თერიონი — შვედური სიმფონიური მეტალ ჯგუფი, დაარსებული 1987 წელს. ჯგუფის დამაარსებელია ბასისტი კრიტოფერ იუჰანსონი. სიტყვა „თერიონი“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვისგან therion (θηρίον), რაც ნიშნავს „მხეცს“. ეს „მხეცი“ სწორედ ისაა, რომელიც აღწერილია ქრისტიანულ იოანეს გამოცხადებაში.[5][6]
დაიწყეს როგორც დეზ მეტალ ჯგუფმა, მხოლოდ შემდგომ პერიოდში ჩართეს ორკესტრის ელემენტები მათივე მეტალ მუსიკაში. აშკარად იყენებდნენ აკორდებს კლასიკური მუსიკიდან და არა მარტო როგორც დამატებების სახით, არამედ კომპოზიციების შიდა სტრუქტურის ნაწილების სახითაც. თერიონი პირველი მეტალ ჯგუფია სრულიად ცოცხალი ორკესტრის ელემენტებით. ისაა ასევე ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა, პოპულარობა მოიხვეჭა და გავლენა იქონია[7] სიმფონიურ მეტალზე, როგორც ჟანრზე. მოხსენიებულია, როგორც „ჩვენი დროის ყველაზე ავანტურული მეტალ ჯგუფი“.[8] ყველაფერი ზემოთ აღნიშნულის გამო ჯგუფის მუსიკას უწოდეს „საოპერო მეტალი“.
თერიონის მუსიკა თემებად იყენებს სხვადასხვა მითოლოგიებს და დაფუძნებულია კონცეპციებზე, რომელიც მოიცავს ოკულტიზმიდან დაწყებული მაგიითა და უძველესი ტრადიციებითა და ხელნაწერებით დამთავრებული. ტექსტების უმრავლესობა დაწერილია თომას კარლსონის მიერ, რომელიც რიტუალური მაგიის ორდენის Dragon Rouge დამფუძნებელი და თავმჯდომარეა, ხოლო იუჰანსონი - მისი წევრი.[9] ჯგუფმა გამოიცვალა მრავალი წევრი და შეიცვალა არაერთი ჟანრი მისი ისტორიის მანძილზე.
დისკოგრაფია
სქოლიო
რესურსები ინტერნეტში