კრეიგ დაგლას ბელამი (ინგლ. Craig Bellamy; დ. 13 ივლისი, 1979) — უელსელი ფეხბურთელი. დაიბადა ქალაქ კარდიფში, უელსში. ბელამი იყო უელსის ნაკრების კაპიტანი ოთხი წლის განმავლობაში რაიან გიგზის შემდეგ (2007-2011 წლებში). მისი დებიუტი შედგა „ნორიჯში“ 1997 წელს. შემდეგ თამაშობდა ინგლისის რამდენიმე კლუბში. სახელი გაითქვა „ნიკუასლ იუნაიტედში“, ბობი რობსონის მწვრთნელობის პერიოდში. 2005 წელს იჯარით გადავიდა შოტლანდიის საფეხბურთო პრემიერლიგის კლუბ „სელტიკში“. 2011 წლის 31 აგვისტოს, ბელამი დაბრუნდა თავის ყოფილ კლუბ „ლივერპულში“ „მანჩესტერ სიტიდან“.
კარიერის განმავლობაში, ბელამიმ მოიგო შოტლანდიის თასი და ასოციაციის თასი. ბელამიმ დააარსა საფეხბურთო აკადემია სიერა-ლეონეში.
რესურსები ინტერნეტში