მერი ჰერონი 1953 წელს ბრეიკბრიჯში, ონტარიოში (კანადა) დაიბადა. იგი ცნობილი მსახიობის, რეჟისორის, კომედიანტისა და ავტორის, დონ ჰერონის შვილია. მისი მშობლები განქორწინდნენ, როცა ჰერონი 6 წლის იყო.
მერი ჰერონმა თავისი კარიერა ნიუ-იორკში, Punk Magazine-სთვის მუსიკალური ჟურნალისტის პოზიციაზე მუშაობით დაიწყო, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც თავად იყო. იგი პირველი ადამიანი იყო, ვინც ცნობილ მუსიკალურ ჯგუფს, Sex Pistol-ს ინტერვიუ ჩამოართვა. 1980-იანებში წერდა სტატიებს The Guardian-ისა და The Observer-ისთვის მუსიკასა და კინოხელოვნებაზე.
1980-იანების ბოლოს მან კინოსცენარების წერა და BBC-ზე დოკუმენტური ფილმების გადაღება დაიწყო. გადაღებული აქვს 6 მოკლემეტრაჟიანი ფილმი პოპკულტურის შესახებ.
მერი ჰერონი 1998 წლის 15 აგვისტოს ამერიკელ მწერალსა და რეჟისორზე, ჯონ ს. უოლშზე დაქორწინდა. უოლში ცნობილია ფილმისთვის „ედის შემდეგი სვლა“. მათ ერთად ორი ქალიშვილი, რუბი და ელა უოლშები ჰყავთ.