ვიოლეტა ბარიოს დე ჩამორო

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩამორო (მრავალმნიშვნელოვანი).
ვიოლეტა ბარიოს დე ჩამორო
ვიოლეტა ბარიოს დე ჩამორო
ნიკარაგუის 59-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 აპრილი 1990 – 10 იანვარი 1997
წინამორბედიდანიელ ორტეგა
მემკვიდრეარნოლდო ალემანი

დაბადებული18 ოქტომბერი 1929
რივასი ნიკარაგუა
რელიგიაკათოლიკე

ვიოლეტა ბარიოს დე ჩამორო (ესპ. Violeta barrios de Chamoro; დ. 18 ოქტომბერი, 1929, რივასის დეპარტამენტი) — ნიკარაგუის პირველი ქალი პრეზიდენტი (25 აპრილი, 1990 - 10 იანვარი, 1997). ცნობილი ნიკარაგუელი დისიდენტისა და ჟურნალისტის პედრო ხოაკინ ჩამორო კარდენალის ქვრივი.

განათლება

ჩამორო დაიბადა 1929 წელს ქალაქ რივასში, მდიდარი ნიკარაგუელის ოჯახში. მან საშუალო განათლება მიიღო გრანადის კერძო კათოლიკურ სკოლაში და მანაგუაში. ჩამოროს მშობლებს სურდათ თავიანთ ქალიშვილს სრულყოფილად სცოდნოდა ინგლისური და გაგაზავნეს იგი შეერთებულ შტატებში, სადაც სწავლობდა ორ კათოლიკურ კოლეჯში: ქალაქი სან-ანტონიო (ტეხასის შტატი)და ქალაქი სოუტსაიდი (ვირჯინიის შტატი. 1947 წლის ივნისში ვიოლეტას მამას ფილტვების კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რომელმაც მოუსწრაფა კიდეც სიცოცხლე. მამის გარდაცვალების გამო ნიკარაგუაში დაბრუნდა ადა დაასრულა აშშ-ში განათლების მიღება. 1949 წელს იგი შეხვდა პედრო ხოაკინ ჩამოროს. 1950 წელს კი წყვილმა ჯვარი დაიწერა და მასთან შეეძინა ოთხი შვილი. 1952 წლიდან ჩამოროს მეუღლე ხოაკინი უძღვება სომოსას მოწინააღმდეგე გაზეთ „პრენსა“-ს, რის გამოც არაერთხელ დაუპატიმრებიათ იგი. 1978 წლიდან, (მეუღლის მკვლელობის შემდეგ) ვიოლეტა თავად უძღვებოდა გაზეთს.

წლების განმავლობაში ჩამოროს ოჯახი გაყოფილი იყო პოლიტიკური ძალებისადმი მიკუთვნებულობის თვალსაზრისით. მისი ორი შვილი, პედრო და კრისტინა მუშაობდნენ გაზეთ პრენსაში, თუმცა პედრო 1984 წელს კოსტა-რიკაში გადავიდა კონტრისტებთან შესაერთებლად. დარჩენილი ორი კი სანდინისტების აქტივისტები იყვენენ- კლაუდია იყო ელჩი კოსტა-რიკაში, კარლოსი კი სანდინისტას ეროვნულ-ლიბერალური ფრონტის ბეჭდვით ორგანოს, Barricada, რედაქტორობდა.

კარიერა

ქალბატონი ვიოლეტას პოლიტიკური კარიერა დაიწყო მას შემდეგ რაც მისი მეუღლე შეიქმნა მსხვერპლი ანასტასიო სომოსა დებაილეს პოლიტიკურმა რეჟიმისა (1978 წლის 10 იანვარს იგი ქუჩაში მუხანათურად მოკლეს). 1979 წლის 18 ივლისს ანასტასიო სომოსა დებაილეს დიქტატურა დაემხო. ვიოლეტა ბარიოს დე ჩამორო შეიყვანეს ეროვნული აღორძინების მთავრობის ხელმძღვანელ საბჭოში, თუმცა იგი მალევე დატოვა იმ მოტივით, რომ მთავრობა დაშორდა იმ თავდაპირველ პრინციპებს რომლის შესახებაც მოილაპარაკეს კოსტა-რიკის ქალაქ პუნტარენასში და რომელიც ითვლისწინებდა ქვეყანაში დემოკრატიული წყობილების დამკვიდრებას. მთავრობის დატოვების შემდეგ სათავეში ჩაუდგა გაზეთ ”პრენსა”-ს, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო მეუღლისაგან.

მისი პოპულარობა დიდწილად განსაზღვრა "პრენსას" რედაქტორობამ და სანდინისტას რეჟიმის სუსტმა საერთაშორისო მხარდაჭერამ მაშინ როცა, სამოქლაქო ომით გადაღლილიყო ნიკარაგუის მოსახლეობა. ჩამოროს აღიქვამდნენ ერის დედას, გმირს, წამებულს, მაშინ, როცა ორტეგა უბრალო მაჩოსთან ასოცირდებოდა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტი დაიკავა ჯორჯ ბუშ უფროსმა, რომელიც მხარს უჭერდა ნიკარაგუაში დემოკრატიული მთავრობის გამარჯვებას. სანდინისტებს არ ჰყავდათ ძლიერი მოკავშირე, რომელიც მათ დაეხმარებოდა. ამიტომ, ისინი შეერთებული შტატების ხელში აღმოჩნდნენ.

1990 წელს დანიშნულ არჩვენებში გასამარჯვებლად 14 ძირითადი ოპოზიციური პარტია გაერთიანდა კოალიციაში "ეროვნული ოპოზიციური გაერთიანება", რომელმაც თავის საპრეზიდენტო კანდიდატად ვიოლეტა ჩამორო წამოაყენა. დასაწყისისთვის ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩამორო დაძლევდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ორტეგას საპრეზიდენტო კამპანიას, თუმცა ბოლო დღეებში აშკარა გახდა, რომ მოქმედი პრეზიდნტი უძლური აღმოჩნდა ოპოზიციის რჩეულთან. აშშ-ის საელჩომ $1 მილიონი გაიღო ჩამოროს სასარგებლოდ. არსებობდა დაუოკებელი სურვილი დასრულებულიყო თერთმეტწლიანი სამოქალქო ომი, რამაც ვიოლეტა ჩამოროს მოაპოვებინა უპირატესობა ორტეგასთან შედარებით. აშშ-მა ჩამოროს არჩევის შემდეგ შეწყვიტა მეამბოხეების, ეგრეთ წოდებული კონტრისტების, დაფინანსება.

პრეზიდენტობა

ეკონომიკური დაღმასვლისა და სამოქალაქო ომის დასრულებიდან ათი წლის შემდეგ ეროვნული ოპოზიციის გაერთიანების პრეზიდენტობის კანდიდატად გამოაცხადეს ვიოლეტა ჩამორო. ოპოზიციური გაერთიანება შედგებოდა 14 ოპოზიციური პარტიისგან, რომლებიც გაერთიანდენენ სანდინისტების წინააღმდეგ. ჩამორომ 1990 წლის 25 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო ხმათა 54,7 % მოქმედი პრეზიდნეტის დანიელ ორტეგას წინააღმდეგ[1]. არჩვენებს თვალყურს ადევნებდა საერთაშორისო საზოგადოება, რომელმაც დადებითად შეაფასა იგი.

ჩამოროს საპრეზიდენტო პოლიტიკა ცნობილი იყო მშვიდობით, რომელიც მოუტანა ომით დანგრეულ ნიკარაგუას. თუმცა, მისი პრეზიდნტობა მხოლოდ მშვიდობაზე ზრუნვით არ შემოფარგლულა. ჩამოროს მშვიდობის დამამკვიდრებელი რეფორმები მიიჩნევა ყველაზე მნიშვნელოვნად. აღსანიშნავია, მისი ოფიციალური დეკლარაცია, რომელმაც დასრულებულად გამოაცხადა ომი. ასევე, მან შეამცირა ნიკარაგუის სამხედრო ძალებისა და შეიარაღების რაოდენობა. დემობილიზაცია შეეხო ნიკარაგუაში განთავსებულ ამერიკელ კონტრისტებს, რომელთა გარეშეც სანდინისტებს ბრძოლის საშუალება აღარ მიეცათ. ჩამორო დასთანხმდა სანდინისტების აგრარულ რეფორმას, რომლის მიხედვით მიწები ხელახლა უნდა გადანაწილებულიყო და სამხედრო ლიდერად დატოვა დანიელ ორტეგას ძმა უმბერტო ორტეგა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ამ ნაბიჯს ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, მიაჩნდათ რა რომ ვიოლეტა ჩამორო მხარს უჭერდა სანდინისტებს, აღმოჩნდა რომ ქალბატონი ვიოლეტას ეს ნაბიჯი პოლიტიკურად გამართლებული იყო. გარდა ამისა, ვიოლეტა ჩამორომ პოლიტიკურ პატიმრებს მიანიჭა თავისუფლება, რასაც მოჰყვა პროტესტი სანდინისტების მხრიდან. ჩამოროს ინიციატივით მანაგუის ცენტრში ააშენეს მშვიდობის პარკი (Plaza de la Paz), სადაც განათავსეს ბეტონით დაფარული საბრძოლო საშუალებები.

ნიკარაგუის სამოქალქო ომმა გაანადგურა ეკონომიკა და ჩამორომ წარმატებით შეძლო სტაბილური ეკონომიკის შექმნა. პრეზიდნტი აკონტროლებდა ინფლაციას და დასთანსმდა მაიორხას ნეოლიბერალურ გეგმას, რომლის მიხედვითაც ნიკარაგუა კვლავ გაერთიანდებოდა მსოფლიო ბაზარში, გაზრდიდნენ უცხოურ ინვესტიციებს და დაიწყებოდა პრივატიზაცია. რატომღაც ეს გეგმა არაპოპულარული გამოდგა ნიკარაგუაში. ამიტომაც მან ვერ გადაჭრა მზარდი ეკონომიკური კრიზისი და ვერ შეამცირა უმუშევართა რაოდენობა. ჩამოროს განსაკუთრებით აკრიტკებდნენ კონსტიტუციურ რეფორმებზე დაუთანხმებლობის გამო. ეს რეფორმები ითვალისწინებდა საგადასახადო სისტემის შეცვლას, სამოქალქო თავისუფლების გაფართოებასა და საპრეზიდენტო ვადის ექვსიდან ხუთ წლამდე დაყვანას.

ვიოლეტა ბარიოს დე ჩამოროს პრეზიდენტობის დროს ნიკარაგუაში მოეწყო რამდენიმე საერთაშორისო შეხვედრა:

შეერთებულმა შტატებმა ჩამოროს პარტიას გადაურიცხა $9 მილიონის ოდენობის დახმარება შესაქმნელად სისტემისა, რომლის საშუალებითაც თვალყურს ადევნებდნენ 1990 წლის არჩევნებს, რომელში ჩამორომ გაიმარჯვა. მას შემდეგ, რაც ჩამორო პრეზიდენტად აირჩიეს, ჯორჯ ბუშ უფროსმა ნიკარაგუას მოუხსნა რონალდ რეიგანის მიერ დაწესებული ემბარგო, რომელიც დაუწესა სანდინისტების მთავრობას. ნიკარაგუაში მოელოდნენ, რომ აშშ მათ $1 მილიარდ დოლარამდე გადაურიცხავდა ეკონომიკის გასაძლიერებლად. თუმცა ბუშის ადმინისტრაცია ჩამოროს პრეზიდენტობის პირველ წელს $300 მილიონით, ერთი წლის შემდეგ კი $241 მილიონით დაეხმარა ნიკარაგუას. ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა მნიშვნელოვანი წარმატებების მისაღწევად.

ჩამოროს პრეზიდენტობა დაემთხვა აშშ-ის შემცირებულ ინერესებსა და ყურადღებას ნიკარაგუისადმი. 1991 წლის აპრილში შეერთებულ შტატებში ჩასულ ნიკარაგუის პრეზიდენტს, რომელიც სენატში გამოვიდა სიტყვით უფრო მეტი ეკონომიკური დახმარების სათხოვნელად, სენატის რამდენიმე წევრი უსმენდა. სანდინისტების დამარცხებისა და ნიკარაგუაში მშვიდობის დამყარების შემდეგ აშშ-სთვის ნიკარაგუა მეტად საინტერესო არ აღმოჩნდა.

1992 წელს სენატორი ხესე ჰელმსი მუშაობდა იმისთვის, რათა შეეწყვიტათ ნიკარაგუისთვის ეკონომიკური დახმარებები. შტატების სენატში სიტყვით გამოსულმა ჰელმსმა განაცხადა, რომ სანდინისტები კვლავ აკონტროლებენ ნიკარაგუის მთავრობას, ყოფილი სანდინისტები კვლავ მუშაობენ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე და კვლავ დაიბრუნეს აშშ-ის საკუთრება, რომელიც რევოლუციის პერიოდში წაართვეს აშშ-ის მოქალაქეებს. ჩამოროს ადმინისტრაცია უარყოფდა უსაბუთო მტკიცებას. ჰელმსმა მაინც დაარწმუნა აშშ-ის მთავრობა და შემდეგი წლისთვის გადასაცემი $104 მილონით არ დაეხმარა ნიკარაგუის მთავრობას.

ოჯახი

1951 წელს ცოლად გაჰყვა პედრო ხოაკინ ჩამოროს, ცნობილი პოლიტიკური ოჯახის წარმომადგენელს, ოჯახისა რომელმაც ნიკარაგუას 5 პრეზიდენტი მისცა: ფრუტო ჩამორო (1853-1855), პედრო ხოაკინ ჩამორო ალფარო (1875-1879), ემილიანო ჩამორო ვარგასი (1917-1921 და 1926), დიეგო მანუელ ჩამორო ბოლანიოსი (1921-1923) და როსენდო ჩამორო (1923).

დონა ვიოლეტას ჰყავს ოთხი შვილი: 2 ვაჟი (პედრო ხოაკინი და კარლოს ფერნანდო) და 2 ქალიშვილი (კლაუდია ლუსია და კრისტიანა).

ჯილდოები

  • როჩესტერის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის ისაია ტომასის სახელობის ჯილდო საგამომცემლო საქმიანობისათვის.
  • ლუის ლიონსის ჯილდო პატიოსნებისა და სინდისიერებისათვის ჟურნალისტიკაში
  • ფონდის, „გზა მშვიდობისკენ“, ჯილდო
  • ჯილდო საერთაშორისო ვაჭრობის წინამძღოლობისათვის

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. „Was February 25 a 'triumph'? National Review v. 42“. Tulane University. ციტირების თარიღი: 2007-05-09.
წინამორბედი:
დანიელ ორტეგა
ნიკარაგუის პრეზიდენტი

19901997
შემდეგი:
არნოლდო ალემანი

Read other articles:

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Februari 2023. Dinas imigrasi Hindia-Belanda memeriksa surat-surat calon jemaah haji Indonesia sebelum berangkat ke Mekkah, Tanjung Priuk, 1938. Hajifobia adalah istilah yang digunakan untuk menyebut ketakutan orang-orang Belanda terhadap pribumi muslim yang pergi b...

 

Taoyuan桃园Shenzhen MetroLokasiDistrik Nanshan, Shenzhen, GuangdongChinaOperatorSZMC (Shenzhen Metro Group)JalurGalat Lua: expandTemplate: template "SZM lines" does not exist.Jumlah peron2 (1 peron pulau)Jumlah jalur2KonstruksiJenis strukturBawah tanahAkses difabelYaSejarahDibuka15 Juni 2011Operasi layanan Lua error in package.lua at line 80: module 'Module:Adjacent stations/SZM' not found. Sunting kotak info • L • BBantuan penggunaan templat ini Stasiun Taoyuan (Han...

 

Halaman ini berisi artikel tentang Parlemen Ukraina. Untuk lembaga legislatif Krimea, lihat Verkhovna Rada Krimea. Koordinat: 50°26′50.3″N 30°32′12.6″E / 50.447306°N 30.536833°E / 50.447306; 30.536833 Verkhovna Rada Ukraina Верховна Рада УкраїниParlemen Ukraina ke-9JenisJenisUnikameral SejarahDidirikan1991[1]PimpinanKetuaRuslan Stefanchuk[2], Sluha Narodu sejak 8 Oktober 2021 Wakil Ketua PertamaOleksandr Kornienko[...

Radio station in Endwell, New YorkWBBIEndwell, New YorkBroadcast areaBinghamton, New YorkFrequency107.5 MHzBrandingNew Country B107.5ProgrammingFormatCountryAffiliationsPremiere NetworksOwnershipOwneriHeartMedia(iHM Licenses, LLC)Sister stationsWBNW-FM, WENE, WINR, WKGB-FM, WMXWHistoryFirst air date1998; 26 years ago (1998)Call sign meaningBig Binghamton or Binghamton BigTechnical information[1]Licensing authorityFCCFacility ID18899ClassAERP2,200 wattsHAAT166 meters ...

 

Albert E. SmithAlbert E. Smith pada 1919LahirAlbert Edward Smith(1875-06-04)4 Juni 1875Faversham, Kent, InggrisMeninggal1 Agustus 1958(1958-08-01) (umur 83)Los Angeles, California, Amerika SerikatPekerjaanSutradara dan produserDikenal atasSalah satu pendiri Vitagraph StudiosSuami/istriMary May (m. 1897; bercerai pada 1912)Hazel Neason (m. 1913-1920; kematiannya)Jean Paige (m. 1920-1958; kematiannya)[1] Albert Edward Smith (4 Juni 1875 – 1 Agustus 1958) adalah seo...

 

Экономика Черногории Здание Центрального Банка Черногории в Подгорице Валюта Евро (EUR) Фискальный год календарный Международныеорганизации ЦЕАСТ Статистика ВВП $5,46 млрд (номинал, 2018)[1] $11,94 млрд (номинал, 2018)[1] Рост ВВП ▲ 5,1 % (2018) ВВП на душу населения $8 763 (номина�...

Katedral FuldaKatedral Juru Selamat SuciJerman: Fulda Dom St. Salvator der Hohe Dom zu Fulda Sankt Salvatorcode: de is deprecated Katedral FuldaLokasiFuldaNegaraJermanDenominasiGereja Katolik RomaSejarahDedikasiJuruselamat SuciArsitekturStatusKatedralStatus fungsionalAktifAdministrasiKeuskupanKeuskupan Fulda Katedral Fulda (bahasa Jerman: Fuldaer Dom, atu juga dikenal dengan Sankt Salvator)[1] adalah sebuah gereja katedral Katolik yang terletak di Fulda, negara bagian Hessen, Jerman. ...

 

此條目可参照英語維基百科相應條目来扩充。 (2022年1月31日)若您熟悉来源语言和主题,请协助参考外语维基百科扩充条目。请勿直接提交机械翻译,也不要翻译不可靠、低品质内容。依版权协议,译文需在编辑摘要注明来源,或于讨论页顶部标记{{Translated page}}标签。 艾哈迈德·哈桑·贝克尔أحمد حسن البكر第4任伊拉克总统任期1968年7月17日—1979年7月16日副总统萨达姆·侯...

 

恩维尔·霍查Enver Hoxha霍查官方肖像照(摄于1980年代初)阿尔巴尼亚共产党中央委员会总书记任期1943年3月—1948年11月[1]前任無(首任)继任本人(劳动党中央委员会总书记)阿尔巴尼亚劳动党中央委员会总书记任期1948年11月—1954年7月[1]前任本人(共产党中央委员会总书记)继任本人(劳动党中央委员会第一书记)阿尔巴尼亚劳动党中央委员会第一书记任期1954�...

John Wall Wall con la maglia dei Washington Wizards nel 2019 Nazionalità  Stati Uniti Altezza 193[1] cm Peso 95[1] kg Pallacanestro Ruolo Playmaker Squadra Free agent CarrieraGiovanili Word of God Christian Academy2009-2010 Kentucky Wildcats37 (616)Squadre di club 2010-2020 Wash. Wizards573 (10.879)2020-2022 Houston Rockets40 (823)2022-2023 L.A. Clippers34 (386) Il simbolo → indica un trasferimento in prestito. Statistiche aggiornate al 9 febbr...

 

Song by BigBang Bang Bang BangSingle by BigBangfrom the album Made and Made Series A-sideWe Like 2 PartyReleasedJune 1, 2015 (2015-06-01)Genre Trap EDM Length3:40LabelYGSongwriter(s) Teddy G-Dragon T.O.P Producer(s) Teddy G-Dragon BigBang singles chronology Bae Bae (2015) Bang Bang Bang (2015) We Like 2 Party (2015) Music videoBang Bang Bang on YouTube Bang Bang Bang (Korean: 뱅뱅뱅) is a song recorded by South Korean boy band BigBang. Initially released as part of the singl...

 

此条目序言章节没有充分总结全文内容要点。 (2019年3月21日)请考虑扩充序言,清晰概述条目所有重點。请在条目的讨论页讨论此问题。 哈萨克斯坦總統哈薩克總統旗現任Қасым-Жомарт Кемелұлы Тоқаев卡瑟姆若马尔特·托卡耶夫自2019年3月20日在任任期7年首任努尔苏丹·纳扎尔巴耶夫设立1990年4月24日(哈薩克蘇維埃社會主義共和國總統) 哈萨克斯坦 哈萨克斯坦政府...

For other uses, see Miwok (disambiguation). Members of four linguistically related Native American groups Ethnic group MiwokHistorical distribution of Miwok peoples in CaliforniaTotal population1770: over 11,0001910: 6701930: 491current: 3,500[1]Regions with significant populationsCalifornia: Sierra Nevada Mountains, Central Valley, Marin County, Sonoma County, Lake County, Contra Costa CountyLanguagesMiwok languagesReligionShamanism: KuksuMiwok mythologyRelated ethnic groupsSubgroups...

 

Teluk Bayur beralih ke halaman ini. Untuk kegunaan lain, lihat Teluk Bayur (disambiguasi). Pelabuhan Teluk BayurPalabuahan Taluak BayuaEmmahavenLokasi di Sumatera Barat dan Pulau SumatraLokasiNegara IndonesiaLokasiKota Padang, Sumatera BaratKoordinat0°59′51.43″S 100°22′19.79″E / 0.9976194°S 100.3721639°E / -0.9976194; 100.3721639DetailMulai beroperasi1888OperatorPT. Pelabuhan Indonesia (Persero)PemilikDirektorat Jenderal Perhubungan LautJenisPelabuhan umumL...

 

State park in New York State, United States For the Pennsylvania state park, see Allegheny Islands State Park. Allegany State ParkThe park's Red House Administration Building from across Red House Lake.Location of Allegany State Park within New York StateTypeState parkLocationCattaraugus County, New YorkCoordinates42°06′54″N 78°43′12″W / 42.115°N 78.72°W / 42.115; -78.72Area64,800 acres (262 km2)[1]CreatedJuly 30, 1921Operated byNew York S...

Mohamed Ghannouchiمحمد الغنوشي Presiden TunisiaPelaksana tugasMasa jabatan14 Januari 2011 – 15 Januari 2011PendahuluZainal Abidin bin AliPenggantiFouad Mebazaa(Pelaksana Tugas)Perdana Menteri TunisiaMasa jabatan17 November 1999 – 27 Februari 2011PresidenZainal Abidin bin AliFouad Mebazaa(Pelaksana Tugas)PendahuluHamed KarouiPenggantiBeji Caid el Sebsi Informasi pribadiLahir18 Agustus 1941 (umur 82)Sousse, Tunisia PrancisPartai politikConstitutional Democr...

 

Yesterday Once MorePosterNama lainTionghoa谁的青春不迷茫 SutradaraYoyo YaoPemeranBai Jingting Guo Shutong Li Hongyi Wang Herun Ding Guansen Zhao WenlongPerusahaanproduksiBeijing Enlight Pictures[1]DistributorBeijing Enlight Pictures[1]Tanggal rilis 22 April 2016 (2016-04-22) Durasi108 menit[1]NegaraTiongkokBahasaMandarinPendapatankotorCN¥ 26.3 juta[1] Yesterday Once More (Hanzi: 谁的青春不迷茫) adalah film romansa masa muda Ti...

 

State highway in southern Virginia, US For the former State Route 92, see State Route 92 (Virginia 1933-1940). State Route 92Route informationMaintained by VDOTLength28.97 mi[1][2][3] (46.62 km)Existed1940–presentMajor junctionsSouth end US 58 Bus. / SR 707 in BoydtonMajor intersections US 58 in Boydton SR 47 / SR 49 in Chase City US 15 in Barnes Junction North end US 360 / SR 720 near Cl...

Medication AldoxorubicinIdentifiers IUPAC name N-[[1-[(2S,4S)-4-[(2R,4S,5S,6S)-4-Amino-5-hydroxy-6-methyloxan-2-yl]oxy-2,5,12-trihydroxy-7-methoxy-6,11-dioxo-3,4-dihydro-1H-tetracen-2-yl]-2-hydroxyethylidene]amino]-6-(2,5-dioxopyrrol-1-yl)hexanamide CAS Number1361644-26-9PubChem CID71300693ChemSpider7986464UNIIC28MV4IM0BKEGGD10383ECHA InfoCard100.244.879 Chemical and physical dataFormulaC37H42N4O13Molar mass750.758 g·mol−13D model (JSmol)Interactive image SMILES C[C@H]1[C@H]([C@H](C[C...

 

Eparki Keluarga Kudus di LondonEparchia Sanctae Familiae LondiniensisУкраїнська Католицька Єпархія Пресвятої Родини в ЛондоніUkrainian Catholic Eparchy of the Holy Family of LondonKatolik Timur Katedral Keluarga Kudus di Pengasingan, LondonLokasiNegara Britania RayaWilayah Inggris Wales SkotlandiaProvinsi gerejawiTunduk langsung pada Tahta Suci dan Uskup Agung MayorKantor pusatLondon, Inggris, Britania RayaStatistikLua...