ლეინსბორო-ბალილიგი (ინგლ. Lanesborough–Ballyleague; ირლ. Béal Átha Liag)(უფრო ხშირად მოიხსენიება როგორც უბრალოდ ლეინსბორო (Lanesborough ან Lanesboro)) — ქალაქი ცენტრალურ ირლანდიაში. მისი დასავლეთი ნაწილი – ბალილიგი მდებარეობს როსკომონის საგრაფოში, კონაქტის პროვინციაში, მდინარე შენონის მარჯვენა სანაპიროზე; ხოლო აღმოსავლეთი – ლეინსბორო — ლონგფორდის საგრაფოში, ლენსტერის პროვინციაში, შენონის მარცხენა სანაპიროზე. ქალაქი გაშენებულია ტბა ლოხ-რის ჩრდილოეთ მხარეს.
2011 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 1 377 ადამიანს შეადგენდა.
იხილეთ აგრეთვე