კარასკო (ესპ.Provincia de José Carrasco) — პროვინცია ცენტრალურ ბოლივიაში, კოჩაბამბის დეპარტამენტში. ესაზღვრება სანტა-კრუსის დეპარტამენტს. დასავლეთიდან აღმოსავლეთით გადაჭიმულია 110 კმ-ზე, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 230 კმ-ზე. საერთო ფართობი 15 045 კმ²-ია.
მოსახლეობა
2001 წლის მონაცემებით, მოსახლეობა შეადგენდა 116 205 ადამიანს. მათი 42.7% 15 წელზე ნაკლები ასაკისაა. მოსახლეობის 68.8% ლაპარაკობს ესპანურად, , 87.4% -თვის მშობლიური კეჩუას ენაა, 3.3%, აიმარაზე და 1% სხვა ადგილობრივ ენებზე. 70.4% წერა-კითხვის მცოდნეა. 82.2% კათოლიკეა, 15.2% პროტესტანტი.
დაყოფა
პროვინცია შედგება ექვსი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ 24 კანტონად იყოფა. დედაქალაქია ტოტორა.