მეორე ჭოღა — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ჭოღის თემი (სოფლები: ლექობალე, მეორე ჭოღა, პირველი ჭოღა). მდებარეობს ოდიშის ვაკეზე, მდინარე ჭოღის (ხობისწყლის აუზი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 220 მ, ჩხოროწყუდან 10 კმ.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 661 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
785 |
382 |
403
|
2014[1] |
661 |
343 |
318
|
ლიტერატურა
სქოლიო