუშევრებია: „გარდაცვლილთა განთიადი“ (1978 ), „გარდაცვლილთა დღე“ (1985 ),[ 6] „შეშლილები“ , „მარტინი“ (1978 ), „საშინელებათა კალეიდოსკოპი“ (1982 ), „მკვლელი მაიმუნი“ (1988 ), „ბნელი ნახევარი“ (1993 ) და „თავზეხელაღებული“ (2000 ). იგი აგრეთვე ტელესერიალ „საშიში ზღაპრების“ შექმნელი და აღმასრულებელი პროდიუსერია.[ 7]
რომერო მიჩნეულია საშინელებათა ჟანრის პიონერად და მოიხსენიება, როგორც „ზომბი-ფილმების მამა“.[ 8] მან გავლენა მოახდინა უამრავ კინემატოგრაფისტსა და მწერალზე, მათ შორისაა კომიქსების მწერალი რობერტ კირკმენი ,[ 9] აგრეთვე რეჟისორები: სეთ გრემ-სმითი , ედგარ რაიტი [ 10] და ჯეკ ტომას სმითი .[ 11]
ჯორჯ რომერო გარდაიცვალა ფილტვის კიბოთი 77 წლის ასაკში, 2017 წლის 16 ივლისს, ტორონტოში .[ 12]
ფილმები
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
↑ George A. Romero Biography (1940–) . Filmreference.com (1940-02-04). ციტირების თარიღი: 2016-01-23
↑ Pennsylvania Center for the Book. George Romero . Pabook.libraries.psu.edu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-02. ციტირების თარიღი: 2019-03-17.
↑ Block, Alex Ben (25 October 2017). „George Romero Discusses ‘Night of the Living Dead’ in Previously Unavailable 1972 Interview“ . Variety . Penske Business Media, LLC. ციტირების თარიღი: 20 ივნისი, 2018 .
↑ M. Rowan, Terry. Hollywood Monsters & Creepy Things . Lulu.com, გვ. 126. ISBN 9781365462108 .
↑ Allen, Jamie (16 ნოემბერი, 1999). „U.S. film registry adds 25 new titles“ . Entertainment. CNN. ციტირების თარიღი: 20 ნოემბერი, 2017 .
↑ J.C. Maçek III. (15 ივნისი, 2012) The Zombification Family Tree: Legacy of the Living Dead . PopMatters .
↑ James Hibberd. (12 ნოემბერი, 2013) 'Tales from the Darkside' reboot at the CW . Entertainment Weekly . ციტირების თარიღი: 20 ივლისი, 2017
↑ „George A. Romero, Father of the Zombie Film, Dies at 77“ . The Hollywood Reporter (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-07-16 .
↑ Day, Patric Kevin (November 1, 2013). "George Romero dismisses 'The Walking Dead' as 'soap opera'" . Los Angeles Times .
↑ Schwartz, Terri. (21 მაისი, 2012) HCFF: George Romero honored by Edgar Wright, Robert Kirkman, Zack Snyder and Simon Pegg . IFC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-12. ციტირების თარიღი: 2019-03-17.
↑ Wien, Gary (19 ოქტომბერი, 2014). "Infliction: An Interview With Jack Thomas Smith" . New Jersey Stage .
↑ Anderson, Tre'Vell. (July 16, 2017) George A. Romero, 'Night of the Living Dead' creator, dies at 77 . ციტირების თარიღი: July 16, 2017