ინარის ტბა (ფინ. Inarijärvi) — ტბა ფინეთის ჩრდილოეთ ნაწილში. მდებარეობს ტექტონიკურ-მყინვარული წარმოშობის ვრცელ ჩადაბლებაში, 118,7 მეტრ სიმაღლეზე, ფართობი 1040 კმ², მაქსიმალური სიღრმე 92 მ.[1] ნაპირები ძლიერაა შეჭრილ-შემოჭრილი და მეტწილად დაჭაობებულია. ტბაში დაახლოებით 3 ათასამდე კუნძულია. ინარი ბარენცის ზღვას უერთდება მდინარე პატსიოკით. ყინულითაა დაფარული ნოემბრიდან მარტამდე.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
სქოლიო