ევროპული თამაშები 2015 — პირველი ევროპული თამაშები, რომელსაც უმასპინძლა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში. ჩატარდა 12 ივნისიდან 28 ივნისამდე[1]. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 6 ათასზე მეტი სპორტსმენი 50 ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიდან. ევროპული თამაშები ტარდება სპორტის 20 სახეობაში[2][3].
მასპინძლის შერჩევა
პირველი ევროპული თამაშების ბაქოში ჩატარება 2012 წლის 8 დეკემბერს რომში გადაწყდა, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის 41-ე ყრილობაზე. ბაქო ერთადერთი კანდიდატი იყო და კენჭისყრაში 48 ხმიდან 38-მა ბაქოს მასპინძლობას დაუჭირა მხარი, 8 წინააღმდეგი წავიდა, ხოლო 2-მა თავი შეიკავა[4]. სომხეთის წარმომადგენლობამ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა[5].
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო