ვარძია — სოფელი სამხრეთ საქართველოში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ასპინძის მუნიციპალიტეტში (ნაქალაქევის ადმინისტრაციული ერთეული).[1]
მდებარეობს მდინარე მტკვრის ხეობაში, ზღვის დონიდან 1100 მ-ზე, ასპინძიდან 30 კმ-ში. სოფლის შემოგარენში მდებარეობს შუა საუკუნეების კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი ვარძია, ხოლო მის სამხრეთ-დასავლეთით ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ზედა ვარძია.
ვარძიის სიახლოვეს კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. კლიმატი შუამთისაა, რბილი; იცის მცირეთოვლიანი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა –2,8°C) და თბილი, ზომიერად მშრალი ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 19°C), ნალექები 500 მმ წელიწადში. ჰაერი სუფთაა, გამჭვირვალე, წიწვის არომატით. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ თმოგვში არის თერმული მინერალური წყარო „ვარძია“.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 30 კაცი.[1]
აღწერის წელი |
მოსახლეობა
|
2002 |
65[2]
|
2014 |
30
|
ლიტერატურა
სქოლიო