პროვინცია ცნობილია „ურპუკინიას ქალწულის“ (Virgen de Urqupiña) დღესასწაულით, რომელიც ყოველი წლის 16 აგვისტოს იმირთება და რომელზეც მთელი ბოლივიიდან ჩამოდიან მომლოცველები.
კილიაკოლოს პროვინცია შედგება ხუთი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ 12 კანტონად იყოფა. დედაქალაქია კილიაკოლიო, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქი ბოლივიაში.