ვარაჰაგირი ვენკატა გირი (ტელუგ. వరాహగిరి వేంకట గిరి, ჰინ. वराहगिरी वेंकट गिरी; დ. 10 აგვისტო, 1894, ბერჰამპური, ინდოეთი – გ. 23 ივნისი, 1980, ჩენაი, ინდოეთი) — ინდოელი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. ინდოეთის პრეზიდენტი 1969-1974 წწ. ინდოეთის ვიცე-პრეზიდენტი 1967-1969 წწ. სხვადასხვა დროს იყო კარნატაკას, კერალას და უტარ-პრადეშის შტატების გუბერნატორი.
ბიოგრაფია
უმაღლესი განათლება მიიღო დუბლინის უნივერსიტეტში. 1918 წლიდან მონაწილეობდა ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1922 წლიდან იყო რკინიგზის მუშათა ინდოეთის ფედერაციის გენმდივანი, შემდეგ პრეზიდენტი. 1926 წლიდან იყო პროფკავშირთა სრულიად ინდოეთის კონგრესის პრეზიდენტი. 1937-1939 და 1946-1947 წლებში იყო შრომის მინისტრი მადრასის შტატის მთავრობაში. 1947-1951 წლებში იყო ინდოეთის ელჩი ცეილონზე. 1952-1954 წლებში იყო ინდოეთის შრომის მინისტრი. 1957-1960 წლებში იყო უტარ-პრადეშის, 1961-1965 წლებში კერალას და 1965-1967 წლებში მაისურის შტატის გუბერნატორი. 1967-1969 წლებში იყო ინდოეთის ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 1969-1974 წლებში პრეზიდენტი.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში