თვითმფრინავის ბიჭების საქმე

„თვითმფრინავის ბიჭების საქმე“

1983 წლის 18 ნოემბერს გატაცებული თვითმფრინავის ანალოგი ტუ-134A
ზოგადი მონაცემები
თარიღი 1983 წლის 18 ნოემბერი
მიზეზი თვითმფრინავის გატაცება
ადგილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
41°40′08″ ჩ. გ. 44°57′17″ დ. გ. / 41.6691167° ჩ. გ. 44.9549889° დ. გ. / 41.6691167; -44.9549889
მგზავრი 57
ეკიპაჟი 7
თვითმფრინავის სახელი ტუ-134A
ავიაკომპანია აეროფლოტი

„თვითმფრინავის ბიჭების საქმე“ ან „თვითმფრინავის ბიჭები“ — 1983 წლის 18-19 ნოემბერს მომხდარი სამგზავრო თვითმფრინავის გატაცების მცდელობა. საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევის მიზნით 7 ქართველის მონაწილეობით გატაცებული იქნა თვითმფრინავი ტუ-134A.[1] თვითმფრინავის გატაცებაში სულ 7 ახალგაზრდა ქართველი მონაწილეობდა, რომელთა შორის იყო 6 მამაკაცი და 1 ქალი: გეგა კობახიძე, დავით მიქაბერიძე, სოსო წერეთელი, კახა ივერიელი, პაატა ივერიელი, გია ტაბიძე და თინა ფეტვიაშვილი.[2]

აეროფლოტის სამგზავრო თვითმფრინავი 6833 თბილისიდან ბათუმში უნდა გაფრენილიყო. შვიდკაციანმა ჯგუფმა მოახერხა თვითმფრინავში იარაღის შეტანა. ისინი ბათუმში დაშვებამდე თვითმფრინავის უახლოეს კაპიტალისტურ ქვეყანაში — თურქეთში გატაცებას გეგმავდნენ. გამტაცებელთა გეგმები მკვეთრად შეიცვალა, როდესაც აღმოაჩინეს, რომ თვითმფრინავი არა თურქეთის, არამედ თბილისის აეროპორტში დაეშვა. მომდევნო დღეს სპეცრაზმის მიერ თვითმრინავის შტურმის შედეგად ტუ-134 გარედან დაცხრილეს. თვითმფრინავის კორპუსს 108 ნატყვიარი ჰქონდა. საბჭოთა ავიაციამ 560 839 მანეთისა და 49 კაპიკის ზარალი ნახა.[3]

მთლიანობაში თვითმფრინავში 57 მგზავრი იმყოფებოდა, ხოლო ეკიპაჟი 7 კაცისგან შედგებოდა. სულ 7 ადამიანი დაიღუპა.

ინციდენტი

1983 წლის 18 ნოემბერს შვიდმა ახალგაზრდა ქართველმა გაიტაცა სამგზავრო თვითმფრინავი, რომელსაც ავიაკომპანია აეროფლოტი ფლობდა. გამტაცებლებს ჩაფიქრებული ჰქონდათ საბჭოთა კავშირიდან გაქცევა. აღსანიშნავია, რომ გამტაცებლები მეტწილად განთქმული ოჯახების შვილები იყვნენ. თვითმფრინავის გატაცებაში მონაწილეობდნენ: კინომსახიობი გეგა კობახიძე, ხელოვნების აკადემიის სტუდენტი დავით მიქაბერიძე, მხატვარი სოსო წერეთელი, ექიმი კახა ივერიელი, ექიმი პაატა ივერიელი, მხატვარი გია ტაბიძე და ხელოვნების აკადემიის სტუდენტი თინა ფეტვიაშვილი.

საყურადღებოა, რომ გეგა კობახიძე იმ დროისთვის შერჩეული იყო როლისთვის თენგიზ აბულაძის ფილმში „მონანიება“, რომლის გადაღება უკვე დამთავრებული იყო, როდესაც გეგა კობახიძემ მეგობრებთან ერთად კომუნისტურ წყობას პროტესტი განუცხადა და 1983 წელს თვითმფრინავის ტრაგედიაც დატრიალდა. ამის შემდეგ „მონანიებაში“ გეგა კობახიძის როლი ამოჭრეს და თორნიკე არავიძე მის მაგივრად მერაბ ნინიძემ ითამაშა.[4]

აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავის გატაცებამდე 1 დღით ადრე გეგა კობახიძემ და თინა ფეტვიაშვილმა იქორწინეს. წვეულებას ესწრებოდა თბილისის აეროპორტის საერთაშორისო სექტორის თანამშრომელი ანა ვარსიმაშვილი, რომელიც, სწორედ, მეორე დღეს მორიგეობდა. 18 ნოემბერს ანა ვარსიმაშვილის ხელშეწყობით საქორწინო მოგზაურობაში მიმავალმა ახალდაქორწინებულებმა მეგობრებთან — დავით მიქაბერიძესთან, სოსო წერეთელთან, ეკა შალუტაშვილსა და ანანო მელივასთან ერთად „ინტურისტის“ სამსახურებრივი გასასვლელი სპეცკონტროლის გარეშე გაიარეს. ძმები, კახა და პაატა ივერიელები, და გია ტაბიძე „კანონიერი“ გზით შეუერთდნენ დანარჩენებს თვითმფრინავში.[5]

თვითმფრინავი ტუ-134 თბილისის აეროპორტიდან, მოსკოვის დროით, 15:43 საათზე აფრინდა, რომელსაც უნდა შეესრულებინა რეისი თბილისი-ბათუმი-კიევი-ლენინგრადი. თვითმფრინავში 57 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. აფრენიდან 30 წუთის შემდეგ ახალგაზრდათაგან ერთ-ერთი, რომელსაც ხელში ხელყუმბარა ეჭირა, წამოდგა და გამოაცხადა, რომ თვითმფრინავი შეიცვლიდა კურსს. მგზავრები კი მშვიდად უნდა მჯდარიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სიკვდილი ემუქრებოდათ. ისინი აღჭურვილნი იყვნენ ცეცხლსასროლი იარაღით: „TT“ ტიპის 2 პისტოლეტით, „ნაგანისა“ და „რევსტერის“ ტიპის 2 რევოლვერით, 2 სასწავლო ტიპის ხელყუმბარით. შეიარაღებულები საბჭოთა წყობაზე განაწყენებული „დასავლური“ ორიენტაციის მქონე ახალგაზრდები იყვნენ.[5]

კახა ივერიელი, გია ტაბიძე და სოსო წერეთელი თვითმფრინავის კაბინაში შეცვივდნენ. კახა ივერიელმა პილოტ ახმათგერ გარდაფხაძეს იარაღი თავზე მიადო და თვითმფრინავის თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ აშშ სამხედრო ბაზაზე დასმა უბრძანა. შეიარაღებული ადამიანების დანახვაზე შტურმანმა ვლადიმერ გასოიანმა ცეცხლი გახსნა და მოკლა გია ტაბიძე, ხოლო კახა ივერიელი და სოსო წერეთელი დაჭრა.[5]

თავდამსხმელებმა სროლას სროლით უპასუხეს. ეკიპაჟის წევრთაგან დაიღუპა ბორტმექანიკოსი ანზორ ჭედია, ბორტგამყოლი ვალენტინა კურტიკოვა, დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა ინსპექტორი გუგა შარბათიანი. ასევე გარდაიცვალნენ მგზავრები სოლომონია, აბოიანი, ჩვიდმეტმა მგზავრმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. თავდამსხმელთა ჯგუფის წევრმა დავით მიქაბერიძემ თავი მოიკლა.[5]

პილოტმა თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დასვა. სადგომისაკენ მიმავალ თვითმფრინავს სპეცდანიშნულების რაზმმა, რომელიც საგანგებოდ იყო მოსკოვიდან ჩამოყვანილი, ცეცხლი გაუხსნა. დაიჭრა 11 მგზავრი და გარდაიცვალა 1. თვითმფრინავის კორპუსზე დაფიქსირდა 108 ნახვრეტი.[5] ოთხი დამნაშავე: კახა ივერიელი, პაატა ივერიელი, გერმანე კობახიძე და თინათინ ფეტვიაშვილი დააპატიმრეს. მათივე თქმით, მათ თურქეთიდან ამერიკაში უნდოდათ გადასვლა, იქ კი თავისუფლება და უკეთესი ცხოვრება სურდათ.[5]

აეროპორტში

შემუშავებული იქნა ოპერატიული გეგმა „ნაბატი“. შორეულ სადგომზე მყოფი თვითმფრინავი ჯარისკაცებმა ალყაში მოაქციეს. მიქაბერიძემ შენიშნა თუ არა, რომ თვითმფრინავი არა საზღვარგარეთ, არამედ სსრკ-ში დაეშვა იმთავითვე მოიკლა თავი.[1] გამტაცებლებთან მოლაპარაკებას აწარმოებდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს უფროსი ქაძანაია. გამტაცებლები მოითხოვდნენ თვითმფრინავის გაწყობასა და დაუბრკოლებელ გადაფრენას თურქეთში, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმფრინავის აფეთქებით იმუქრებოდნენ. აეროპორტში სასწრაფოდ მივიდნენ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე, საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ინაური, შინაგან საქმეთა მინისტრი გურამ გვეტაძე და რესპუბლიკის გენერალური პროკურორი. აეროპორტში მიიყვანეს გამტაცებელთა მშობლები, რათა დაერწმუნებინათ ისინი დამორჩილებაში. გამტაცებლებმა არ მოისურვეს მათი მოსმენა და რადიოთი გადასცეს, რომ თუკი ისინი მოახლოვდებიან ააფეთქებენ თვითმფრინავს მგზავრებთან ერთად.[2]

გვიან საღამოს აეროპორტში სპეციალური რეისით დაეშვა სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სპეცქვედანაყოფი „ალფა“, რომელსაც გენერალ-მაიორი გენადი ზაიცევი ხელმძღვანელობდა. თვითმფრინავის შტურმით აღება ითავა მაიორმა მიხეილ გოლოვატოვმა. პილოტებმა კაბინა შუკუმიდან დატოვეს, თუმცა დაჭრილი შარბათიანის გამოყვანა ვერ შეძლეს, იგი რამდენიმე საათში გარდაიცვალა. თვითმფრინავის ტექნიკური მომსახურების საბაბით თვითმფრინავი გამართული იქნა და დაიწყო შტურმისთვის მზადება.[6]

მრავალსაათიანი წარუმატებელი მოლაპარაკებების შედეგად, 19 ნოემბერს 6:55 სთ-ზე სპეცრაზმელებმა თვითმფრინავზე შტურმი მიიტანეს. საიერიშო ჯგუფებს ხელმძღვანელობდნენ: მიხეილ გოლოვატოვი, ვლადიმერ ზაბროვსკი და ვლადიმერ ზაიცევი.[7] ოპერაცია 4 წუთი გაგრძელდა, რის შედეგადაც მოხდა გამტაცებლების გაუნებელყოფა და თვითმფრინავის გათავისუფლება. გამტაცებლებლებს ხელყუმბარები არ გამოუყენებიათ.

შედეგი

მამა თეოდორე (თეიმურაზ ჩიხლაძე) სასამართლო პროცესზე.

თვითმფრინავის წარუმატებელი გატაცების შედეგად, დაიღუპა 7 ადამიანი, ორი პილოტი და ბორტგამცილებელი, ორი მგზავრი და ორი გამტაცებელი. გია ტაბიძე ატეხილი სროლის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა. ყელში დაიჭრა და მოგვიანებით სისხლისგან დაიცალა სოსო წერეთელი, რომელთანაც, როგორც ამბობენ, ექიმები არ მიუშვეს. სასოწარკვეთილმა დავით მიქაბერიძემ კი, როგორც კი თბილისის აეროპორტში დასხდნენ, თავი მოიკლა.[3]

თინა ფეტვიაშვილს თოთხმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რომელიც თვითმფრინავის გატაცებისას ფეხმძიმედ იყო,[3] მაგრამ იზოლატორში ხელოვნურად მოუშალეს მუცელი, რომ მას სასჯელი არშემსუბუქებოდა.[8] დანარჩენებს სასჯელის უმაღლესი ზომა — დახვრეტა მიესაჯათ. საქმეში ფიგურირებდა კიდევ ერთი ადამიანი, სასულიერო პირი, მამა თეოდორე, იგივე თეიმურაზ ჩიხლაძე. იგი 1983 წლის 2 თებერვალს აიყვანეს ანტისაბჭოური ტერორისტული ჯგუფის იდეური მხარდაჭერისათვის და სამართალში მისცეს. მამა თეოდორესაც იგივე ბედი ეწია, რაც დანარჩენებს, თუმცაღა მას აღნიშნული დანაშაული არათუ არ ჩაუდენია, თვითმფრინავშიც კი არ ყოფილა. დაისაჯა ანა ვარსიმაშვილიც,[5] რომელსაც 3 წლიანი პირობითი პატიმრობა შეეფარდა.[2]

სასამართლო პროცესი 1984 წლის 23 აგვისტოს დასრულდა. ტელევიზიით მიდიოდა განაჩენის გამოტანის ეპიზოდის პირდაპირი ტრანსლაცია.

1984 წლის 3 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 17:05 საათზე განაჩენი, კახა ივერიელის, პაატა ივერიელის, გეგა კობახიძისა და მამა თეოდორეს მიმართ, შესრულდა. მათი შეწყალება არ მოხერხდა.[5] ისინი დახვრიტეს. ახმათგერ გარდაფხაძესა და ვლადიმერ გასოიანს მიენიჭათ საბჭოთა კავშირის გმირის წოდება, ეკიპაჟის დანარჩენი წევრები დაჯილდოვდნენ სახელმწიფო პრემიებით.

აღსანიშნავია თბილისში 1989 წლის 18 იანვარს გამართული აქცია თინა ფეტვიაშვილის გასათავისუფლებლად,[8] რომელიც იმავე წელს „ეროვნული მოძრაობის“ დაწყებისთანავე გაათავისუფლეს ციხიდან.[9]

1991 წლის ნოემბერში ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს, გაზეთმა „თავისუფალმა საქართველომ“ გამოაქვეყნა მამხილებელი სტატია იმის შესახებ, რომ ედუარდ შევარდნაძის ხელმძღვანელობით გატარდა „უგუნური სასაკლაო“ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ახალგაზრდების წინააღმდეგ, რომლებიც თვითმფრინავით ცდილობდნენ იმპერიის დატოვებას; შემდეგ ნათქვამია, რომ მხატვარი გია ტაბიძე მოკლეს, მხატვარმა დავით მიქაბერიძემ თავი მოიკლა, მსახიობმა გეგა კობახიძემ, მხატვარმა სოსო წერეთელმა, ექიმებმა პაატა და კახა ივერიელებმა „იმპერიის სპეცრაზმის“ მიერ მოწყობილი შტურმის დროს მიიღეს ჭრილობები.[10]

ანარეკლი კულტურაში

ქართველი მწერლის დათო ტურაშვილის რომანი „ჯინსების თაობა“ (2001), მოგვითხრობს 1983 წელს მომხდარ თვითმფრინავის გატაცებაზე, რომელსაც არაერთი სიცოცხლით სავსე ქართველი შეეწირა. წიგნის ორი მთავარი გმირია გეგა და თინა. 2001 წლის 19 მაისს ქართველმა რეჟისორმა დავით დოიაშვილმა თავისუფალ თეატრში დადგა სპექტაკლი „ჯინსების თაობა“. პიესის ავტორია საკუთრივ დათო ტურაშვილი.[11] 2003 წელს ქართველმა რეჟისორმა ზაზა რუსაძემ გადაიღო დოკუმენტური ფილმი „ბანდიტები“, სადაც გაშუქებულია თვითმფრინავის გატაცებასთან დაკავშირებული საკითხები.[12] 2017 წელს გამოვიდა რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის მხატვრული ფილმი „მძევლები“.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 იგორ ატამანენკო. სისხლიანი ქორწილი // "სრულიად საიდუმლოდ", № 6 (122) 1 ივნისი 1999
  2. 2.0 2.1 2.2 სერგეი ტურჩენკო. სისხლიანი რეისი № 6833 // 2000 წლის 2 აგვისტოს ნაშრომი
  3. 3.0 3.1 3.2 თვითმფრინავის ბიჭები
  4. „ასეთი ბიჭები ბევრი გვყავდა, რომ დახვრიტეს?“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2014-12-10.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 5.7 შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველო — თვითმფრინავის გამტაცებლები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-07. ციტირების თარიღი: 2014-12-10.
  6. თვითმფრინავის გატაცება თბილისში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-23. ციტირების თარიღი: 2014-12-13.
  7. Знаковые операции Группы «А» КГБ-ФСБ დაარქივებული 2012-10-28 საიტზე Wayback Machine. / сайт Ассоциации ветеранов подразделения антитеррора "Альфа"
  8. 8.0 8.1 უჩა ოქროპირიძე — საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის თანამედროვე პერიოდი და აჭარა (1988.X. – 1994.III.1). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-06. ციტირების თარიღი: 2014-12-13.
  9. თვითმფრინავის ბიჭები
  10. საბჭოთა კავშირის გმირი ვლადიმერ გასოიანი
  11. ქართული თეატრის ენციკლოპედია — ჯინსების თაობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2014-12-13.
  12. Banditen Ein Film von Zaza Rusadze დაარქივებული 2012-01-19 საიტზე Wayback Machine. (გერმანული)

Read other articles:

Artikel ini tidak memiliki referensi atau sumber tepercaya sehingga isinya tidak bisa dipastikan. Tolong bantu perbaiki artikel ini dengan menambahkan referensi yang layak. Tulisan tanpa sumber dapat dipertanyakan dan dihapus sewaktu-waktu.Cari sumber: Etika manajerial – berita · surat kabar · buku · cendekiawan · JSTOR Artikel ini perlu diwikifikasi agar memenuhi standar kualitas Wikipedia. Anda dapat memberikan bantuan berupa penambahan pranala dalam...

 

USS Pueblo di Sungai Taedong di Pyongyang, di mana kapal ini digunakan sebagai museum kapal USS Pueblo (AGER-2) adalah kapal intelijen milik Amerika Serikat. Pada tanggal 23 Januari 1968 terjadi Insiden Pueblo di mana Angkatan Laut Korea Utara menangkap kapal ini. Kapal diproduksi di Wisconsin dan US Army pada tanggal 16 April 1944 sebagai kapal kargo, yang dibeli dengan nama FP-344. U. S. Angkatan Laut kapal USS Pueblo pada tahun 1966 dan namanya diubah menjadi masa lalu. Sebelumnya digunaka...

 

Artikel ini mungkin terdampak dengan peristiwa terkini: Invasi Rusia ke Ukraina 2022. Informasi di halaman ini bisa berubah setiap saat. Angkatan Udara RusiaВоенно-воздушные силы России Voyenno-Vozdushnye Sily RossiiLambang Angkatan Udara RusiaDibentuk24 Mei 1918(Sebagai Angkatan Udara Soviet)7 Mei 1992(Sebagai Angkatan Udara Federasi Russia)Negara RusiaCabangAngkatan Dirgantara RusiaTipe unitAngkatan udaraJumlah personel148.000 personil (2018)4.163 pesawat (2019...

Voce principale: Associazione Sportiva Martina Franca 1947. Associazione Sportiva MartinaStagione 1982-1983Sport calcio Squadra Martina Allenatore Mario Russo Presidente Franco Marangi Serie C25º posto nel girone C. Maggiori presenzeCampionato: Faggianelli, Mair, Rabacchin (33) Miglior marcatoreCampionato: Molinari (10) 1981-1982 1983-1984 Si invita a seguire il modello di voce Questa pagina raccoglie le informazioni riguardanti l 'Associazione Sportiva Martina nelle competizioni uffic...

 

Halaman ini berisi artikel tentang Universitas Al Azhar di Jakarta, Indonesia. Untuk sebuah universitas di Mesir, lihat Universitas Al-Azhar.Untuk kegunaan lain, lihat Al-Azhar.Universitas Al-Azhar IndonesiaLogo Universitas Al-Azhar IndonesiaMotoAn enterprising universityJenisPerguruan Tinggi SwastaDidirikan10 Agustus 2000; 23 tahun lalu (2000-08-10)AfiliasiIslamRektorProf. Dr. Ir. Asep Saefuddin., M.Sc.LokasiJakarta, IndonesiaWarna  Biru   EmasSitus webwww.uai.ac.id ...

 

Valerio Zurlini Valerio Zurlini (Bologna, 19 marzo 1926 – Verona, 26 ottobre 1982) è stato un regista e sceneggiatore italiano. Indice 1 Biografia 1.1 Gli inizi 1.2 Primi lungometraggi 1.3 Il consenso 1.4 Ultimi anni 2 Riconoscimenti 3 Filmografia 3.1 Regista 3.1.1 Documentari 3.1.2 Lungometraggi 3.2 Sceneggiatore 4 Scritti 5 Note 6 Bibliografia 7 Altri progetti 8 Collegamenti esterni Biografia La sua famiglia si trasferisce da Bologna a Roma con lui ancora ragazzo, per cui si trova a freq...

Artikel ini perlu dikembangkan dari artikel terkait di Wikipedia bahasa Inggris. (Oktober 2023) klik [tampil] untuk melihat petunjuk sebelum menerjemahkan. Lihat versi terjemahan mesin dari artikel bahasa Inggris. Terjemahan mesin Google adalah titik awal yang berguna untuk terjemahan, tapi penerjemah harus merevisi kesalahan yang diperlukan dan meyakinkan bahwa hasil terjemahan tersebut akurat, bukan hanya salin-tempel teks hasil terjemahan mesin ke dalam Wikipedia bahasa Indonesia. Jan...

 

American politician Joseph Ritner8th Governor of PennsylvaniaIn officeDecember 15, 1835 – January 15, 1839Preceded byGeorge WolfSucceeded byDavid R. Porter17th Speaker of the Pennsylvania House of RepresentativesIn office1826–1869Preceded byJoel Barlow SutherlandSucceeded byNer MiddleswarthMember of the Pennsylvania House of RepresentativesIn office1820–1826 Personal detailsBorn(1780-03-25)March 25, 1780Reading, Pennsylvania, U.S.DiedOctober 16, 1869(1869-10-16) (aged 89)C...

 

City in Oregon, United StatesCorneliusCityCornelius, OregonVirginia Garcia Memorial Health CenterNickname: Oregon's Family TownLocation in OregonCorneliusLocation in the United StatesCoordinates: 45°31′08″N 123°03′03″W / 45.51889°N 123.05083°W / 45.51889; -123.05083CountryUnited StatesStateOregonCountyWashingtonIncorporated1893Government • TypeCouncil–manager • MayorJeffrey C. Dalin[citation needed]Area[1]...

Son of Sadr al-Dīn Mūsā Khvajeh Ali SafaviTimur (far left) meets Khvajeh Ali Safavi (center)Safavid orderPreceded bySadr al-Dīn MūsāSucceeded bySheikh Ebrahim Personal detailsDied1427ChildrenSheikh EbrahimParentSadr al-Dīn Mūsā (father)RelativesShaykh Junayd (grandson) Khvajeh Ali Safavi (Persian: خواجه علی سیاهپوش; died 1427) was a son of Sadr al-Dīn Mūsā and grandson of Safi-ad-din Ardabili.[1][2] He assumed leadership of the Safavid order after hi...

 

Species of moth Autographa mandarina Scientific classification Domain: Eukaryota Kingdom: Animalia Phylum: Arthropoda Class: Insecta Order: Lepidoptera Superfamily: Noctuoidea Family: Noctuidae Genus: Autographa Species: A. mandarina Binomial name Autographa mandarina(Freyer, 1845) Synonyms Plusia mandarina Freyer, 1845 Plusia interscalaris Herrich-Schäffer, [1850] Plusia interscalaris Eversmann, 1857 Plusia typinota Butler, 1878 Plusia obscura Oberthür, 1884 Autographa mandarina is a ...

 

Play by Francis Beaumont and John Fletcher Title page of The Maid's Tragedy (detail). The Maid's Tragedy is a play by Francis Beaumont and John Fletcher. It was first published in 1619. The play has provoked divided responses from critics. Date The play's date of origin is not known with certainty. In 1611, Sir George Buck, the Master of the Revels, named The Second Maiden's Tragedy based on the resemblances he perceived between the two works. Scholars generally assign the Beaumont/Fletcher p...

Casa di MariaUtilizzoAbitazione StileGiudaico e greco ellenistico EpocaI secolo LocalizzazioneStato Turchia ComuneSelçuk DimensioniSuperficie5 500 m² ScaviData scoperta18 ottobre 1881 ArcheologoJulien Gouyet AmministrazionePatrimonioEfeso Sito webwww.meryemana.info/fr/sanctuarie Mappa di localizzazione Modifica dati su Wikidata · Manuale La Casa di Maria (in turco Meryem Ana Evi), è un luogo sacro di cristiani e musulmani, ubicato sul monte Solmisso ad alcune ore ...

 

Lãnh thổ phụ thuộc của New Zealand tại Nam Thái Bình DươngBản mẫu:SHORTDESC:Lãnh thổ phụ thuộc của New Zealand tại Nam Thái Bình Dương Đối với các định nghĩa khác, xem Tokelau (định hướng). Lãnh thổ phụ thuộc của New ZealandBản mẫu:SHORTDESC:Lãnh thổ phụ thuộc của New ZealandTokelauLãnh thổ phụ thuộc của New Zealand Hiệu kỳHuy hiệuTiêu ngữ: Tokelau mo te Atua (tiếng Tokelau)(Tokelau dành ch...

 

United States government position Deputy Secretary of EnergySeal of the U. S. Department of EnergyIncumbentDavid Turksince March 25, 2021United States Department of EnergyMember ofU. S. Department of EnergyReports toU. S. Secretary of EnergySeatWashington, D.C., United StatesAppointerThe PresidentWebsitewww.energy.gov The deputy secretary of energy is a high-ranking position within the United States Department of Energy. The Deputy Secretary is the second-highest-ranking official of the ...

1934 state senate elections in the US state of Wisconsin Not to be confused with 1934 United States Senate election in Wisconsin. This article relies largely or entirely on a single source. Relevant discussion may be found on the talk page. Please help improve this article by introducing citations to additional sources.Find sources: 1934 Wisconsin Senate election – news · newspapers · books · scholar · JSTOR (March 2024) 1934 Wisconsin State Senate ele...

 

Disambiguazione – Se stai cercando altri significati, vedi Israele (disambigua). Israele (dettagli) (dettagli) Israele - Localizzazione     Territori dello Stato      Territori occupati da Israele Dati amministrativiNome completoStato d'Israele Nome ufficialeמדינת ישראל‎ (Medinat Yisra'el) Lingue ufficialiebraico Altre linguearabo[N 1] CapitaleGerusalemme[N 2][1] (non riconosciuta dalla comunità inte...

 

Lucian TurcescuBorn1966 (age 57–58)Piteşti, RomaniaNationalityCanadianAcademic backgroundAlma materUniversity of TorontoAcademic workDisciplineTheologyInstitutionsConcordia UniversitySt. Francis Xavier University Lucian Turcescu (born 1966) is a Romanian-born Canadian professor of theology at Concordia University in Montreal, Quebec, Canada. Education He obtained his Doctor of Philosophy degree in theology from the University of Toronto in 1999. Turcescu taught for six years at St...

Voce principale: Miami Vice. Questa voce sull'argomento episodi di fiction televisive è solo un abbozzo. Contribuisci a migliorarla secondo le convenzioni di Wikipedia. Segui i suggerimenti del progetto di riferimento. La seconda stagione di Miami Vice, anch'essa composta da 22 episodi, fu trasmessa negli Stati Uniti dal 27 settembre 1985 al 9 maggio 1986, sulla rete televisiva NBC. In Italia fu mandata in onda da Rai 2 dal 7 dicembre 1986 al 10 maggio 1987. nº Titolo originale Titolo...

 

Men's Greco-Roman 100 kgat the Games of the XXIV OlympiadVenueAnaheim Convention CenterDates19–21 SeptemberCompetitors18 from 18 nationsMedalists Andrzej Wroński  Poland Gerhard Himmel  West Germany Dennis Koslowski  United States← 19841992 → Wrestling at the1988 Summer OlympicsFreestyleGreco-Roman48 kg48 kg52 kg52 kg57 kg57 kg62 kg62 kg68 kg68 kg74 kg74 kg82 kg82 kg90 kg90 kg100 kg100 kg130 kg130 kgvte The Men's Greco-Roman 100 kg at th...