ლაკარის ტბა — მყინვარული წარმოშობის ტბა არგენტინაში, ნეუკენის პროვინციაში. მდებარეობს ზღვის დონიდან 630 მეტრზე, პატარა ქალაქ სან-მარტინ-დე-ლოს-ანდესის შემოგარენში. არგენტინის ანდების სხვა არაერთი ტბის მსგავსად, ამ ტბიდანაც ჩილეს ტერიტორიაზე გაედინება მდინარე (მდინარე უაუმი). 1902 წლამდე, ამ ტბას დაჟინებით მოითხოვდა ჩილე.
ტბის ფართობია 55 კმ², საშუალო სიღრმე 167 მ, მაქსიმალური სიღრმე 277 მ.