ელ-პარაისოს დეპარტამენტი (ესპ. Departamento de El Paraíso) — ჰონდურასის ერთ-ერთი დეპარტამენტი. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. დედაქალაქია იუსკარანი. ესაზღვრება ჩოლუტეკის, ფრანსისკო-მორასანისა და ოლანხოს დეპარტამენტები, ასევე ნიკარაგუა. შეიქმნა 1878 წელს, როდესაც გამოეყო ტეგუსიგალპის დეპარტამენტს.
2005 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 383 565 ადამიანს შეადგენდა. ფართობი 7 218 კმ²-ია.
ელ-პარაისოს დეპარტამენტი 19 ადმინისტრაციულ მუნიციპალიტეტადაა დაყოფილი.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო