ესპანური ამერიკა ან ისპანიკ ამერიკა (ესპ.Hispanoamérica) — რეგიონი, რომელიც ამერიკისესპანურენოვან ქვეყნებს აერთიანებს.
ამ ქვეყნებს მრავალი რამ აქვთ საერთო ერთმანეთთან და მათ ყოფილ კოლონიურ მეტროპოლისთან — ესპანეთთან. ყველა ამ ქვეყანაში ძირითადი ენა ესპანურია, რომელიც ოფიციალურ სტატუსს ზოგჯერ იყოფს ადგილობრივ ენებთან (გუარანი, კეჩუა, აიმარა, მაია) ან ინგლისურთან (პუერტო-რიკოში).[1] ძირითადი რელიგია კათოლიციზმია.[2]
ესპანური ამერიკა იბერო-ამერიკისგან იმით განსხვავდება, რომ ეს უკანასკნელი ასევე მოიცავს ბრაზილიას (წარსულში „პორტუგალიური ამერიკა“), ზოგიერთ შემთხვევაში კი იბერიის ნახევარკუნძულის ქვეყნებს — ესპანეთსა და პორტუგალიასაც. ესპანური ამერიკა განსხვავდება ლათინური ამერიკისგან, რომელიც მასთან ერთად ასევე მოიცავს ბრაზილიას და საფრანგეთის ყოფილ კოლონიებს, გარდა აშშ-ისა და კანადის შემადგენლობაში მყოფი ასეთი ტერიტორიებისა.[3]
ქვეყნები
ქვეყანა
მოსახლეობა
ფართობი კმ²
მშპ (ნომინალი) მლრდ აშშ დოლარი.
მშპ (ნომინალი) ერთ სულ მოსახლ. მლრდ აშშ დოლარი.[4][5]
↑"Latin America" The Free Online Dictionary (American Heritage Dictionary of the English Language, 2000, 4th ed. Houghton Mifflin Company. Updated in 2003.)