კამახუანი (ესპ. Camajuaní) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, ვილია-კლარას პროვინციაში. ქალაქის სიახლოვეს გაედინება ამავე სახელწოდების მდინარე. განვითარებულია სოფლის მეურნეობა. მიმდინარეობს შაქრის ლერწმისა და თამბაქოს წარმოება.
დემოგრაფია
მუნიციპალიტეტის ფართობია 614 კმ².[1] 2004 წლის აღწერის მონაცემებით მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა 63,544 ადამიანი.[2] მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 103,5 ადამიანს კმ²-ზე.
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო