ატლანტიდის დეპარტამენტი (ესპ. Departamento de Atlántida) — ჰონდურასის ერთ-ერთი დეპარტამენტი. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, კარიბის ზღვის სანაპიროზე. დედაქალაქია საპორტო ქალაქი ლა-სეიბა.
ბოლო ათწლეულებში, ეკონომიკის მთავარი საყრდენი ტურიზმი გახდა. 2005 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 372 532 ადამიანს შეადგენდა. ფართობი 4 251 კმ²-ია.
დეპარტამენტი შეიქმნა 1902 წელს, ტერიტორიაზე, რომელიც მანამდე კოლონის, კორტესისა და იოროს დეპარტამენტებს მიეკუთვნებოდა.
ატლანტიდის დეპარტამენტი 8 ადმინისტრაციულ მუნიციპალიტეტადაა დაყოფილი.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო