მარტო სახლში

„მარტო სახლში“
რეჟისორი კრის კოლამბუსი
პროდიუსერი ჯონ ჰიუზი
სცენარის ავტორი ჯონ ჰიუზი
როლებში მაკოლეი კალკინი
ჯო პეში
დენიელ სტერნი
ჯონ ჰერდი
კეტრინ ო'ჰარა
კომპოზიტორი ჯონ უილიამსი
ოპერატორი ჯულიო მაკატი
მონტაჟი რაჯა გოსნელი
სტუდია Hughes Entertainment
დისტრიბუტორი 20th Century Fox
გამოსვლის თარიღი
  • 16 ნოემბერი, 1990 (1990-11-16)
ხანგრძლივობა 102 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $18 მილიონი[1]
შემოსავალი $476,684,675[1]

მარტო სახლში (ინგლ. Home Alone) — 1990 წლის ამერიკული საოჯახო კომედიური ფილმი, რომლის სცენარის ავტორი და პროდიუსერია ჯონ ჰიუზი, ხოლო რეჟისორი - კრის კოლამბუსი. ფილმის მთავარ, კევინ მაკ-კალისტერის როლს ასრულებს მსახიობი მაკოლეი კალკინი. მისი პერსონაჟი არის 8 წლის ბიჭუნა, რომელსაც ოჯახი პარიზში საშობაოდ გამგზავრებისას შინ შეცდომით ტოვებს. ბიჭუნა მარტოა და თავისუფალია, მაგრამ მოგვიანებით იძულებულია, პირისპირ შეხვდეს დაბრკოლებას - ორ ქურდს, რომელთა როლებს ასრულებენ ჯო პეში და დენიელ სტერნი. ფილმში ასევე მონაწილეობენ კეტრინ ო'ჰარა და ჯონ ჰერდი, რომლებიც კევინის მშობლების როლებს ასრულებენ. 2009 წლისათვის „მარტო სახლში“ ითვლებოდა ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან კომედიად.[2]

სიუჟეტი

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

პარიზში გაფრენის წინა საღამოს მაკ-კალისტერების ოჯახის წევრები პიტერ და კეიტ მაკ-კალისტერებთან იკრიბებიან. მათი რვა წლის ბიჭუნა კევინს დასცინიან ტყუპი და-ძმები და ბიძაშვილები. უფროს ძმა ბაზთან ჩხუბის შემდეგ კევინს უშვებენ სახლის მესამე სართულზე, სადაც ისურვებს, რომ მისი ოჯახი გაქრეს. ღამით ელექტროგაყვანილობის მოშლის გამო ელექტრონული მაღვიძარა ითიშება და ოჯახს აგვიანდება აეროპორტში. ყველა ჩქარობს და კევინი შინ ავიწყდებათ. კეიტს შვილი მხოლოდ თვითმფრინავში ახსენდება. პარიზში ჩაფრენისას მშობლები ცდილობენ ბილეთების მოძიებას, მაგრამ შემდეგი 2 დღისათვის ყველა ბილეთი გაყიდულია. აეროპორტის თანამშრომლები კეიტს ჰპირდებიან პირველივე თავისუფალი ადგილის შეთავაზებას. ოჯახის დანარჩენი წევრები ნათესავს სტუმრობენ.

კევინი ამასობაში აღმოაჩენს, რომ შინ მარტო არის და მოპოვებული თავისუფლებით ტკბება. იგი ერთობა ბაზის თოფით, დახტის საწოლებზე, უყურებს განგსტერულ ფილმს, მიირთმევს დიდი რაოდენობის საჭმლის ნარჩენებს და ბაზის ოთახში არეულობას აწყობს. ჩიკაგოს პოლიციის თანამშრომელი მისი მშობლების თხოვნით სახლს ამოწმებს, მაგრამ ვინაიდან კარს არავინ უღებს, ჩათვლის, რომ ეს ზარი სატელეფონო ხუმრობა იყო. კევინს ეშინია მეზობლის, მოხუცი მარლის. სამეზობლოში ცნობილია ჭორები, თითქოს მარლიმ საკუთარი ოჯახის წევრები რამდენიმე წლის წინ მოკლა. მაგრამ ნამდვილი პრობლემა ჩნდება, როდესაც მაკ-კალისტერების სახლს ჰარი და მარვი აკითხავენ. ისინი თავს „სველი ბანდიტებს“ უწოდებენ, ვინაიდან ყველა გაქურდულ ადგილზე უყვართ ხელწერის, გამიზნულად დატბორილი სახლის დატოვება. წყვილი ახლოს მდებარე სახლებში დადის და მათი შემდეგი სამიზნე მაკ-კალისტერების სახლია. თავდაპირველად კევინი მათ თავიდან იცილებს, დაარწმუნებს რა, რომ სახლში სხვებიც ცხოვრობენ, მაგრამ მოგვიანებით ბანდიტები დარწმუნდებიან, რომ იგი მარტოა.

კეიტი ამასობაში აშშ-ში ბრუნდება, მაგრამ პენსილვანიაში იმყოფება და ცდილობს ჩიკაგოსკენ რეისის პოვნას. იგი გაიცნობს გას პოლინსკის, პოლკის შემსრულებელი მოხეტიალე ბენდის ხელმძღვანელს და დათანხმდება მილუოკისკენ მიმავალი ფურგონით მგზავრობაზე.

შობის წინ კევინი ჰარისა და მარვის საუბარს მოისმენს. ისინი აპირებენ სახლში შეღწევას. კევინი ეკლესიაში მიდის, სადაც გუნდს უსმენს. მას მიუჯდება მოხუცი მარლი და ისინი ერთმანეთს ახლოს გაიცნობენ. აღმოჩნდება, რომ მარლი შესანიშნავი პიროვნებაა და მასზე გავრცელებული ჭორები სიცრუეა. იგი უამბობს, რომ გუნდში მისი შვილიშვილი მღერის, რომელსაც ვერ ნახულობს, ვინაიდან თავის შვილს მრავალი წელია, კამათის შემდეგ არ შეხვედრია. კევინი ურჩევს, შეურიგდეს მას.

შინ დაბრუნებული კევინი სახლში სხვადასხვა სატყუარასა და ხაფანგს აგებს. ჰარი და მარვი სახლში აღწევენ, თუმცა მრავალი კურიოზული შემთხვევის შემდეგ დასახიჩრებულები არიან კევინის მიერ მოწყობილი ხაფანგებით. ისინი უკვე ბიჭუნას მისდევენ და კევინი მეზობელ სახლში იპარება, სადაც წყვილი მას იჭერს. მათ უკნიდან მარლი ეპარება და თავში თოვლის ნიჩაბს ურტყამს. პოლიცია წყვილს აპატიმრებს და ადგენს, რომ სწორედ ისინი ქურდავდნენ სხვა სახლებსაც.

შობის დღეს კევინი იმედგაცრუებულია, რომ ოჯახი კვლავ არ ჩანს. მაგრამ ამ დროს შინ კეიტი ბრუნდება და დედა-შვილი ერთმანეთს ეხვევა. შინ სხვა მაკ-კალისტერებიც ბრუნდებიან, რომლებმაც ამასობაში ბილეთები მოიძიეს. კევინი მათ არაფერს უამბობს ჰარისა და მარვის ისტორიაზე, თუმცა პიტერი პოულობს ოქროს კბილს, რომელიც ჰარიმ სახლში დაკარგა. ფანჯრიდან კევინი მოხუც მარლის ხედავს, რომელიც თავისი ოჯახის წევრებს ურიგდება. მაგრამ ამ დროს კევინს ესმის გაბრაზებული ბაზის ხმა, რომელიც თავის დანგრეულ ოთახშია და კევინი გარბის მასთან ყველაფრის ასახსნელად.

როლებში

მაკ-კალისტერის ოჯახის წევრებს ასევე თამაშობენ: დევინ რეტრი (ბაზი), მაიკ მარონა (ჯეფი); კევინის დების როლებში ჰილარი ვულფი (მეგანი) და ანჯელა გეთელსი (ლინი); გერი ბემენი (ძია ფრენკი); ტერი სნელი (დეიდა ლესლი); ჯედადაია კოენი (როდი), სენტა მოუზესი (ტრეისი), დაიანა კამპონუ (სონდრა), კირენ კალკინი (ფულერი), ანა სლოტკი (ბრუკი) და კრისტინ მინტერი (ჰიზერი). სხვა როლებში ასევე არიან: რობერტ ბლოსომი (კევინის მეზობელი მარლი), ჯონ კენდი (გას პოლინსკი), ლარი ჰენკინი (ლარი ბალზაკი, პოლიციელი) და კენ ჰადსონ კემპბელი (სანტა კლაუსი).

წარმოება

ნამდვილი სახლი, უინეტკა, ილინოისი

„მარტო სახლში“ თავდაპირველად Warner Bros.-ის მიერ იწარმოებოდა. როდესაც კომპანია 20th Century Fox მისი დისტრიბუტორი გახდა, ფილმის ბიუჯეტი 14-დან 17 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.[3]

ფილმი ძირითადად გადაღებული იქნა ჩიკაგოს ძირითად რაიონში. სხვა კადრები, მაგალითად, პარიზის სცენებით, აღებულია ან არსებული არქივებიდან, ან გადაღებულია სტუდიაში. პარიზის აეროპორტის სცენები გადაღებულია ო'ჰეირის საერთაშორისო აეროპორტში. სცენა, სადაც კევინი ქურდებს გაურბის და დატბორილ სახლში აღმოჩნდება, გადაღებული იქნა ნიუ-ტრირის უმაღლეს სკოლაში. თვითმფრინავ McDonnell Douglas DC10-ის სალონი ასევე აგებული იქნა იმავე სკოლაში, ბეისბოლის მოედანზე.[4]

რამდენიმე სცენა გადაღებული იქნა ლინკოლნის ხეივნის 671-ში.[5], ვინეტკაში [6]. სამზარეულო გადაღებულია თავად სახლში, ისევე როგორც მთავარი კიბე და პირველი სართულის დიდი ნაწილი. სახლის სასადილო და სხვა ქვედა სართულები (სამზარეულოს გარდა) აგებული იქნა ცალკე გადასაღებ მოედანზე.[7] სახლი აშენებული იქნა 1921 წელს და ახლავს 5 საძინებელი ოთახი, ადაპტირებული სხვენი, ცალკე ორმაგი ავტოფარეხი და სათბური.[8] „კევინის სახლი ხეზე“ უკანა ეზოში აგებული იქნა სპეციალურად ფილმისათვის და ძირითადი გადაღებების დასრულების შემდეგ დანგრეული იქნა.

2011 წლის მაისში სახლი 2.4 მილიონ აშშ დოლარად გასაყიდად იქნა გამოტანილი[9]. 2012 წლის მარტში იგი 1.585.000 აშშ დოლარად გაიყიდა.[5] ამჟამად იგი ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილის სახით [10] და როგორც „ფილმში საკუთარი სახლის მოპოვების“ მაგალითი არის ცნობილი.[11]

მუსიკა

ფილმის ორკესტრული მუსიკის ავტორია ჯონ უილიამსი. მასში ასევე მოხვდა საშობაო სიმღერები „O Holy Night“ და „Carol of the Bells“, ისევე, როგორც მთავარი თემა „Somewhere in My Memory“. ლეიბლმა Sony Classical დისკი საუნდტრეკით 1990 წელს გამოსცა.

წარმატება

კინოთეატრები

საპრემიერო შაბათ-კვირას ფილმმა 1202 კინოთეატრში თითოეულიდან 17 მილიონი აშშ დოლარი დააგროვა - აქედან დაახლოებით 14.211 აშშ დოლარი - თითოეული კინოთეატრიდან. საბოლოო ჯამში, ეს შემოსავალი საერთო შემოსავლის დაახლოებით 6%-ს წარმოადგენდა. წარმატების გამო მისი ჩვენებები საშობაო დღესასწაულის შემდეგ გაგრძელდა. 1990 წლის 16-18 ნოემბრიდან 12 კვირის მანძილზე იგი კინოთეატრებში წარმატებით პირველი იყო, 1991 წლის 1-3 თებერვლამდე.[12] საუკეთესო 10-ეულში იგი 1991 წლის 26 აპრილამდე რჩებოდა - უკვე აღდგომის დღესასწაულის შემდეგ. საუკეთესო 10-ეულში იგი კიდევ ორჯერ გამოჩნდა, მოგვიანებით კი სია საბოლოოდ დატოვა.[13] მისმა საბოლოო შემოსავალმა 285,761,243 აშშ დოლარი შეადგინა, რაც იმ წელს ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. კინოთეატრებში ჩვენების დასრულებისას „მარტო სახლში“ ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების სიის მესამე პოზიციას იკავებდა. მთლიანობაში, მისმა შემოსავალმა მსოფლიო მასშტაბით 477,561,243 აშშ დოლარი შეადგინა.[14]

კრიტიკოსთა გამოხმაურება

კრიტიკოსებმა ფილმს არაერთგვაროვანი შეფასება მიანიჭეს. საიტზე Rotten Tomatoes მისი დადებითი შეფასებების რაოდენობა საერთო გამოკითხვებიდან 54%-ს შეადგენს, რაც ეფუძნება 41 მიმოხილვას, სადაც ფილმის შეფასება 5.2-დან 10 ქულამდე მერყეობს.[15] საიტზე Metacritic, რომელიც 100 ქულიანი სისტემით მუშაობს, ფილმს მინიჭებული აქვს 63 ქულა, რაც ეფუძნება 9, ძირითადად დადებით მიმოხილვას.[16]

როჯერ ებერტის (Chicago Sun-Times) მიერ ფილმს 4 ბალიანი სისტემის მიხედვით 2 12 მიენიჭა. მან გააკრიტიკა სიუჟეტი, რომელიც მისი აზრით, იმდენად არადამაჯერებელი იყო, რომ კევინის გამო ღელვას არ იწვევდა. კალკინის მიერ როლის შესრულება კი მან დადებითად შეაფასა და გულმოდგინედ დამუშავებული ხაფანგების განხილვისას რუბ გოლდბერგი გაიხსენა.[17] მიუხედავად კერინ ჯეიმზის (The New York Times) მიერ გამოთქმული აზრისა, რომ ფილმის პირველი ნახევარი არ არის იმდენად სავსე მოულოდნელობებით, როგორც მაყურებელს პრეამბულა არწმუნებს, მის მიერ მეორე ნახევარი დადებითად იქნა შეფასებული, ფარსი იუმორის გამო. მან დადებითად მიმოიხილა კევინისა და მარლის საუბარიც, ისევე, როგორც ფილმის ფინალური სცენები.[18] ოუენ გლეიბერმანის (Entertainment Weekly) მიერ ფილმს D რეიტინგი მიენიჭა. მისი აზრით, ფილმი არის „უფროსებზე ძალადობის სადისტური ფესტივალი“. გლეიბერმანი წერდა: „ჰიუზი ისე გვმართავს ძაფებით, თითქოს სხვა არაფერი სცოდნია.“ [19] ჟურნალმა Variety ფილმის სამსახიობო გუნდი დადებითად შეაფასა.[20] ჯინ კუპერმა (Washington Post) ფილმის კომედიური მიდგომა აღნიშნა.[21] ჰელ ჰინსონმა, იმავე გამოცემიდან, გამოარჩია კრის კოლამბუსის ნამუშევარი და კალკინის სამსახიობო მხარე.[22]

ჯილდოები

ფილმი ნომირებული იქნა აკადემიის ორ ჯილდოზე - საუკეთესო მუსიკისათვის (ჯონ უილიამსი) და საუკეთესო ორიგინალური სიმღერისათვის „Somewhere in My Memory“ (უილიამსი/ლესლი ბრიკესი[23]

ამერიკის კინოინსტიტუტის სიები

გაგრძელებები

ფილმს მოჰყვა კომერციულად წარმატებული, 1992 წლის გაგრძელება „მარტო სახლში 2: ნიუ-იორკში დაკარგული“, კვლავ პირველი ფილმის მსახიობთა მონაწილეობით. 1997 წლის „მარტო სახლში 3“ სხვა მსახიობთა მონაწილეობით იქნა გადაღებული და განსხვავებული სიუჟეტი აქვს. მეოთხე ფილმი, „მარტო სახლში 4: სახლის დაბრუნება“ 2002 წელს გამოვიდა. მასში ჩნდება პირველი ორი ფილმის რამდენიმე პერსონაჟი, მაგრამ უკვე სხვა მსახიობთა შესრულებით და სიუჟეტით, რომელიც მოვლენათა იგივე ქრონოლოგიას არ შეესაბამება.

2012 წლის 25 ნოემბერს „მარტო სახლში 5: საშობაო ძარცვა“ ნაჩვენები იქნა ტელეარხის ABC Family-ს მიერ ორგანიზებული „შობის 25 დღის“ ფარგლებში.[26]

ვიდეო

„მარტო სახლში“ პირველად 1990 წელს, კინოთეატრებში ჩვენების შემდეგ გამოვიდა VHS ფორმატში, აშშ-ში. 1999 ან 2000 წლის 5 ოქტომბერს იგი 20th Century Fox Home Entertainment-ის მიერ პირველად გამოიცა DVD ფორმატში. 2000 წლის დეკემბერში ფილმი ხელახლა გამოიცა VHS-ზეც. პირველად DVD-ში შეტანილი იქნა დამატებები:

  • 1990 წლის რგოლი პრესისათვის
  • ფილმის შექმნა
  • Mac Cam: კადრს მიღმა მაკოლეი კალკინთან ერთად
  • როგორც დავიცვათ ქურდებისგან სახლი: ფილმის ტრიუკები
  • „მარტო სახლში მსოფლიოს გარშემო“
  • სად არის ამჟამად ბაზი?
  • ანგელოზები ბინძური სულებით
  • წაშლილი სცენები/ალტერნატიული დუბლები
  • შეცდომები,
  • საბრძოლო გეგმა, კითხვები და თავების დათვლა

ფილმი ასევე გამოვიდა DVD კრებულში, რომელშიც შეტანილი იქნა ოთხივე არსებული ნაწილი. 2010 წლის დეკემბერში ის Blu-ray ფორმატში, „Family Fun Edition“-ის სერიაშიც იქნა გამოცემული.

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Home Alone (1990). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: November 19, 2011.
  2. [[#CITEREF|]]
  3. Teather, David (November 30, 2007). „Fade to red“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 2009-09-30.
  4. Remembering Home Alone. ციტირების თარიღი: September 26, 2008.
  5. 5.0 5.1 Lucido, Gary. (March 9, 2012) Home Alone House Sells For $1.585 Million. Chicago Tribune. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-10. ციტირების თარიღი: 2012-03-11.
  6. Home Alone filming locations. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 31, 2016. ციტირების თარიღი: June 13, 2008.
  7. Home Alone 2: Lost in New York Filming Locations. movielocationsguide.com. ციტირების თარიღი: June 15, 2008.
  8. Facts about the Home. jamielynnphillips (January 3, 2006). ციტირების თარიღი: June 21, 2008.
  9. „Home Alone house for sale“. RTÉ News. May 6, 2011. ციტირების თარიღი: May 6, 2011.
  10. Chicago - Things to do. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 28, 2008. ციტირების თარიღი: June 15, 2008.
  11. How to Get Your Home in the Movies. realestate.com (June 16, 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 7, 2007. ციტირების თარიღი: June 15, 2008.
  12. Broeske, Pat H. (January 14, 1991). „Home Alone in 9th Week as No. 1 Film : Movies: 'Godfather Part III' takes dramatic slide from second to sixth place in its third week out. 'Awakenings' is in second“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 2011-01-01.
  13. Home Alone (1990) - Weekend Box Office Results. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: December 24, 2007.
  14. Movies.com: Movie box office results for the top 50 movies of 1990. Movies.com. ციტირების თარიღი: December 24, 2007.
  15. Home Alone Movie Reviews. Rotten Tomatoes. Flixster. ციტირების თარიღი: August 7, 2011.
  16. Home Alone Reviews. Metacritic. CBS Interactive. ციტირების თარიღი: October 7, 2011.
  17. Ebert, Roger (November 16, 1990). „Home Alone“. Chicago Sun-Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 2, 2012. ციტირების თარიღი: October 7, 2011.
  18. James, Caryn (November 16, 1990). „Movie Review - Home Alone“. The New York Times. ციტირების თარიღი: October 7, 2011.
  19. Gleiberman, Owen (July 25, 2007). „Home Alone Review“. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 5, 2014. ციტირების თარიღი: October 7, 2011.
  20. „Variety Reviews - Home Alone“. Variety. Reed Business Information. November 16, 1990. ციტირების თარიღი: October 7, 2011.
  21. Cooper, Jeanne (November 16, 1990). „Home Alone“. The Washington Post. ციტირების თარიღი: October 7, 2011.
  22. Hinson, Hal (November 16, 1990). „Home Alone“. The Washington Post. ციტირების თარიღი: October 7, 2011.
  23. Home Alone search. The Academy of Motion Picture Arts and Sciences. ციტირების თარიღი: December 4, 2012.
  24. AFI's 100 Years...100 Laughs Nominees. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-20. ციტირების თარიღი: 2012-12-31.
  25. AFI's 100 Years...100 Heroes and Villains Nominees. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-04. ციტირების თარიღი: 2012-12-31.
  26. What's on tonight. ABC Family. ციტირების თარიღი: November 25, 2012.

Read other articles:

Pulau Yu Besar Pulau Yu BaratPulau Pulau Yu Besar atau Pulau Yu Barat adalah pulau yang berada pada gugusan Kepulauan Seribu yang secara administratif termasuk dalam wilayah Kabupaten Administratif Kepulauan Seribu provinsi DKI Jakarta yang letak berdekatan dengan Pulau Hantu Barat, Pulau Hantu Timur, Pulau Yu Kecil, Pulau Kelor Barat, dan Pulau Kelor Timur merupakan daerah konservasi pengembangan satwa burung antara lain Elang Laut Perut Putih. Lihat pula Kabupaten Administratif Kepulauan Se...

 

Election for the governorship of the U.S. state of Kansas 1890 Kansas gubernatorial election ← 1888 November 4, 1890 1892 →   Nominee Lyman U. Humphrey John F. Willits Charles L. Robinson Party Republican Populist Democratic Popular vote 115,024 106,945 71,357 Percentage 39.05% 36.31% 24.23% Governor before election Lyman U. Humphrey Republican Elected Governor Lyman U. Humphrey Republican Elections in Kansas Federal government Presidential elections 1864 1868 ...

 

Part of a series onEthnicity in Toronto Aboriginals Black Cambodians Chinese Filipinos French Greeks South Asians Italians Japanese Jews Vietnamese vte Italian Canadians as percent of population by census subdivision Toronto has a large Italian Canadian community, with 30.3 per cent of the ethnic Italians in Canada living in the Greater Toronto Area (GTA) as of 2021.[1] Toronto is home to the fourth largest population of people of Italian descent after Buenos Aires, São Paulo and New...

←→Апрель Пн Вт Ср Чт Пт Сб Вс 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30           2024 год Содержание 1 Праздники и памятные дни 1.1 Международные 1.2 Национальные 1.3 Религиозные 1.3.1 Католицизм 1.3.2 Православие[2][3][4] 1.4 Именины 2 События 2.1 До XIX века 2.2 XIX век 2.3 XX век 2.4 XXI...

 

2002 Iranian filmLow Heightsvideo coverارتفاع پستDirected byEbrahim HatamikiaRelease dateMay 2002 (Iran)Running time115 minutesCountryIranLanguagePersian Low Heights (in Persian: ارتفاع پست, transliteration: Ertefa'e Past) is a 2002 Iranian thriller film directed by Ebrahim Hatamikia and starring Hamid Farrokhnezhad, Leila Hatami, Amir Aghaei, Reza Shafiee Jam, and Gohar Kheirandish. It was written by Hatamikia and Asghar Farhadi.[1] Plot Ghasem, together with his wi...

 

Buah, seperti mangga, mengandung serat pangan yang baik bagi kesehatan. Serat pangan, dikenal juga sebagai serat diet atau dietary fiber, merupakan bagian dari tumbuhan yang dapat dikonsumsi dan terdiri dari karbohidrat yang memiliki sifat resistan terhadap proses pencernaan dan penyerapan di usus halus manusia serta mengalami fermentasi sebagian atau keseluruhan di usus besar. Serat pangan mencakup polisakarida, oligosakarida, lignin, serta substansi lainnya yang berhubungan dengan tumbuhan....

For the song by Cat Stevens, see Mona Bone Jakon. 1975 single by Bob SegerKatmanduSingle by Bob Segerfrom the album Beautiful Loser B-sideNutbush City LimitsReleased1975GenreRockLength6:093:16 (single edit)LabelCapitolSongwriter(s)Bob SegerProducer(s)Bob Seger and Muscle Shoals Rhythm SectionBob Seger singles chronology Beautiful Loser (1975) Katmandu (1975) Nutbush City Limits (1976) Katmandu is a song written and recorded by American rock artist Bob Seger. It was initially released on his 1...

 

Ираклеониты — ученики гностика Ираклеона (II век). Упоминаются как особая секта Епифанием и Августином; при крещении и миропомазании они соблюдали обряд помазания елеем и при этом произносили воззвания на арамейском языке, которые должны были освободить душу от власт�...

 

Indian actress and model Poonam BajwaBajwa in 2019BornPoonam Singh BajwaBombay, Maharashtra, IndiaNationalityIndianAlma materSymbiosis International University, Pune (English Literature)Occupation Actress Years active2005–presentParentsAmarjit Singh BajwaJayalakshmi Bajwa Poonam Bajwa is an Indian actress who appears in Tamil, Malayalam, Telugu and Kannada films. She made her acting debut in 2005 with the Telugu film Modati Cinema, followed by another Telugu film Boss (2006). Her ...

此條目没有列出任何参考或来源。 (2013年2月8日)維基百科所有的內容都應該可供查證。请协助補充可靠来源以改善这篇条目。无法查证的內容可能會因為異議提出而被移除。 莱奥波尔多·加尔铁里Leopoldo Fortunato Galtieri Castelli 阿根廷总统(實質)任期1981年12月22日—1982年6月18日副总统Víctor Martínez前任卡洛斯·拉科斯特继任阿尔弗雷多·奥斯卡·圣琼 个人资料出生(1926-07-15)1926�...

 

土库曼斯坦总统土库曼斯坦国徽土库曼斯坦总统旗現任谢尔达尔·别尔德穆哈梅多夫自2022年3月19日官邸阿什哈巴德总统府(Oguzkhan Presidential Palace)機關所在地阿什哈巴德任命者直接选举任期7年,可连选连任首任萨帕尔穆拉特·尼亚佐夫设立1991年10月27日 土库曼斯坦土库曼斯坦政府与政治 国家政府 土库曼斯坦宪法 国旗 国徽 国歌 立法機關(英语:National Council of Turkmenistan) ...

 

Artikel ini tidak memiliki referensi atau sumber tepercaya sehingga isinya tidak bisa dipastikan. Tolong bantu perbaiki artikel ini dengan menambahkan referensi yang layak. Tulisan tanpa sumber dapat dipertanyakan dan dihapus sewaktu-waktu.Cari sumber: Fursuit – berita · surat kabar · buku · cendekiawan · JSTOR Fursuit adalah kostum hewan Antropomorfisme dan biasanya digunakan oleh Furry fandom. Fursuit bisa dari kepala dan tangan sampai yang memiliki ...

Questa voce o sezione sull'argomento politici italiani non cita le fonti necessarie o quelle presenti sono insufficienti. Puoi migliorare questa voce aggiungendo citazioni da fonti attendibili secondo le linee guida sull'uso delle fonti. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Questa voce sull'argomento politici italiani è solo un abbozzo. Contribuisci a migliorarla secondo le convenzioni di Wikipedia. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. Lucia Albano Sottos...

 

Gunboat Uruguay moored at Puerto Madero, Buenos Aires History Argentina NameUruguay NamesakeSchooner ARA Uruguay Ordered1872 BuilderLaird Brothers, Birkenhead, England Launched6 March 1874 Commissioned5 July 1874 Decommissioned1926 StatusMuseum ship in Puerto Madero, Buenos Aires Coordinates: 34°36′15.2″S 58°21′58.4″W / 34.604222°S 58.366222°W / -34.604222; -58.366222 General characteristics Class and typeSteam corvette with auxiliary sails Displacement550 ...

 

9/11 hijacked passenger flight American Airlines Flight 11AA11's path from Logan International Airport in Boston to New York CityHijackingDateSeptember 11, 2001 (2001-09-11)SummaryTerrorist suicide hijackingSiteNorth Tower (WTC 1) of the World Trade Center, New York City, U.S. 40°42′44.5″N 74°00′46.9″W / 40.712361°N 74.013028°W / 40.712361; -74.013028Total fatalitiesc. 1,700[a] (2,763 combined with UA 175)AircraftAircraft typeBoeing ...

International athletics championship eventJunior men's race at the 2002 IAAF World Cross Country ChampionshipsOrganisersIAAFEdition30thDateMarch 24Host cityDublin, Leinster, Ireland VenueLeopardstown RacecourseEvents1Distances7.974 km – Junior menParticipation122 athletes from 34 nations← 2001 Oostende 2003 Lausanne → The Junior men's race at the 2002 IAAF World Cross Country Championships was held at the Leopardstown Racecourse near Dublin, Ireland, on March 24, 2002. Reports o...

 

System for condensing gas into liquid by cooling For condensers not involving heat transfer, see Condenser (disambiguation).This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Condenser heat transfer – news · newspapers · books · scholar · JSTOR (March 2015) (Learn how and when to remove this message) The c...

 

2019 single by KhalidTalkSingle by Khalidfrom the album Free Spirit ReleasedFebruary 7, 2019 (2019-02-07)Recorded2018GenreElectro-R&B[1]Length3:17LabelRCASongwriter(s) Khalid Robinson Guy Lawrence Howard Lawrence Producer(s)DisclosureKhalid singles chronology Saturday Nights Remix (2019) Talk (2019) Beautiful People (2019) Music videoTalk on YouTube Talk is a song by American singer Khalid Robinson. It was written by Khalid and produced by English electronic music d...

First Polish cosmonaut (1941–2022) Mirosław HermaszewskiHermaszewski in 1978Born(1941-09-15)15 September 1941Lipniki, Reichskommissariat UkraineDied12 December 2022(2022-12-12) (aged 81)Warsaw, PolandNationalityPolishOccupation(s)Fighter pilot, cosmonaut, PoliticianPolitical partyDemocratic Left AllianceSpace careerInterkosmos CosmonautRank Brigadier general of Polish Air ForceTime in space7d 22h 02m 59s[1]Selection1976 Interkosmos GroupMissionsSoyuz 30Mission insignia School ...

 

1968 studio album by Three Dog NightThree Dog NightStudio album by Three Dog NightReleasedOctober 16, 1968 (1968-10-16)[1]Recorded1968StudioAmerican Recording, Studio City, California[2]GenrePop rockhard rockLength32:22LabelDunhill (U.S. original release)MCA (U.S. CD reissue)Stateside (UK)ProducerGabriel Mekler[2]Three Dog Night chronology Three Dog Night(1968) Suitable for Framing(1969) Singles from Three Dog Night NobodyReleased: November 1968&...