კეშმი (სპარს. قشم) — ყველაზე დიდი კუნძული ჰორმუზის სრუტესა და სპარსეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში. კუნძული მხოლოდ 60 კილომეტრითაა (37 მილი) დაშორებული ომანის პორტ ხასაბიდან და დაახლოებით 180 კმ-ით (112 მილი) არაბეთის გაერთიანებული საამიროების რაშიდის პორტიდან. ფართობი 1,491 კვადრატული კილომეტრია (576 კვადრატული მილი), თითქმის ორჯერ აღემატება ბაჰრეინის ზომას. ქალაქი კეშმი, რომელიც მდებარეობს კუნძულის ყველაზე აღმოსავლეთ წერტილში, მდებარეობს ბანდარ აბასიდან 22 კილომეტრში, ხოლო კუნძულის უახლოესი წერტილი ხმელეთიდან მხოლოდ ორი კილომეტრის მანძილზეა.[1]
კუნძულისთვის დამახასიათებელია ნოტიო ტროპიკული კლიმატი. საშუალო ტემპერატურაა დაახლოებით 27 ° C (81 ° F). ყველაზე თბილი თვეებია ივნისიდან აგვისტომდე, ყველაზე ცივი ოქტომბრიდან იანვრამდე. საშუალო ნალექია 183.2 მმ (7 + 3⁄16 ინჩი). კეშმი ხმელეთისაგან გამოყოფილია კლარენსის ვიწრო სრუტით (მინიმალური სიგანე —1800 მ). ახლოს მდებარე კუნძულებია ჰენგამი, ლარეკი და ჰორმუზი.
კუნძულზე მდებარეობს 59 ქალაქი და სოფელი. მოსახლეობა 2012 წლის შეფასებით 119,035 ადამიანია. ადგილობრივი მოსახლეობა დაკავებულია თევზაობით, იალქნიანი ნავების—დაუს მშენებლობით, ჩაბმულია ვაჭრობის და მომსახურების სფეროში. კიდევ 30,000 ადამიანი ადმინისტრაციული ან წარმოების მუშაკი ან სტუდენტია.
ადმინისტრაციული ცენტრი და უდიდესი დასახლებული ქალაქია კეშმი, რომელიც მდებარეობს კუნძულის უკიდურეს აღმოსავლეთით (მოსახლეობა 17 ათასი ადამიანი). კუნძული გამოცხადებულია თავისუფალ სავაჭრო ზონად.[2][3][4]
ისტორიული ფაქტები
კუნძულზე პირველი დასახლებები გამოჩნდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე, კერძოდ, ისინი მოხსენებული იყო კლაუდიო პტოლემეოსის მიერ.
ჯონ კასელის ბიბლიის მიხედვით. კეშმი ედემის ბაღის სავარაუდო ადგილია.[5]
დიდი ხნის განმავლობაში კუნძული პორტუგალიის კონტროლის ქვეშ იყო.
1622 წელს კეშმში სასიკვდილოდ დაიჭრა მკვლევარი უილიამ ბაფინიპორტუგალიელებთან შეტაკებისას , რომლებმაც დაიკავეს "Forte de Queixom"-ის სახელით ცნობილი ბრიტანელების ციხე -სიმაგრეს.
1988 წელს, სამოქალაქო თვითმფრინავმა ჩამოაგდო ამერიკული რაკეტა კუნძულის სამხრეთით რამდენიმე კილომეტრში.
2019-2020 წლებში კუნძულზე 85 ათასი ეგზემპლარი ავიცენია დაირგო 85 ჰექტარ ფართობზე.
ეკონომიკა
თევზაობა კუნძულის ადგილობრივი მოსახლეობის წამყვანი საქმიანობა გახლავთ. კუნძულს აქვს დიდი და კერძო პორტები, რომლებიც უზრუნველყოფენ საქონლის მიწოდებას სპარსეთის ყურის გავლით. მარილი მოიპოვება სამხრეთ -აღმოსავლეთ სანაპიროზე. კეშმი ცნობილია თავისი მრავალფეროვანი ეკოტურიზმით.
ღირსშესანიშნაობაში შედის მანგროვის( მანგროვული) ტყეები. ეკოლოგების აზრით, მსოფლიოს ფრინველთა დაახლოებით 1.5% და ირანის ადგილობრივი ფრინველების 25% ყოველწლიურად მიგრირებენ პირველი ეროვნული გეოპარკის ტყეებში. უძველესი პორტუგალიური სიმაგრე, ისტორიული მეჩეთები, მანგროვული ტყეები, მარილის გამოქვაბულები, ჩაჰ -კუჰის ხეობები და ვარსკვლავების ველი სპარსეთის ყურის ლაჟვარდოვან წყლებში მდებარე კუნძულის ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენენ.
სოფელ შიბდერაზში მდებარეობს დაცული ტერიტორია, სადაც ბინადრობს ბისას სახეობის ზღვის კუ, ნაზის კუნძულები, მრავალრიცხოვანი პორტები და ნავმისადგომები მცირე ჩამონათვალია კუნძულის მრავალი ღირსშესანიშნაობებიდან. ნაზის კუნძულების ხამანწკები, მარჯნები, ფერადი თევზები და ზღვის ჩიტები უამრავ ტურისტს იზიდავს. კუნძულებამდე ფეხით მისვლა შესაძლებელია ზღვის მოქცევის დროს.
ტრანსპორტი
სატრანსპორტო სამგზავრო კავშირები გარე სამყაროსთან შესაძლებელია კეშმის საერთაშორისო აეროპორტის საშუალებით (ფრენები ხორციელდება თეირანისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით), ზაკერიის პორტში (ფრენები ბანდარ აბასში) და რიგი საზღვაო ნავსადგურებით. ამჟამად შენდება კონტინენტთან დამაკავშირებელი ხიდი. ელექტროგადამცემი ხაზი აკავშირებს კუნძულის ელექტრო ქსელს მატერიკთან.[6][7]
ღირსშესანიშნაობები
ჰარას მანგროვული ტყეები
ვარსკვლავების ველი
გეოლოგიური მასივი ნამაყდანი (მარილის მღვიმე, რომელიც ცნობილია როგორც ყველაზე გრძელი მსოფლიოში)
ჩახ-კუხის ხეობა
ჰარბოზის გამოქვაბულები
პორტუგალიური ციხესიმაგრეები კუნძულ ჰორმუზზე და კეშმზე