ზესხო (ყოფილი ზერია) — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის მუნიციპალიტეტში (ცანის თემი), სვანეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ზესხოს (ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 1800 მეტრი, ლენტეხიდან 62 კილომეტრი.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 5 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
29 |
17 |
12
|
2014[1] |
5 |
4 |
1
|
ლიტერატურა
სქოლიო