კორნაფულა (ინგლ. Cornafulla; ირლ. Corr Na Fola, „სისხლის გორაკი“) — სოფელი ირლანდიაში, მდებარეობს როსკომონის საგრაფოში, კონაქტის პროვინციაში. ქალაქ ათლონიდან დაშორებულია 8 კმ-ით. კორნაფულში 1980-იან წლებში აშენდა მონსინიორ მაკ-კართის სახელობის სკოლა. მოსწავლეების სიმრავლის გამო სკოლა გადავიდა ახალ შენობაში, რომლის აშენება დასრულდა 2011 წელს.[1]
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო