გულსუნდა, გელსუნდა — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში, ტოლოშის ადმინისტრაციულ ერთეულში.[1]
მდებარეობს მდინარე მტკვრის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 1300 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 17 კილომეტრით. სოფლის მიდამოებშია კლდეში ნაკვეთი კომპლექსი — გელსუნდის ქვაბები.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 63 კაცი.[1] დასახლებულია 1982 წელს ხულოდან გადმოსახლებული ეკომიგრანტებით.
აღწერის წელი |
მოსახლეობა
|
2002 |
81[2]
|
2014 |
63
|
სქოლიო