ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამარლთლებრივი შედეგები[1].

ცნების ელემენტები

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საკანონმდებლო ცნება მოიცავს ოთხ შემადგენელ ელემენტს, რომელიც აუცილებელია, რომ სახეზე გვქონდეს. ეს ელემენტებია: ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციული კანონმდებლობა, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი და „აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს“.

ადმინისტრაციული ორგანო

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს[2].

ადმინისტრაციული კანონმდებლობა

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დროს სახეზე უნდა იყოს მისი ცნების ყველა ელემენტი, „ადმინისტრაციული კანონმდებლობა“ არ არის არსებითი აქტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებივად მიჩნევისთვის[3].

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სახეზეა, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართულია პირის ან პირთა შეზღუდული წრისაკენ, ანუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განსაზღვრული პირებისკენ უნდა იყოს მიმართული ან უნდა შეეხებოდეს ცალკეულ, კონკრეტულ შემთხვევებს. იმ შემთხვევაში, თუ აქტი მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი და ზოგადი მოწესრიგებისაა, მაშინ სახეზე გვაქვს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი[4].

„აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს“

ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება მხოლოდ მაშინ მიიჩნევა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, როდესაც იგი ცალმხრივად მკაცრად განსაზღვრული სამართლებრივი შედეგისკენაა მიმართული, ე.ი. აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით განხორციელებული ღონისძიება, ადმინისტრაციული ორგანოს ნების შესაბამისად, იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალით უშუალო სამართლებრივი შედეგი წარმოშვას[5].

ფორმა

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა წერილობით ან ზეპირად. დაინტერესებული მხარის მოთხოვნით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზღუდავს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ასევე კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებიდან 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით[6].

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს[7]:

  • ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახეს;
  • ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოს;
  • ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაურს;
  • უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარს, სახელსა და ხელმოწერას;
  • გამოცემის დროსა და ადგილს;
  • ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ მინიჭებულ სარეგისტრაციო ნომერს.

წერილობითი ფორმით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის ორგანო, რომელშიც შეიძლება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა[8].

საქართველოს სახელმწიფო ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე გამოსახული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო გერბი, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე — შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის გერბი, მისი არსებობის შემთხვევაში[9].

ძალაში შესვლა

როგორც წესი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს. კანონით დადგენილ შემთხვევებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებამდე ან ოფიციალურ გაცნობამდეც, თუ დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს, დანაშაულის აღკვეთას ან გახსნას, აგრეთვე პირის უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს[10].

ოფიციალური გაცნობა

თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას[11]. დაინტერესებული მხარისათვის ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის გაგზავნიდან არა უგვიანეს მე-7 დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაინტერესებულ მხარეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ მიუღია. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაგზავნასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს[12].

ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიუღებლობის შემთხვევაში პირს უფლება აქვს მისი ასლი მიიღოს ადმინისტრაციულ ორგანოში. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლის გაცემისათვის რაიმე გადასახდელი არ გადაიხდევინება[13].

გამოქვეყნება

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოქვეყნდება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეხება ორმოცდაათზე მეტ პირს, მისი ოფიციალური გაცნობა შეიძლება შეიცვალოს გამოქვეყნებით. ასეთ შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გასაცნობად გადაეცემა მხოლოდ განმცხადებელს, ხოლო თუ განცხადებას ხელს აწერს რამდენიმე პირი, მაშინ პირს, რომლის ხელმოწერაც განცხადებაში პირველია[14].

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოქვეყნდეს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში. თუ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოქვეყნდეს ბეჭდვით ორგანოში, რომელიც ვრცელდება ადმინისტრაციული ორგანოს მთელ სამოქმედო ტერიტორიაზე და გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც[15].

საჯაროდ გამოცხადება

თუ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო, მაშინ აქტი, ადმინისტრაციული ორგანოს მთელ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნების მაგივრად, შეიძლება გამოცხადდეს საჯაროდ. საჯაროდ გამოცხადება ნიშნავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადმინისტრაციულ ორგანოში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე, ღიად განთავსებას. აუცილებლობის შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჯაროდ გამოცხადდება აგრეთვე სხვა საჯარო ადგილას[16].

გაუქმება

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმება ზოგადი ტერმინია და მოიცავს როგორც აქტის ბათილად, ისე ძალადაკარგულად გამოცხადებას. ორივე შემთხვევაში, აქტი წყვეტს მოქმედებას, მაგრამ მათ შორის განსხვავება მდგომარეობს ძალადაკარგულად გამოცხადებული აქტის სამართლებრივ ბუნებაში. ბათილად ცნობის ობიექტია უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო ძალადაკარგულად გამოცხადების — კანონიერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი[17].

ბათილად ცნობა

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება:

  • ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან
  • კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა
  • კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება[18].

ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში — ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო[19]. ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან ერთად განსაზღვრავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებს. შესაძლებელია განისაზღვროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტა:

  • მისი ძალაში შესვლის დღიდან;
  • მისი ბათილად ცნობის დღიდან;
  • მომავალში, კონკრეტული თარიღის მითითებით.

დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მხარემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. თუ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს, ბათილად იქნა ცნობილი, დაინტერესებულ მხარეს, კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე, უნდა აუნაზღაურდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი ზიანი[20].

ძალადაკარგულად გამოცხადება

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს[21].

ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ[22]:

  • ეს პირდაპირ არის მითითებული კანონში ან მის საფუძველზე გამოცემული ზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში;
  • კანონმდებლობის შესაბამისად ეს პირდაპირ არის მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში;
  • დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი;
  • გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს;
  • არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიეროტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.

ბოლო ორ პუნქტში გათვალისწინებულ შემთხვევებში დაინტერესებულ მხარეს, რომელსაც მიადგა ზიანი, მისი მოთხოვნის საფუძველზე, მიეცემა ანაზღაურება, თუ მას გააჩნდა კანონიერი ნდობის საფუძველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების მიმართ. ზიანის ანაზღაურების ოდენობას საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე ადგენს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელმაც ძალადაკარგულად გამოაცხადა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი[23].

ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. თუ დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც, კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი, მაშინ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში, შესაძლებელია, განისაზღვროს მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმება[24]. ამ შემთხვევის გარდა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას[25].

აქტის ნაწილის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სხვა ნაწილების ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადებას[26].

ცვლილებისა და დამატების შეტანა

ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს[27].

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. ციტირების თარიღი: 2014-03-03.  დაარქივებული 2014-04-01 საიტზე Wayback Machine.
  • პაატა ტურავა; ნათია წკეპლაძე (2010). ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელო. თბილისი. 
  • ზ. ადეიშვილი; ქ. ვარდიაშვილი; ლ. იზორია; ნ. კალანდაძე; მ. კოპალეიშვილი; ნ. სხირტლაძე; პ. ტურავა; დ. ქიტოშვილი (2005). ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელო. თბილისი. 

სქოლიო

  1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი.
  2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
  3. ტურავა და წკეპლაძე (2010), გვ. 43
  4. ტურავა და წკეპლაძე (2010), გვ. 44-45
  5. ტურავა და წკეპლაძე (2010), გვ. 45-46
  6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლი.
  7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილი.
  8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
  9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მე-3 ნაწილი.
  10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები.
  11. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილი.
  12. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები.
  13. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
  14. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 55-ე მუხლი.
  15. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 56-ე მუხლი.
  16. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 57-ე მუხლი.
  17. ტურავა და წკეპლაძე (2010), გვ. 68
  18. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60¹ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები.
  19. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60¹ მუხლის მე-3 ნაწილი.
  20. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60¹ მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილები.
  21. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილი.
  22. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
  23. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები.
  24. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-6 ნაწილი.
  25. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-7 ნაწილი.
  26. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 62-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
  27. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილი.

Read other articles:

دوري السوبر الألباني 2018–19 تفاصيل الموسم دوري السوبر الألباني  النسخة 80  البلد ألبانيا  التاريخ بداية:17 أغسطس 2018  نهاية:30 مايو 2019  المنظم اتحاد ألبانيا لكرة القدم  البطل بارتيزاني تيرانا  مباريات ملعوبة 180   عدد المشاركين 10   الموقع الرسمي الموقع الرس�...

 

South Korean singer (born 1995) For the actor, see Park Jae-jung. In this Korean name, the family name is Parc. Parc Jae-jungParc in 2017Background informationBorn (1995-12-25) December 25, 1995 (age 28)Seoul, South KoreaGenresPop balladOccupation(s)SingersongwriterInstrument(s)GuitarYears active2013–presentLabelsCJ E&MMystic StoryRomantic FactoryMember ofMSG WannabeKorean nameHangul박재정Hanja朴宰正Revised RomanizationBak Jae-jeongMcCune–ReischauerPak Chaechŏng Musical ar...

 

Chicago StingCalcio The Sting (Il Pungiglione) Segni distintivi Uniformi di gara Casa Trasferta Colori sociali Giallo, nero Simboli Vespa Dati societari Città Chicago Nazione  Stati Uniti Confederazione CONCACAF Federazione USSF Campionato NASL I (1975-84)MISL I (1985-88) Fondazione 1975 Scioglimento1988 Stadio Soldier Field(45 000 posti) Palmarès Titoli NASL 2 Si invita a seguire il modello di voce Il Chicago Sting fu un club calcistico statunitense fondato nel 1975 a Chicago e ...

Global BeautiesLogo Global BeautiesSingkatanGBTanggal pendirian1998; 26 tahun lalu (1998)PendiriHenrique FontesTipeMediaBlogKantor pusatBrasilPanamaBidangKontes kecantikanKontes priaJumlah anggota Miss UniverseMiss WorldMiss SupranationalMiss InternationalMiss Grand InternationalMister WorldMister SupranationalMister InternationalManhunt InternationalMister GlobalBahasa resmi InggrisSlogan/MottoBeauty without BoundariesAnak organisasiMiss Grand SlamSitus webwww.globalbeauties.com Global ...

 

عسكر في المعسكرملصق الفيلممعلومات عامةالصنف الفني فيلم كوميدي تاريخ الصدور 30 يوليو 2003مدة العرض 110 دقيقةاللغة الأصلية العربيةالبلد  مصرالطاقمالمخرج محمد ياسينالكاتب أحمد عبد اللهالبطولة محمد هنيديلقاء الخميسيماجد الكدوانيحسن حسنيصلاح عبد اللهالتصوير إيهاب محمد علي�...

 

Overview of sports traditions and activities in the United States of America From top, left to right: baseball stadium Michael Jordan with the Chicago bulls, Fenway Park, Sydney McLaughlin, Danica Patrick, American football Army–Navy Game, skateboarder, the 1980 Miracle on Ice hockey game, USA soccer team, The start of the 2015 Daytona 500, and golfer Michelle Wie West.This article is part of a series on theCulture of the United States Society History Language People race and ethnicity Reli...

Artikel ini perlu diwikifikasi agar memenuhi standar kualitas Wikipedia. Anda dapat memberikan bantuan berupa penambahan pranala dalam, atau dengan merapikan tata letak dari artikel ini. Untuk keterangan lebih lanjut, klik [tampil] di bagian kanan. Mengganti markah HTML dengan markah wiki bila dimungkinkan. Tambahkan pranala wiki. Bila dirasa perlu, buatlah pautan ke artikel wiki lainnya dengan cara menambahkan [[ dan ]] pada kata yang bersangkutan (lihat WP:LINK untuk keterangan lebih lanjut...

 

Pullman Hotels and ResortsJenisAnak perusahaanIndustriHotelDidirikan2007; 17 tahun lalu (2007)KantorpusatParis, PrancisCabang153 (2022)[1]Wilayah operasiSeluruh duniaIndukAccorSitus webpullman.accor.com Pullman Hotels and Resorts adalah merek hotel kelas atas internasional[3][4] yang dimiliki oleh Accor. Per tahun 2022, Accor mengelola 153 hotel Pullman di seluruh dunia.[1] Sejarah Cikal bakal Pullman dapat ditelusuri hingga tahun 1872, ketika Compagnie In...

 

  「俄亥俄」重定向至此。关于其他用法,请见「俄亥俄 (消歧义)」。 俄亥俄州 美國联邦州State of Ohio 州旗州徽綽號:七葉果之州地图中高亮部分为俄亥俄州坐标:38°27'N-41°58'N, 80°32'W-84°49'W国家 美國加入聯邦1803年3月1日,在1953年8月7日追溯頒定(第17个加入联邦)首府哥倫布(及最大城市)政府 • 州长(英语:List of Governors of {{{Name}}}]]) •&...

Chronologies Données clés 1850 1851 1852  1853  1854 1855 1856Décennies :1820 1830 1840  1850  1860 1870 1880Siècles :XVIIe XVIIIe  XIXe  XXe XXIeMillénaires :-Ier Ier  IIe  IIIe Chronologies géographiques Afrique Afrique du Sud, Algérie, Angola, Bénin, Botswana, Burkina Faso, Burundi, Cameroun, Cap-Vert, République centrafricaine, Comores, République du Congo, République démocratique du Congo, Côte d'Ivoire, Djibouti, Égyp...

 

本條目存在以下問題,請協助改善本條目或在討論頁針對議題發表看法。 此條目需要編修,以確保文法、用詞、语气、格式、標點等使用恰当。 (2013年8月6日)請按照校對指引,幫助编辑這個條目。(幫助、討論) 此條目剧情、虛構用語或人物介紹过长过细,需清理无关故事主轴的细节、用語和角色介紹。 (2020年10月6日)劇情、用語和人物介紹都只是用於了解故事主軸,輔助�...

 

Problem that influences a considerable number of individuals within a society Social problem redirects here. For the journal, see Social Problems. A social issue is a problem that affects many people within a society. It is a group of common problems in present-day society and ones that many people strive to solve. It is often the consequence of factors extending beyond an individual's control. Social issues are the source of conflicting opinions on the grounds of what is perceived as morall...

Konflik manusia-hewan liar merujuk kepada interaksi negatif antara manusia dan hewan liar, dengan akibat yang tak diinginkan bagi orang dan sumber daya mereka, di satu sisi, dan hewan liar dan habitat mereka di sisi lainnya. Disebabkan oleh perebutan sumber daya alam antara manusia dan hewan liar, konflik tersebut mempengaruhi keamanan makanan manusia dan kehendak manusia dan hewan. Di banyak wilayah, jumlah konflik tersebut meningkat pada dasawarsa-dasawarsa terkini sebagai akibat dari pertu...

 

You can help expand this article with text translated from the corresponding article in German. (July 2020) Click [show] for important translation instructions. Machine translation, like DeepL or Google Translate, is a useful starting point for translations, but translators must revise errors as necessary and confirm that the translation is accurate, rather than simply copy-pasting machine-translated text into the English Wikipedia. Do not translate text that appears unreliable or low-qu...

 

Town in West Yorkshire, England This article is about the town. For other uses, see Liversedge (disambiguation). Human settlement in EnglandLiversedgeSparrow Park and the Liversedge Town HallLiversedgeLocation within West YorkshirePopulation19,420 (Ward. Liversedge and Gomersal)OS grid referenceSE186240Metropolitan boroughKirkleesMetropolitan countyWest YorkshireRegionYorkshire and the HumberCountryEnglandSovereign stateUnited KingdomAreas of the town List Hartsh...

Largest Protestant church in France, est. 2013 United Protestant Church of FranceÉglise protestante unie de FranceClassificationProtestantOrientationCalvinist and LutheranPresidentEmmanuelle Seyboldt [de; fr]RegionFrance (except Alsace and Moselle)Origin2013Merger ofReformed Church of FranceEvangelical Lutheran Church of FranceCongregations960Members250,000Ministers456Official websiteepudf.org The United Protestant Church of France (French: Église protestante unie de France) is...

 

Questa voce sull'argomento edizioni di competizioni calcistiche italiane è solo un abbozzo. Contribuisci a migliorarla secondo le convenzioni di Wikipedia. Campionato Primavera 1981-1982Campionato Primavera 1981-1982 Competizione Campionato Primavera Sport Calcio Edizione 20ª Organizzatore Lega Nazionale Professionisti Luogo  Italia Formula Gironi all'italiana con doppie finali. Risultati Vincitore  Cesena (Serie A-B)(1º titolo) Secondo  Avellino Cronologia della compe...

 

Suzuki IgnisInformasiProdusenSuzukiMasa produksi2000–20082016–sekarangBodi & rangkaKelasMobil subkompak (B)Tata letakMesin depan, penggerak roda depanMesin depan, penggerak 4 roda Suzuki Ignis adalah mobil subkompak yang diproduksi oleh Suzuki antara tahun 2000 dan 2008, menggantikan Suzuki Cultus dan kemudian sebagai sebuah crossover kecil mulai tahun 2016. Sebagai hasil proyek bersama antara General Motors (GM) dan Suzuki, mulai tahun 2001 Ignis juga dijual dengan nama Chevrolet Cru...

Львовская галерея искусствукр. Львівська національна галерея мистецтв імені Бориса Возницького Основан 1907 Открыт 14 февраля 1907 Местонахождение Львов Адрес  Украина, Львов, улица Стефаника, 3 Директор Ivan Ivanets[вд] Сайт lvivgallery.org.ua  Медиафайлы на Викискладе Львовская гал...

 

Church in Cheshire, EnglandSt Mary's Church, DisleySt Mary's Church, Disley, from the southeastSt Mary's Church, DisleyLocation in Cheshire53°21′27″N 2°02′22″W / 53.3575°N 2.0395°W / 53.3575; -2.0395OS grid referenceSJ 974 845LocationDisley, CheshireCountryEnglandDenominationAnglicanChurchmanshipEvangelicalWebsiteSt Mary, DisleyHistoryStatusParish churchConsecrated1558ArchitectureFunctional statusActiveHeritage designationGrade II*Designated27 November 196...