ენია პატრიშა ბრენანი (Eithne Pádraigín Ní Bhraonáin; დ. 17 მაისი 1961) — ირლანდიელი მომღერალი, კომპოზიტორი, მუსიკოსი და პროდიუსერი.
ენიას მუსიკალური კარიერა დაიწყო 1980 წელს, როდესაც იგი პირობითად შეუერთდა საოჯახო ჯგუფ Clannad-ს, შემდეგ კი სოლო-კარიერა დაიწყო. 1986 წელს მან ყურადღება მიიქცია BBC-ზე გასული სერიალით კელტები. მალე 1988 წლის ალბომმა Watermark მომღერალს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. იგი ცნობილი გახდა გამორჩეული ჟღერადობით, მრავალფენოვანი ვოკალური ჰარმონიებით, ხალხური მუსიკის მელოდიებით, სინთეზატორით შექმნილი ფონით და ჰაეროვანი გამოძახილებით.[1] სიმღერებს იგი 10 სხვადასხვა ენაზე ასრულებს.[2]
წარმატება ენიას 1990-იან და 2000-იან წლებში ჰქონდა შენარჩუნებული. მისი 2000 წლის ალბომი A Day Without Rain გაიყიდა 15 მილიონი ასლის ოდენობით,[3] და Nielsen SoundScan-ის თანახმად იქცა აშშ-ში 2000-იანი წლების ყველაზე გაყიდვად ნიუ-ეიჯის ჟანრის ალბომად.[4] 2001 წელს მსოფლიო მუსიკის დაჯილდოების ცერემონიაზე ენიას მიენიჭა მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი მომღერალი ქალის ჯილდო.[5] იგი ითვლება ირლანდიის ყველაზე გაყიდვად სოლო-მუსიკოსად.[6] მისი ჩანაწერები გაყიდული იქნა 75 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით,[7] მათ შორის - 26,5 მილიონი მხოლოდ აშშ-ში,[8] რითაც ენია მოხვდა ყველა დროის ყველაზე გაყიდვად შემსრულებელთა სიაში. მიღებული აქვს ოთხი „გრემი“ და ოსკარის ერთი ნომინაცია.
დისკოგრაფია
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| სტუდიური ალბომები | |
---|
| კომპილაციები | |
---|
| EP-ები | |
---|
| ბოქს-სეტები | |
---|
| სინგლები | |
---|
| სხვა სტატიები | |
---|
|