ლოაისის პროვინცია (ესპ.Provincia de Loayza) — პროვინცია ბოლივიაში, ლა-პასის დეპარტამენტში. დედაქალაქია ლურიბაი. მდებარეობს დეპარტამენტის სამხრეთ ნაწილში. სახელი ეწოდა ბოლივიის ვიცე-პრეზიდენტის, გენერალ ხოსე რამონ ლოიასას პატივსაცემად.
პროვინცია მდებარეობს ტიტიკაკას ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 90 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ასევე 65 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 1976 კმ²-ს შეადგენს.
მოსახლეობა
ბოლო ოცი წლის განმავლობაში, პროვინციის მოსახლეობა თითქმის 40%-ით გაიზარდა.