კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობები — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი საქართველოში. შედგება ორი ეროვნული პარკისა და ორი დაცული ტერიტორიის სულ შვიდი კომპონენტისაგან. კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობები გადაჭიმულია შავი ზღვის ზომიერად თბილი და ნოტიო აღმოსავლეთ სანაპიროს 80 კილომეტრის მანძილზე.
ისტორია
2007 წლის 24 ოქტომბრიდან კოლხეთის ეკოსისტემა შეტანილი იყო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში, ხოლო 2021 წლის 26 ივლისს გახდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობების სახელით.[1]
ძირითადი მიზეზი, რის გამოც კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი გახდა არის ის, რომ კოლხეთის დაბლობი ლეფუგიუმია, ანუ ტერიტორია, სადაც რომელიღაც უძველესი სახეობა არახელსაყრელ გეოლოგიურ პერიოდში გადარჩა და დღესაც შემორჩენილია. კოლხეთის დაბლობზე ის მცენარეებია გადარჩენილი, რომლებიც ჯერ კიდევ გამყინვარების პერიოდამდე არსებობდა.[2]
კოლხეთის ტროპიკულ ტყეებსა და ჭაობებში ცხოვრობს გადაშენების პირას მდგარი მცენარეების 44 სახეობა და ცხოველების 19 სახეობა, მათ შორის აღსანიშნავია კოლხური ზუთხი. ადგილი წარმოადგენს გლობალურად გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ფრინველების უმნიშვნელოვანეს ადგილს, რომლებიც მიგრირებენ ბათუმის ვიწრო ბილიკებზე.[3]
კომპონენტები
კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობების შემადგენლობაში შედის საქართველოს 4 დაცული ტერიტორიის (მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკები, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები) შვიდი კომპონენტი (კინტრიში-მტირალა, ისპანი, გრიგოლეთი, იმნათი, ფიჩორი, ნაბადა, ჭურია). ქვემოთ წარმოდგენილია კომპონენტების ცხრილი, კომპონენტები დალაგებულია სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით.
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო
|
---|
| მსოფლიო მემკვიდრეობა | |
---|
| მსოფლიო მემკვიდრეობის ყოფილი ძეგლი | |
---|
| კანდიდატები | |
---|
|