გულიდა — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ლენტეხის ადმინისტრაციულ ერთეულში.
მდებარეობს სვანეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 900 მ-ზე, ლენტეხიდან დაშორებულია 3 კილომეტრით. სოფელში შემონახულია შუა საუკუნეების ციხის ნანგრევები.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 59 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
141 |
68 |
73
|
2014[1] |
59 |
28 |
31
|
ლიტერატურა
სქოლიო