მერიადოკ ბრენდიბაკი

მერიადოკ ბრენდიბაკი
სხვა სახელები მერი, კალიმაკ ბრანდაგამბა, მერიადოკ დიდებული, ბაკლენდის მეპატრონე
ბიოგრაფიული ცნობები
რასა ჰობიტები
ნაწარმოები ბეჭდების მბრძანებელი

მერიადოკ „მერი“ ბრენდიბაკი (Meriadoc Brandybuck, ქართულ თარგმანებში - „მერიადოკ ბრენდირემი“) — პერსონაჟი ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში. ძირითადად, ფიგურირებს რომანში ბეჭდების მბრძანებელი.

მერიადოკი (აგრეთვე ცნობილი როგორც მერი) არის ჰობიტი. იგი არის ფროდო ბეგინსის ერთ-ერთი მეგობარი და ნათესავი[1]. წიგნის მოვლენების მიხედვით, მან სახელი გაითქვა ფროდოსთან ერთად მოგზაურობით და ბეჭდის ომის ბრძოლებში მეგობარ პერეგრინ ტუკთან ერთად მონაწილეობით.

ცხოვრება

დაიბადა მესამე ეპოქის 2982 წელს[2]. იგი სარადოკ ბრენდიბაკის, ბაკლენდის მეპატრონის ერთადერთი ძე იყო. თავად ბრენდიბაკები წარმოადგენდნენ მდიდარ და პატივცემულ ოჯახს ბაკლენდიდან, რომელიც ბრენდივაინის მდინარესთან მდებარეობდა. ბევრი მათ შეშლილებად თვლიდა. დედით, ესმერალდა ტუკ ბრენდიბაკით, მერი პიპინ ტუკის პირველი დეიდაშვილიც იყო, ეს უკანასკნელი კი მის განუყრელ მეგობარს წარმოადგენდა.

ბილბოს მიერ შაირის დატოვებამდე ერთი წლით ადრე მერიმ შეიტყო ჰობიტის სასწაულმოქმედ ბეჭედზე. მან თავად იხილა ერთხელ, თუ როგორ იყენებდა მას ბილბო სეკვილ-ბეგინსებისგან დასამალად, მოგვიანებით კი ჩაიხედა ბეგინსის მოგონებების წიგნში და 3018 წლის გაზაფხულამდე ამას საიდუმლოდ ინახავდა. ფროდო აფორიაქდა განდალფის სტუმრობის შემდეგ და ამიტომ, სემთან და პიპინთან ერთად ეხმარებოდა მეგობარს. ისინი გაჰყვნენ ფროდოს ამ საშიშ მოგზაურობაში.

მერი ძალიან მოწესრიგებული ჰობიტი იყო. გარდა იმისა, რომ ფროდოს ბეგ ენდიდან კრიკორმოში გადასვლასთან დაკავშირებით დაეხმარა, ახალ საცხოვრებელ ადგილზე მეგობრებს პონები და სურსათ-სანოვაგეც დაახვედრა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ძველისძველ ტყესთან ახლოს ცხოვრობდა და მას ნაწილობრივ კარგად იცნობდა, მაინც აღმოჩნდა მოხუცი ტირიფის ხაფანგში. ჰობიტები ტომ ბომბადილმა გადაარჩია.

ტომი მათ მეორედაც დაეხმარა - როდესაც ჰობიტები ნისლიან დაბლობებში დაიკარგნენ. რა მოვიდა გონს, მერიმ გაიხსენა, რომ სიზმარში ხედავდა ანგმარის გრძნეულ მეფეს. ნისლიან დაბლობებზე მდებარე სამარხებიდან მან წამოიღო ხმალი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ მეფის დამარცხებაში.

სერში სტუმრობისას, მერი არ შევიდა ყველასთან ერთად სასტუმროს ოთახში, არამედ ქუჩაში დადიოდა. მან იხილა ნაზგულები და სცადა, გაჰყოლოდა, თუმცა შავმა სუნთქვამ იგი შეაჩერა. ფუნდუკ „ყალყზე შემდგარ პონის“ ნაზგულები დაესხნენ, ყველა პონი სადღაც გაქრა. ბარლიმენ ბატერბერი, მისი მეპატრონე, შეწუხებული იყო და ბილ გვიმრასგან შეიძინა საბრალო პონი სახელად ბილი. ჰობიტებმა სერი მაწანწალას, იგივე არაგორნის თანხლებით დატოვეს.

შუაველში ფროდო თითქმის განიკურნა მორგულის ხმლის ჭრილობისგან. ამასობაში მერიმ კარგად შეისწავლა შუახმელეთის რუკებზე ის ადგილები, სადაც, შესაძლოა, მოგზაურობა მოუწევდათ. როდესაც შედგა ბეჭდის საძმო, მერიც და პიპინიც არჩეულებს შორის მოხვდნენ. თავდაპირველად ელრონდს სურდა მათი უკან, შაირში გაგზავნა, მაგრამ განდალფის შუამდგომლობით, შეცვალა გადაწყვეტილება. 25 დეკემბერს საძმო შუაველიდან გავიდა.

მორიის კართან მერი მიხვდა, რომ კარის გასაღები იმალებოდა წარწერაში, რომელიც მასზე ამოტვიფრული იყო მეგობარი.

ანდუინზე მგზავრობისას საძმოს გამოადგა მერის მიერ ნავების საკითხში გათვითცნობიერებულობა. აგრეთვე, როდესაც საძმომ ამონ ჰენამდე მიაღწია და დადგა სწორი გზის არჩევის საკითხი, მერიმ მტკიცედ განაცხადა, რომ არასოდეს დატოვებდა ფროდოს.

როდესაც აღმოჩნდა, რომ ფროდო სადღაც გაქრა, მერი და პიპინი მის საძებნელად გავიდნენ, მაგრამ ორკებსა და ურუკ-ჰაების ლაშქარს შეხვდნენ . მიუხედავად იმისა, რომ მერიმ რამდენიმე ხელები და თათები მოკვეთა, იგი დაჭრეს და პიპინთან ერთად იზენგარდისკენ წაიყვანეს.

მგზავრობისას უგლუკმა მერის ორკული წამალი დაალევინა და ჭრილობაზეც რაღაც მალამო დაადო (თუმცა, მას შუბლზე სამუდამოდ დარჩა ნაიარევი). რამდენიმე დღის შემდეგ პიპინმა და მერიმ ერთად მოატყუეს ორკი გრიშნახი - ისე ესაუბრებოდნენ მას, თითქოს მიანიშნებდნენ, რომ ბეჭედი მათ აქვთ (რა თქმა უნდა, სინამდვილეში, იგი ფროდოსთან იყო). გრიშნახში იფეთქა ბეჭდის მითვისების სურვილმა, მაგრამ იგი მოკლული იქნა როჰანელი მხედრის მიერ, რომელიც სხვა როჰანელებთან ერთად ორკებისა და ურუკების ბანაკს თავს დაატყდა.მერის კარგად ჰქონდა შესწავლილი ფანგორნის ტყის რუკა, ამიტომ იქვე მდებარე ამ ტყეში ჰობიტებმა გზა კარგად გაიკვლიეს.

ტყეში ჰობიტები ხისწვერას, ტყის მცველ ენტს შეხვდნენ. როდესაც მათ უამბეს საკუთარი თავგადასავლის შესახებ, მან შეყარა ენტთა საბჭო და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, გადაწყდა, რომ ენტები ერთად დალაშქრავდნენ იზენგარდს და სარუმანს სამაგიეროს გადაუხდიდნენ ტყის მიმართ ულმობელი დამოკიდებულებისათვის. იზენგარდი აღებული იქნა მათ მიერ და მერი და პიპინი დარჩნენ მის ჭიშკართან, სადარაჯოზე. მერი პირველი იყო, ვინც მიესალმა მეფე თეოდენს, რომელიც სხვებთან ერთად იზენგარდს ეწვია. მეფე გააკვირვა ჩიბუხმა, რომელსაც მერი აბოლებდა, ჰობიტი კი გააოცა, რომ მეფემ კარგად იცოდა საჩიბუხე მცენარის ისტორია.

როდესაც პიპინმა პალანტირში ჩაიხედა და იხილა საურონი, განდალფმა იგი თან, მინას ტირითში წაიყვანა. მერი დარჩა როჰირიმებთან. თეოდენმა მას აზნაურობა შესთავაზა და მერიმ მიუგო - „მამად გიგულებთ“.

მნიშვნელოვანი იყო მერის მონაწილეობა პელენორის მინდვრებზე დიდ ბრძოლაში. თეოდენი ამ ბრძოლისას გადმოვარდა ცხენიდან, რომელიც დაჭრილი იყო ისრით. ცხენი მას ზევიდან დაეცა. ნაზგულთა მეთაური, ანგმარის გრძნეული მეფე გადმოვიდა მინდორზე. მერის ახსოვდა მეფესთან დადებული ფიცი. ვინმე დერნჰელმი ამ დროს თეოდენთან იყო წამომჯდარი. ნაზგულმა მიმართა მას სიტყვებით „ცოცხალი ადამიანი ხელს ვერ შემიშლის!“. მერი გაოგნდა, როდესაც დერნჰელმი აღმოჩნდა ეოვინი, რომელმაც დაჭრა დრაკონი, რომელზეც ნაზგული იყო ამხედრებული. გრძნეულმა მეფემ აღმართა ხელი და აპირებდა სასიკვდილო სუნთქვის გამოშვებას, მაგრამ ამ დროს მერიმ მას მუხლში ესროლა ხმალი, წამოღებული ნისლიანი დაბლობებიდან. ასე აღსრულდა წინასწარმეტყველება ამ ხმალზე.

თეოდენის სიცოცხლე აღესრულა მინდვრებზე. მერის არავინ ამჩნევდა. იგი ქალაქში პიპინმა მოძებნა. მერის და ეოვინის ჭრილობები ათელასის ფოთლებით განკურნა არაგორნმა. მერიმ ითხოვა ჩიბუხი, მაგრამ იმ წამსვე გაახსენდა გასაუბრება მეფესთან საჩიბუხი მცენარის შესახებ და დაღონდა. არაგორნმა ურჩია, თუნდაც მეფის ხსოვნის აღსანიშნავად, საყვარელი საქმიანობა არ მიეტოვებინა. როჰანის ახალმა მეფემ, ეომერმა მერის საპატიო რაინდობა მიანიჭა.

ენტებთან სტუმრობისას დალეული წყლის გამო მერიმაც და პიპინმაც სიმაღლეში საგრძნობლად მოიმატეს - მანამდე ასეთი მაღალი მხოლოდ ჰობიტი ბანდობრას ტუკი თუ ყოფილა.

3021 წელს ფროდომ შუახმელეთი დატოვა და უკვდავ მიწებში გაემგზავრა. მერიმ და პიპინმა ერთი პერიოდი კრიკორმოში იცხოვრეს. მეოთხე ეპოქის 11 წელს მერი დაინიშნა ბაკლენდის მმართველად და ეწოდა დიდებული მერიადოკი. ორი წლის შემდეგ მეფე არაგორნმა იგი ჩრდილოეთ სამეფოში თავის მრჩევლად დანიშნა. მერის ცოლი ამ დროს უკვე იყო ესტელა ბოლჯერი, რომელთანაც ერთი ვაჟი ეყოლა[3].

თავის მშობლიურ კუთხეში მერიმ დააარსა ბიბლიოთეკა, სადაც ინახებოდა წიგნები ერიადორისა და როჰანის ისტორიაზე. მან თავად დაწერა რამდენიმე წიგნი, როგორიც იყო „შაირის ძველი სიტყვები და სახელები“[4]. დროდადრო იგი როჰანსა და გონდორს სტუმრობდა და განსაკუთრებით სიამოვნებით - ეოვინს.

102 წლის ასაკში მეფე ეომერმა მერი თავისთან იხმო. ბაკლენდი მერის ძეს გადაეცა, ხოლო პიპინი და მერი გაემგზავრნენ როჰანში. ეომერი გარდაიცვალა 63 წლის შემოდგომაზე. მერი და პიპინი შემდეგ წელს გადასახლდნენ გონდორში და ცხოვრების დარჩენილი წლები იქ გაატარეს. ორივე დაასაფლავეს რათ დინენში, გონდორის უდიდეს მეფეებთან ერთად. ამბობენ, რომ მათ გვერდით 120 წელს მეფე ელესარიც დაკრძალეს.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Josselyn. (September 20, 2013) Frodo's Family Tree. Frodo Forever. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 6, 2015. ციტირების თარიღი: January 5, 2015.
  2. Meriadoc Brandybuck. Tolkien Gateway. ციტირების თარიღი: January 5, 2015.
  3. Meriadoc Brandybuck. The Middle-Earth Encyclopedia (2010). ციტირების თარიღი: January 5, 2015.
  4. Tolkien, J. R. R. (1954), The Fellowship of the Ring, The Lord of the Rings, Boston: Houghton Mifflin (published 1987), Prologue, "Note on the Shire Records", ISBN 0-395-08254-4.

Read other articles:

Kontrak berjangka atau juga dikenal dengan sebutan futures contract dalam dunia keuangan merupakan suatu kontrak standard yang diperdagangkan pada bursa berjangka, untuk membeli ataupun menjual aset acuan dari instrumen keuangan pada suatu tanggal dimasa akan datang, dengan harga tertentu. Tanggal dimasa akan datang tersebut disebut dengan istilah tanggal penyerahan atau dikenal juga dengan istilah delivery date atau tanggal penyelesaian akhir (final settlement date). Harga tertentu disebut d...

 

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Oktober 2022. CorecaKomuneKomune di CorecaCorecaLokasi Coreca di ItaliaKoordinat: 39°4′5″N 16°5′38″E / 39.06806°N 16.09389°E / 39.06806; 16.09389Koordinat: 39°4′5″N 16°5′38″E / 39.06806°N 16.09389°E...

 

Dylan MinnetteMinnette tahun 2018LahirDylan Christopher Minnette29 Desember 1996 (umur 27)Evansville, Indiana, Amerika SerikatPekerjaanAktormusisipenyanyiTahun aktif2005–sekarangKarier musikGenre Rock alternatif Indie rock Instrumen Vokal gitar keyboard Label Atlantic Dylan Christopher Minnette (lahir 29 Desember 1996)[1][2] adalah aktor dan musisi asal Amerika Serikat. Ia dikenal karena perannya sebagai Clay Jensen dalam serial drama Netflix, 13 Reasons Why. Dia ...

Major slave rebellion against the Roman Republic (73–71 BC) Third Servile WarPart of the Servile WarsItaly and surrounding territory, 218 BCDate73–71 BCLocationRoman ItalyResult Roman victoryBelligerents Rebel slaves Roman RepublicCommanders and leaders Spartacus (MIA) Crixus † Gannicus † Oenomaus † Castus † Marcus Licinius Crassus Pompey Lucius Gellius Quintus Marcius Rufus Publius Varinius Gaius Claudius Glaber Gaius Cassius Longinus Gnae...

 

1935 film by Leo McCarey For other uses, see Ruggles of Red Gap (disambiguation). Ruggles of Red GapTheatrical release posterDirected byLeo McCareyScreenplay byWalter DeLeonHarlan ThompsonStory byHumphrey PearsonBased onRuggles of Red Gap1915 novelby Harry Leon Wilson[1][2]Produced byArthur Hornblow Jr.Starring Charles Laughton Mary Boland Charlie Ruggles ZaSu Pitts CinematographyAlfred GilksEdited byEdward Dmytryk[3]Distributed byParamount PicturesRelease dateMarch...

 

Questa voce sull'argomento stagioni delle società calcistiche italiane è solo un abbozzo. Contribuisci a migliorarla secondo le convenzioni di Wikipedia. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Voce principale: Società Sportiva Cavese 1919. CaveseStagione 2008-2009Sport calcio Squadra Cavese Allenatore Andrea Camplone Presidente Antonio Fariello Lega Pro Prima Divisione6º posto nel girone B Coppa Italiasecondo turno Coppa Italia Lega Prosecondo turno 2007-2008 2009-20...

2014 single by Martin Solveig and Laidback LukeBlowSingle by Martin Solveig and Laidback LukeReleased6 January 2014 (France)Length2:51 (Radio Edit)LabelTemps D'avanceSongwriter(s) Martin Solveig Laidback Luke Producer(s) Martin Solveig Laidback Luke Martin Solveig singles chronology Hey Now (2013) Blow (2014) Intoxicated (2015) Blow is a song by French DJ and record producer Martin Solveig and Filipino-Dutch DJ and producer Laidback Luke. The song was released in France as a digital downl...

 

B

  此條目介紹的是拉丁字母中的第2个字母。关于其他用法,请见「B (消歧义)」。   提示:此条目页的主题不是希腊字母Β、西里尔字母В、Б、Ъ、Ь或德语字母ẞ、ß。 BB b(见下)用法書寫系統拉丁字母英文字母ISO基本拉丁字母(英语:ISO basic Latin alphabet)类型全音素文字相关所属語言拉丁语读音方法 [b][p][ɓ](适应变体)Unicode编码U+0042, U+0062字母顺位2数值 2歷史發...

 

Neodymium(III) bromide Names IUPAC name Tribromoneodymium Identifiers CAS Number 13536-80-6 3D model (JSmol) Interactive image ChemSpider 75394 ECHA InfoCard 100.033.528 EC Number 236-897-2 PubChem CID 83564 CompTox Dashboard (EPA) DTXSID4065527 InChI InChI=1S/3BrH.Nd/h3*1H;/q;;;+3/p-3Key: LBWLQVSRPJHLEY-UHFFFAOYSA-K SMILES Br[Nd](Br)Br Properties Chemical formula NdBr3 Molar mass 383.95g (anhydrate) 492.05 (hexahydrate) Appearance Off-white to pale green powder Densi...

Pooh and the Philosophers AuthorJohn Tyerman WilliamsPublisherDutton BooksPublication date1995 Pooh and the Philosophers is a 1995 book by John Tyerman Williams, purporting to show how all of Western philosophy from the last 3,000 years was a long preparation for Winnie the Pooh.[1] It was published in 1995 by Dutton in the United States and by Methuen in the United Kingdom, using A. A. Milne's fictional bear Winnie-the-Pooh, and is intended to be both humorous and intellectual. Autho...

 

بيكبريتات الصوديوم بيكبريتات الصوديوم الاسم النظامي (IUPAC) كبريتات صوديوم هيدروجينية أسماء أخرى بيكبريتات صوديوم كبريتات صوديوم حامضية كعكة النتر المعرفات رقم CAS 7681-38-1 بوب كيم 516919،  و22466163  مواصفات الإدخال النصي المبسط للجزيئات OS(=O)(=O)[O-].[Na+][1]  المعرف الكيميائي ا�...

 

Governor of Washington from 2005 to 2013 Christine GregoireOfficial portrait, 200622nd Governor of WashingtonIn officeJanuary 12, 2005 – January 16, 2013LieutenantBrad OwenPreceded byGary LockeSucceeded byJay InsleeChair of the National Governors AssociationIn officeNovember 15, 2010 – July 17, 2011Preceded byJoe ManchinSucceeded byDave Heineman16th Attorney General of WashingtonIn officeJanuary 13, 1993 – January 12, 2005GovernorMike LowryGary LockePreceded b...

Austrian–American mathematician This article is about the mathematician. For his father, the economist, see Carl Menger. Karl MengerBorn(1902-01-13)January 13, 1902Vienna, Austria-HungaryDiedOctober 5, 1985(1985-10-05) (aged 83)Highland Park, Illinois, USANationalityAustrianAlma materUniversity of Vienna (PhD, 1924)Known forMenger characterization theoremMenger curvatureMenger spaceMenger spongeMenger's theoremMenger–Nöbeling theoremCayley–Menger determinantScientific ca...

 

Monster truck This article does not cite any sources. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Bear Foot – news · newspapers · books · scholar · JSTOR (May 2009) (Learn how and when to remove this message) Bear FootOwner and driver informationOwnerTriple B MotorsportsDriver(s)TBAHome citySt. Cloud, MNTruck informationYear created1979Body style2007 Dodge RamC...

 

Sicignano degli Alburnicomune Sicignano degli Alburni – VedutaCastello e borgo medievale LocalizzazioneStato Italia Regione Campania Provincia Salerno AmministrazioneSindacoGiacomo Orco (lista civica Obiettivi in comune) dal 22-9-2020 TerritorioCoordinate40°33′34.8″N 15°18′25.2″E40°33′34.8″N, 15°18′25.2″E (Sicignano degli Alburni) Altitudine609 m s.l.m. Superficie81,11 km² Abitanti3 077[1] (31-3-2022) Densità37,94 ...

Disambiguazione – Se stai cercando la quasi omonima serie televisiva thailandese, vedi Love Sick: The Series - Rak wun wai run saep. LovesickTitolo originaleLovesick PaeseRegno Unito Anno2014-2018 Formatoserie TV Generesitcom Stagioni3 Episodi22 Durata21-27 min (episodio) Lingua originaleinglese Rapporto16:9 CreditiIdeatoreTom Edge Interpreti e personaggi Johnny Flynn: Dylan Witter Antonia Thomas: Evie Douglas Daniel Ings: Luke Curran Joshua McGuire: Angus Hannah Britland: Abigail Richard ...

 

American college football season 1907 New Hampshire footballTeam captain Cone is seated in the center of the photo, holding footballConferenceIndependentRecord1–5–2Head coachEdward Herr (2nd season)CaptainCharles F. Cone[1]Home stadiumCollege grounds, Durham, NHSeasons← 19061908 → 1907 Eastern college football independents records vte Conf Overall Team W   L   T W   L   T Yale   –   9 – 0 – 1 Dartmouth...

 

الجزر البريطانيةمعلومات عامةالاسم الأصل  القائمة ... British Isles (بالإنجليزية) Éire agus an Bhreatain Mhór (بالأيرلندية) Breetish Isles (بالإسكتلندية) Ynysoedd Prydain (بالويلزية) Enesow Bretennek (بالكورنية) Eileanan Bhreatainn (بالغيلية إسكتلندية) Ny h-Ellanyn Goaldagh (بالمنكية) Îles Britanniques (بالفرنسية) البلد  القائمة ... المم�...

Emanuel GinóbiliGinóbili nel 2010 con la maglia dei San Antonio SpursNazionalità Argentina Altezza198[1] cm Peso93[1] kg Pallacanestro RuoloGuardia Termine carriera27 agosto 2018[2] Hall of fameNaismith Hall of Fame (2022) CarrieraGiovanili 1987-1995Bahiense del Norte Squadre di club 1995-1996 Andino Sport Club1996-1998 Est. Bahía Blanca1998-2000 Viola R. Calabria53 (933)2000-2002 Virtus Bologna70 (1 295)2002-2018 San Antonio...

 

Ethnic group GuahiboGuahibo in Venezuela playing a sikuTotal populationapprox. 24,000Regions with significant populations Colombia23,006 (2005 Census)Juncosa 2000, cited in SIL, Guahibo, Ethnologue. Venezuela8,428 (2001 census)SIL, Guahibo, Ethnologue.LanguagesGuahibo, Colombian Spanish, Venezuelan SpanishReligionAnimism, CatholicismRelated ethnic groupsAchagua, Guayupe, Hiwi, Tegua, U'wa The Guahibo (also called Guajibo, or Sikuani, though the latter is regarded as derogatory[c...