ველეიუს პატერკულუსი რომაულ ისტორიაში შევიდა ორ წიგნად დაწერილი „რომის ისტორიით“(Historia Romana). „რომის ისტორია“ მოიცავს პერიოდს ტროის ომიდანახ. წ. 29 წლამდე, ლივიას (ავგუსტუსის მესამე ცოლის) სიკვდილამდე. თუმცა ისტორიკოსებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ნაშრომში გადმოცემული ისტორია ძვ. წ. 44 წელს კეისრის მკვლელობიდან ახ. წ. 14 წელს ავგუსტუსის გარდაცვალებამდე. მცირე მოცულობის მიუხედავად, ველეიუსს გადმოცემული აქვს რომის ისტორია ლეგენდარული პერიოდიდად იმპერატორ ტიბერიუსამდე. მისი აზრით, ისტორიის წარმართველი არის გამოჩენილი პიროვნება. ამ იდეის გათვალისწინებით, „რომის ისტორია“ რომის იმპერატორების ქება-დიდების ხასიათს ატარებს. პატერკულუსი უმაღლეს შეფასებას აძლევს იულიუს ცეზარის, ავგუსტუსისა და ტიბერიუსის მოღვაწეობას.
ლიტერატურა
ქავთარია გ., რომის ისტორია, ტ. I, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2016, გვ. 29-30.