კალანდა — ახალი წლის დღესასწაული გურიასა და სამეგრელოში, ხოლო სვანეთსა და ლეჩხუმში ახალი წლის წინა დღე. სახელწოდება მომდინარეობს ლათინურიCalendae-დან, რაც ნიშნავს თვის პირველ დღეს. კალანდას ხვდებოდნენ საკალანდო პურ-ღვინით, კალანდის ღორის ყბით (სვანეთში ლეკალანდ — საკალანდო ღორი), რომელსაც გურიაში ხაჭაპურებს და ანთებულ სანთლებს შემოუწყობდნენ და წმინდა ბასილს ოჯახის ბედნირებასა და ბარაქიანობას შესთხოვნდენ.