კაიბარიენი (ესპ. Caibarién) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, ვილია-კლარას პროვინციაში. მდებარეობს ზღვის დონიდან 5 მ სიმაღლეზე, კუბის ჩრდილოეთ სანაპიროზე, ბუენა-ვისტას ყურის სიახლოვეს. სანაპიროზე არსებული თეთრი ქვიშიანი პლაჟის გამო ქალაქი ცნობილია როგორც ლა-ვილია-ბლანკა ანუ თეთრი ქალაქი. კაიბარიენი განთქმულია თავისი კარნავალებით. დაარსდა 1832 წელს, 1834 წელს ეწოდა კოლონია-დე-ვივესი, ხოლო 1837 წელს ქალაქმა აღიდგინა თავდაპირველი (კაიბარიენი) სახელწოდება. 1878 წლისათვის ქალაქში არსებობდა ეკლესიები, მაღაზიები და სკოლები. გამოდიოდა გაზეთი.
1879 წლის 1 იანვარს ხდება დამოუკიდებელი მუნიციპალიტეტი, ხოლო ქალაქის პირველი მერის მარტელოს პერიოდში შეიქმნა საქალაქო საბჭო. არის აეროპორტი. განვითარებულია სოფლის მეურნეობა. მიმდინარეობს შაქრის ლერწმის, თამბაქოსა და ხილის წარმოება. თევზჭერა. კაიბარიენში არის ხე-ტყის სახერხი, შაქრისა და კონსერვის ქარხნები. რკინიგზითა და მაგისტრალით დაკავშირებულია ახლო მდებარე ქალაქ პლასეტასტან.
დემოგრაფია
მუნიციპალიტეტის ფართობია 212 კმ².[1] 2004 წლის აღწერის მონაცემებით მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა 38,064 ადამიანი.[2] მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 88,9 ადამიანს კმ²-ზე.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო