ზუმი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი. მდებარეობს მდინარე ხობისწყლის მარჯვენა სანაპიროზე, სენაკი-წალენჯიხის გზატკეცილის 52-ე კმ-ის გადასახვევზე სოფ. ხაბუმედან ხუთ კმ-ში; ზღვის დონიდან 342 მ სიმაღლის გავაკებულ ზეგანზე. მუნიციპალიტეტის ცენტრი — დაბა ჩხოროწყუდან დაშორებულია 9 კმ-ით.
ზუმი შედარებით ახალგაზრდა სოფელია, სადაც ძირითადად იმერეთიდან და ქვემო სამეგრელოდან განკულაკებას გამოქცეულ მემამულეთა გვარის მემკვიდრეები სახლობენ. აქ წარმოდგენილი ძირითადი გვარებია ფირცხალავები (ფირცხელავები), ლემონჯავები, სიჭინავები, შოგირაძეები, ბერაძეები, დადიანები (სია დასასრულებელია).
მოსაზღვრე სოფლებია: ხაბუმე, მუხური, ნაკიფუ, ულურია.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 995 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
1548 |
747 |
801
|
2014[1] |
995 |
480 |
515
|
სქოლიო