ვეჟან ბუზმირი — ქართლის მარზპანი VI საუკუნის 40-იან წლებში. მოხსენებულია ქართულ ჰაგიოგრაფიულ ძეგლში „ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“.
ვეჟან ბუზმირმა მცხეთელი სპარსელების დაბეზღებით შეიპყრო გაქრისტიანებული სპარსელი ევსტათი (რომელიც ქართლის წინანდელმა მარზპანმა არვანდ გუშნასპმა გაათავისუფლა) და სიკვდილით დასაჯა.
ლიტერატურა