ივლიანე კეჭაყმაძე (დ. 1845, კვირიკეთი — გ. ოქტომბერი, 1947, იქვე) — ქართველი თვითნასწავლი მომღერალი, გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი.
ბიოგრაფია
დაამთავრა სოფლის სამრევლო სკოლა და შეუდგა სიმღერების შესწავლას, რომლისადმი სიყვარულს ბავშვობიდან ამჟღავნებდა. დაუახლოვდა გიორგი იობიშვილს და გიგო ერქომაიშვილს. აირჩიეს სოფელ შემოქმედის მამასახლისად. აპოლონ წულაძემ და ივლიანემ გურული „ზარი“ და „დატირება“ ჩააწერინეს მწერალ შალვა დადიანს. შექმნა ოჯახური ანსამბლი. მისი შთამომავალი იყო ცნობილი კომპოზიტორი იოსებ კეჭაყმაძე.
ლიტერატურა