გალბერტო-ვილიაროელი — პროვინცია დასავლეთ ბოლივიაში, ლა-პასის დეპარტამენტში. სახელი ეწოდა ბოლივიის 39-ე პრეზიდენტის, გალბერტო ვილიაროელის პატივსაცემად. მდებარეობს ბოლივიის ალტიპლანოში, ესაზღვრება ორუროს დეპარტამენტს. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 40 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 80 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 1 935 კმ²-ს შეადგენს.
მოსახლეობა
ბოლო ოცი წლის განმავლობაში, პროვინციის მოსახლეობა გაორმაგდა და 2005 წლისთვის შეადგინა 18 622 ადამიანი.