დონალდ ო'კონორი

დონალდ ო'კონორი

ო'კონორი 1952 წელს.
დაბადების სახელი დონალდ დევიდ დიქსონ რონალდ ო'კონორი
დაბადების თარიღი 28 აგვისტო, 1925 წ.
ჩიკაგო, ილინოისის შტატი, აშშ.
გარდაცვალების თარიღი 27 სექტემბერი, 2003 წ.
ლოს-ანჯელესი, კალიფორნიის შტატი, აშშ.
პროფესია მოცეკვავე, მომღერალი, მსახიობი.
აქტიური 1932-1999
მეუღლე(ები) გვენ კარტერი (1944-1954), გლორია ნობლი (1956-2003)
შვილ(ებ)ი 4

დონალდ დევიდ დიქსონ რონალდ ო’კონორი (დ. 28 აგვისტო, 1925 — გ. 27 სექტემბერი, 2003) — ამერიკელი მოცეკვავე, მომღერალი და მსახიობი. მისი პოპულარობა დიდწილად განაპირობა ფილმებში მონაწილეობამ, სადაც ის (ქრონოლოგიური მიმდევრობით) გლორია ჯინთან, პეგი რაიანთან და „მოლაპარაკე ჯორ“ ფრანცისთან ერთად თამაშობდა.

ო’კონორი ვოდევილის მსახიობთა ოჯახში დაიბადა, სადაც მან ისწავლა ცეკვა, სიმღერა, კომედიის თამაში და ბუფონადა. მისი ცეკვის სტილის უმნიშვნელოვანესი დამახასიათებელი ნიშანი ქორეოგრაფიაში ათლეტური ხაზის აქცენტირება იყო. ამ მიმართულებით, თანამედროვეთა შორის, ის პრაქტიკულად უკონკურენტო გახლდათ. მიუხედავად ამისა, საზოგადოება მან საკუთარი „ბავშვური“ მომხიბვლელობით მოიზიდა, რაც ო’კონორის კარიერის განმავლობაში მისი ხასიათის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. კინოსტუდია Universal-ის მიუზიკლებში (ადრეულ 1940-იანი წლები), დონალდი ენამოსწრებულ თინეიჯერადაა გამოყვანილი, და ძალიან ჰგავს კინოსტუდია Metro-Goldwyn-Mayer-ის მიკი რუნის. 1952 წლიდან მოყოლებული, უფრო კონკრეტულად კი ფილმისთვის „სიმღერა წვიმაში“, რეჟისორებმა ო’კონორს სიმპათიური მეორეხარისხოვანი პერსონაჟის იმიჯი შეუქმნეს, რაც მოგვიანებით მის ხელწერადაც იქცა.

მსახიობის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია „გააცინე“ - ქორეოგრაფიული ნომერი ფილმიდან „სიმღერა წვიმაში“ (1952), რომლისთვისაც ო’კონორი ოქროს გლობუსით დაჯილდოვდა. მსახიობი და მოცეკვავე ასევე ფლობდა პრაიმ-თაიმის ემის ჯილდოს (ერთი გამარჯვება, სამი ნომინაცია), და მიღებული აქვს ჰოლივუდის დიდების ხეივნის ორი ვარსკვლავი.

ბავშვობა

დონალდი 1925 წელს, ჩიკაგოში, წმინდა ელიზაბეთის საავადმყოფოში დაიბადა. მამამისი ვოდევილის მსახიობი ედვარდ „ჩაკ“ ო’კონორი იყო, ხოლო დედა - ეფი ირენ (ქრეინ) ო’კონორი. ის ამ საავადმყოფოში დაბადებულ მეორასე ბავშვად ჩაწერეს. ოჯახის აქტიური მოგზაურობებისა და გადაადგილებების გამო, მოგვიანებით, მშობლები ზუსტად ვერც კი იხსენებდნენ ვაჟის დაბადების ადგილს.[1] ეფი პროფესიით ცხენის უუნაგიროდ მოჯირითე იყო, ჩაკი კი ცირკის ძალოსანი და აკრობატი.[2][3] ჩაკის მამის ოჯახი წარმოშობით ირლანდიური გახლდათ.[4]

ო’კონორმა მოგვიანებით განაცხადა - „ალბათ 13 თვის ვიყავი, როგორც მეუბნებიან, როდესაც პირველად დავიწყე ცეკვა. ზურგიდან, კისრით დამიჭერდნენ და მუსიკას დაუკრავდნენ, და მეც ვცეკვავდი. ამის გაკეთება ნებისმიერი ბავშვით შეიძლებოდა, უბრალოდ მე ამისთვის ფულსაც მიხდიდნენ.“[5]

როდესაც ო’კონორი მხოლოდ ორი წლის იყო, ჰარტფორდში, კონექტიკუტის შტატში მას და მის შვიდი წლის დას, არლინს, ქუჩის გადაკვეთისას მანქანამ დაარტყა. დონალდი გადარჩა, მაგრამ მისი და გარდაიცვალა. რამდენიმე კვირის შემდეგ, ჩაკი გულის შეტევამ იმსხვერპლა მასაჩუსეტში, ბროკტონში, სცენაზე ცეკვისას.[6]

ო’კონორის დედა, ამ ფსიქოლოგიური ტრამვების გამო, ძალიან მზრუნველი იყო ვაჟის მიმართ, და მისთვის ქუჩის მარტო გადაკვეთის უფლება იქამდე არ მიუცია, სანამ დონალდი 13 წლის არ გახდა. ეფიმ ასევე აუკრძალა ბიჭს ისეთი ქორეოგრაფიის შესწავლა, რომელიც შესაძლოა სახიფათო ყოფილიყო შესასრულებლად.[7]

კარიერა

ო’კონორების ოჯახი

ო’კონორი დედასა და უფროს ძმა ჯეკთან ერთად ქორეოგრაფიულ სასცენო აქტს შეუერთდა. მათ ვოდევილის სამეფო ოჯახი დაირქვეს. ისინი დადიოდნენ საგასტროლო ტურზე ქვეყნის მასშტაბით, ცეკვავდნენ, მღეროდნენ და მსახიობობდნენ. „ჩვენი მთელი ოჯახი სასცენო ცხოვრებით ცხოვრობდა“- ამბობდა დონალდი. „დიდი არჩევანი არც გვქონდა; თუ ოჯახის წევრი იყავი, ამ დადგმის ნაწილიც გერქვა. ვოდევილი მიყვარდა. ცოცხალი აუდიტორია ერთგვარ სპონტანურობას ქმნიდა.“[8]

როცა ო’კონორების ოჯახი საგასტროლო ტურნეში არ იყო, მაშინ ისინი ილინოისის შტატში, დონალდის ბიძა ბილთან, დანვილში ცხოვრობდნენ. ო’კონორს არასდროს უსწავლია სკოლაში.[9]

ის მოგვიანებით ამბობს: „ორი საცეკვაო რუტინა მქონდა ნასწავლი. სამყაროს საუკეთესო მოცეკვავეს ვგავდი. სამ თვლაზე ვასრულებდი კიდეც. მაგრამ არასოდეს მქონია არანაირი ფორმალური ტრენინგი გავლილი. კინოში მუშაობისას საუკეთესო მოცეკვავეებთან მომიწია პარტნიორობამ, საშინელი დღე დამადგა. რუტინებს ვერ ვითვისებდი, რადგან კლასიკური განათლება არასოდეს მიმეღო. თხუთმეტი წლისამ ცეკვის სერიოზულად სწავლა დავიწყე, რაც ძალიან გვიანია ადამიანისთვის, რომელიც პროფესიონალურ ცეკვას გეგმავს.“[5]

ვოდევილის სტილის ბალეტსა და მიუზიკლებთან შედარებისას ო’კონორი აღნიშნავდა, „პროფესიონალები წელს ქვევით ცეკვავენ. მე ცეკვის წელს ზევით სწავლა მომიწია. რის გამოც, „სრულ მოცეკვავედ“ ვიქეცი.“[5]

ო’კონორმა ფილმებში თამაში 1937 წელს დაიწყო, დებიუტით ფილმში „მელოდია წყვილისათვის“, სადაც ის თავის საოჯახო დასთან ერთად გამოჩნდა. მან ასევე მონაწილეობა მიიღო სტუდია Columbia-ს ფილმში - „სამუდამოდ ვერ გასტანს“ (1937).[9]

Paramount

ო’კონორმა Paramount-ის სტუდიასთან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მან ითამაშა 1938 წლის „ფრთიან მამაკაცებში“, რომელსაც უილიამ უელმენი რეჟისორობდა - შეასრულა ფრედ მაკმერეის პერსონაჟის ბავშვობა. ითამაშა მეორეხარისხოვანი პერსონაჟი იმავე წლის ფილმში, „იმღერეთ ცოდვილებო“, - ბინგ კროსბისა და მაკმურის უმცროსი ძმის როლი.[10]

მონაწილეობა მიიღო კვლავ 1938 წლის „ლეგიონის ვაჟებში“, ჰქონდა მეორე წამყვანის როლი ბე-კატეგორიის ფილმში - „ტომ სოიერი - გამომძიებელი“ (1938) სადაც ჰეკლბერი ფინი ითამაშა. მიიღო მეორეხარისხოვანი როლი 1939 წლის „ბიჭების პრობლემაში“ და „დაუქორწინებელში“.

ო’კონორი მეორეხარისხოვან მსახიობად დასახელდა 1939 წლის „მილიონ-დოლარიან ფეხებში“. ითამაშა ახალგაზრდა გერი კუპერის პერსონაჟი „ბიუ ჟესტეში“ (1939).

„ღამის სამუშაო“ (1939) „ბიჭების პრობლემის“ მეორე ნაწილად გამოვიდა. დონალდი ასევე გამოჩნდა „ჩემპიონის სიკვდილში“ (1939).[6]

მცირე ხნით სტუდია Warner Bros.-ში წავიდა, რომ ფილმში „თითის წვერებზე“ (1939) ეთამაშა. შემდეგ, მომდევნო ორი წლით, კვლავ დაუბრუნდა ვოდევილის საოჯახო დასს.[9]

Universal

1941 წელს, ო’კონორმა სტუდია Universal-თან კვირაში 200 დოლარიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, სადაც პირველი როლი ფილმში „რა მზადდება?“ (1942) შეასრულა. ფილმი დაბალბიუჯეტიანი მიუზიკლი იყო. ფილმში მონაწილეობდნენ დები ენდრიუსები, სტუდიის თინეიჯერი მომღერალი ვარსკვლავი გლორია ჯინი და პეგი რაიანი.[11] ფილმი პოპულარული გახდა და სტუდიამ ო’კონორისა და რაიანის წყვილის მოწინააღმდეგე სტუდიისეული (MGM) მიკი რუნისა და ჯუდი გარლანდის საპირწონედ გამოყენება განიზრახა.[12]

დონალდმა, რაიანმა და დებმა ენდრიუსებმა ასევე ითამაშეს ფილმებში: „რიგითი ბუკარო“ (1942) და „გაიმეტეთ, დებო“ (1942); შემდეგ ო’კონორმა გლორია ჯინთან ერთად მთავარი როლი შეასრულა ფილმებში: „დაიხმარე სიყვარულისათვის“ (1942), „როცა ჯონი სახლში დაბრუნდება“ (1943), „გვხვდება სიყვარულო“ (1943) და „ჯაივის სკოლა“, და ამ უკანასკნელის შესრულების დროს დონალდმა იმდენი ნიჭი გამოავლინა, რომ ფილმის ცენტრალურ ფიგურად იქცა. ფილმს სახელი შეეცვალა და „მისტერ დიდი“ (1943) დაერქვა. Universal-მა გადაღების ბიუჯეტს 50,000 დოლარი დაამატა და ბე-კატეგორიიდან ფილმმა ა-კატეგორიამდე აიწია.

ო’კონორი და რაიანი ასევე მონაწილეობდნენ ფილმებში „საუკეთესო მამაკაცი“ (1943) სუსანა ფოსტერთან ერთად, და „ძველი აგურის ნატეხი“ (1944) ენ ბლითთან ერთად. ორივე მათგანს ჰქონდა კამეო-როლი სტუდიის ვარსკვლავების დასისაგან შემდგარ ფილმში „მიჰყევი ბიჭებს“ (1944).

მეორე მსოფლიო ომის დროს, 1943 წელს, ო’კონორის მეთვრამეტე დაბადების დღეზე, ის აშშ-ს ჯარში გაიწვიეს.

ომიდან დაბრუნება

საბოლოოდ, სტუდიამ ო’კონორი თავის უდიდეს ქალ ვარსკვლავთან, დინა დურბინთან დააწყვილა ფილმში - „რაღაც ქარში“ (1947) - სათამაშოდ. ის ასევე გადაიღეს მუსიკალურ კომედიებში: „გავგიჟდეთ“ (1948) ოლღა სან ხუანთან ერთად, „კამათი, ფაფხური და ჩხუბი“ (1949) მარჯორი მაინთან და პერსი კილბრაიდთან ერთად და „დიახ ბატონო, ჩემი შვილია“ (1949) გლორია დეჰავენთან ერთად.[13]

„არ ვიყავი მოცეკვავე, კარგი მოცეკვავე, იქამდე, სანამ ასაკი არ მომემატა.“ თქვა მსახიობმა მოგვიანებით. „შემეძლო რომ ფრთები და მსგავსი მოძრაობები მეკეთებინა და კეთების დროს კარგადაც გამოვიყურებოდი, მაგრამ ღმერთო, ძალიან, ძალიან რთული იყო ჩემთვის წესების ათვისება - ნაბიჯების სწავლა. ყველაფერი ძალიან შრომატევადი იყო. ეს გზა კი სხვა მოცეკვავეებს გავლილი ჰქონდათ.“[5]

„ფრანცისი“

1949 წელს, ო’კონორმა მთავარი როლი ითამაშა ფილმში „ფრანცისი“ (რეჟისორი არტურ ლუბინი). მასში ნაჩვენები იყო მოლაპარაკე ჯორს დამეგობრებული ჯარისკაცის ამბავი. ფილმი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 1955 წლამდე ყოველ წელს ფრანცისის ერთი ახალი სერია გამოდიოდა ეკრანზე სრულმეტრაჟიანი ფილმის სახით და ცხადია ო’კონორის მონაწილეობით. დონალდი მოგვიანებით აღნიშნავდა, რომ ფილმები „სახალისო გადასაღები იყო, თუმცა საკმაოდ რთულიც, რადგან მე ისე დამაჯერებლად უნდა მეთამაშა რომ საზოგადოებას მოლაპარაკე ჯორის პერსონაჟი რეალურად აღექვა.“[14]

დონალდი პირველი „ფრანცისის“ გადაღების შემდეგ გამოჩნდა კომედიებში: „ბოლო სცენა კაქტუსის ხეობაში“ (1950), „მერძევე“ (1950) და „გადაჯვარედინებული ძვლები“ (1951).

შემდეგ ითამაშა ფილმში „ფრანცისი რბოლაზე“ (1951), რომელიც ასევე დიდ კომერციულ წარმატებად იქცა. 1951 წლის თებერვალში კი Universal-თან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში, წელიწადში ერთი ფილმის გადაღებას ავალდებულებდა, რამაც სტუდიის გარეთ მუშაობის შესაძლებლობა მისცა.[15]

„სიმღერა წვიმაში“

1952 წლის იანვარში ო’კონორმა Paramount-ის სტუდიასთან სამ-ფილმიან შეთანხმებას მოაწერა ხელი.[16] მან ასევე მიიღო შეთავაზება, ეთამაშა პიანისტი კოსმო ბრაუნი Metro-Goldwyn-Mayer-ის ფილმში „სიმღერა წვიმაში“ (1952).

სწორედ ამ ფილმშია ნაჩვენები მისი ყველაზე ცნობილი ნომერი, „გააცინე“ (Make ‘Em Laugh), რომელიც მან ასისტენტებისა და ძმის დახმარებით დადგა.[17] ქორეოგრაფია წარმოუდგენლად რთული იყო - ის მოიცავდა ათობით ნახტომს, დაცემას, ორ უკუღმა შესრულებულ ჰაერში ტრიალს, რასაც წინ უძღოდა კედელზე ნახევრად არბენა, და სხვა მრავალ ბუფონადის ტრიუკს.

„სცენა იმგვარი კრესჩენდოსაკენ მიიწევდა, მეგონა თავის მოკვლა მომიხდებოდა.“- თქვა ო’კონორმა.

მან ითამაშა ჯინ კელისთან ერთად და 1953 წლის ოქროს გლობუსის ჯილდოც მიიღო საუკეთესო შესრულებისთვის მიუზიკლსა ან კომედიაში (მამაკაცი მსახიობის კატეგორიით).[18]

ო’კონორი Universal-ს დაუბრუნდა ფილმით „ფრანცისი მიდის ვესტ-პოინტში“ (1952) და შემდეგ კვლავ წავიდა MGM-ში, სადაც დები რეინოლდსთან ერთად ითამაშა მიუზიკლში - „მელვინი მიყვარს“ (1953).

1950-იანი წლებიდან ის რეგულარულად ჩნდება ტელევიზიაში. 1952 წლის ერთ-ერთმა შეფასებამ მას „1952 წლის ახალი ვარსკვლავი“ უწოდა. „მას ჯიმი დურანტის ნიჭი და ახალგაზრდული ცეცხლი აქვს. შეუძლია ცეკვა, სიმღერა, მსახიობობა, ხალხის გაცინება და თან ამას არ აკეთებს ვეტერანის გარანდული ოსტატობით.“[19]

ო’კონორმა მეორეხარისხოვანი როლი ითამაშა ფილმში „მიწოდე მადამი“ (1953, 20th Century Fox), და როგორც თავად აღნიშნავდა, მისი საუკეთესო საცეკვაო ნომრები სწორედ ამ ფილმში იყო ნაჩვენები.[20] ერთი წლის შემდეგ, იმავე სტუდიამ დონალდს შესთავაზა როლი ფილმში „არც ერთი ბიზნესი არაა შოუ ბიზნესის მსგავსი“. ფილმში ჟღერდა ირვინგ ბერლინის მუსიკა, დონალდის გარდა კი მონაწილეობდნენ ეთელ მერმანი, მერლინ მონრო, დან დეილი, მიცი გეინორი და ჯონი რეი.

კიდევ ერთი ფრანცისის ფილმის („ფრანცისი გადის დიდ ქალაქში“, 1953) შემდეგ, Universal-მა ო’კონორი ჯანეტ ლეისთან ერთად ათამაშა ფერად მიუზიკლში, „ჩემი პატარა სახლში მიმყავს“ (1953).

1954 წელს ო’კონორის ცნობადობამ პიკს მიაღწია. ის ამავე წლის ოსკარების ცერემონიის წამყვანად მიიწვიეს.[21]

წარმატება ხვდა კიდევ ერთ ფრანცისის ფილმს („ფრანცისი უერთდება ქალთა არმიას“, 1954). ო’კონორი უკვე დამტკიცებული იყო ფილმში „თეთრი შობა“ (1954), სადაც ის ბინგ კროსბის უწევდა პარტნიორობას, თუმცა იძულებული გახდა კონტრაქტი შეეწყვიტა, რადგან სწორედ ამ დროს მკურნალობდა ჯორისაგან გადადებული დაავადებისგან.[22] ის ამ ფილმში დანი ქეიმ ჩაანაცვლა.[23]

დონალდი უკვე თვლიდა, რომ ფრანცისის გადაღებები მის კარიერას ხელს უშლიდა, მაგრამ მაინც დათანხმდა ეთამაშა ამ ფილმის კიდევ ერთ სერიაში - „ფრანცისი საზღვაო ძალებში“ (1955).[24] რეჟისორი არტურ ლუბინი, მოგვიანებით გაიხსენებს, რომ ო’კონორთან მუშაობა „ძალიან გართულდა“: „გასახდელში ჯდებოდა და სიცარიელეს აშტერდებოდა, მგონი სახლში პრობლემები ჰქონდა.“[25]

Universal-მა ო’კონორთან კონტრაქტი 13 წლის თანამშრომლობის შემდეგ აღარ განაახლა. გამოსამშვიდობებელ წვეულებაზე, სტუდიის აღმასრულებელმა პირებმა მას საჩუქარი გადასცეს: კინო-კამერა და 14 კინო-ფირი. ო’კონორი გააოცა ამდენად უმნიშვნელო საჩუქარმა, განსაკუთრებით კი მას შემდეგ რაც მას კინოსტუდიისათვის არაერთი მილიონი ჰქონდა გამომუშავებული. მოგვიანებით აღნიშნა: „მე მსგავს ადამიანებზე არაფრის თქმა არ შემიძლია.“

ო’კონორმა და ბინგ კროსბიმ შეასრულეს წამყვანი როლები ფილმში „ყველაფერი ჩაივლის“ (1956, Paramount). სტუდიამ ასევე გამოუშვა „ბასტერ კიტონის ამბავი“ (1957), სადაც დონალდმა თავად ბასტერ კიტონი ითამაშა.

ბრიუსელის სიმფონიურმა ორკესტრმა დონალდის მუსიკალური ნაწარმოებების ნაწილი ჩაწერა. 1956 წელს კი ო’კონორმა ლოს-ანჯელესის ფილარმონიაში საკუთარი სიმფონიის შესრულებას უიდირიჟორა.[26]

ტელევიზია

ო’კონორს ხშირად მიჰყავდა NBC-ს ტელე-შოუ „კოლგეითის კომედიის საათი“,[6] ერთი სეზონის განმავლობაში კი უხელმძღვანელა „დონალდ ო’კონორის შოუს“ (1954-1955).

1957 წელს, მან წაიყვანა NBC ტელევიზიის სპეციალური, ფერადი გამოშვება, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ ფერად პროგრამად ითვლება და რომელიც გაფერადებული სახითაა შემორჩენილი. 1976 წლის NBC-ს სპეციალურ, 50 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოშვებაში, ამ პროგრამის კლიპიცაა ნაჩვენები.

გვიანდელ 1950-იანებში, დონალდ ო’კონორი სტუმრის ამპულაში გამოჩნდა შოუებში: „ფლეიჰაუს 90“, „დუპონის თვის შოუ“ და „წითელი ჩონჩხის შოუ“, მაგრამ მისი ყურადღება ნელ-ნელა ლაივ-შოუების ჩატარებასა და გასტროლებზე გადაერთო.[27]

1960-იანები

ო’კონორმა გლენ ფორდთან ერთად ითამაშა ფილმში „ტირილი ბედნიერებისთვის“ (1961, Columbia Pictures) და აგრეთვე შეასრულა ალადინის როლი ფილმში „ალადინის საოცრებანი“ (1961, MGM).

ამის შემდეგ მან ყურადღება გადაიტანა სასცენო და ღამის კლუბების სანახაობებზე, რომელსაც ლას ვეგასში ასრულებდა.[28] Universal-ში მხოლოდ ათი წლის შემდეგ დაბრუნდა, რათა სანდრა დისთან ერთად ეთამაშა კომედიაში - „ის სასაცილო შეგრძნება“ (1965).[29]

1968 წელს, ო’კონორმა ერთი სეზონის განმავლობაში წაიყვანა სინდიკატური თოქ-შოუ - „დონალდ ო’კონორის შოუ“. პროგრამა დაიხურა „წამყვანის ზედმეტი პოლიტიზირების“ გამო, ო’კონორს კი სტუდიამ ფორმალური საყვედური გამოუცხადა.

1970-იანები

მსახიობმა, შოუების დასრულებამდე ენერგიის შენარჩუნების მიზნით, წარმოდგენების დაწყების წინ ნიტროგლიცერინის აბების მიღება დაიწყო. 1971 წელს მას გულის შეტევა მოუვიდა, რამაც აბების მიღების შეწყვეტა აიძულა.[30]

1971 წელს, ის გამოჩნდა „პატარა აბნერის“ სატელევიზიო დადგმაში და განაგრძო ლას ვეგასის სცენაზე მოღვაწეობა.[31]

1978 წელს მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუარესდა და სამი თვით წელს ქვევით პარალიზების გამო საავადმყოფოში ცხოვრების შემდეგ ო’კონორმა განაცხადა, რომ მას დეპრესიისათვის თავი დაეღწია[6] - ოჯახსა და მეგობრებს მისწერა, რომ მისი ცხოვრება „სრულად შეცვლილიყო“. ის ფიზიკური თერაპიის მეშვეობით გამოჯანმრთელდა.

მისი წერილები დეტალურად აღწერს სხვა პაციენტების მდგომარეობას, განსაკუთრებით კი ერთი 30 წლის კაცისას, რომელიც სრულად იყო პარალიზებული.

„რაც მაქვს, აღარაფერს ჩავთვლი თავისთავად დამსახურებულად, ყველაფერს დავაფასებ ცხოვრებაში.“ ეწერა თითოეულ წერილში. ო’კონორი მადლობას უხდიდა პაციენტებს, რომლებსაც ის შეხვდა, და ასევე ღმერთს, რომელმაც გამოჯანმრთელების უფლება მისცა.

1980-იანები

1981 წელს ო’კონორმა ითამაშა ფილმში - „რეგთაიმი“, შეასრულა ადრეული XX საუკუნის მოცეკვავისა და მსახიობის როლი. ეს იყო მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი 16 წლის შესვენების შემდეგ.

იმავე წელს დონალდი გამოჩნდა ბროდვეის მიუზიკლში - „დააბრუნე ჩიტუნა“, 1982 წელს კი, ლოს ანჯელესში, შეასრულა მთავარი როლი ნილ საიმონის კომედიურ დრამაში - „ფილმებში უნდა მოვხვდე“.[32]

ასევე ითამაშა კაპიტან ენდის როლი ბროდვეის განახლებულ დადგმაში - „შოუ-გემი“ (1983). შემდგომ კვლავ ლაივ-შოუების გასტროლი განაგრძო.

„მთელი სიცოცხლეა გზაზე ვარ“ თქვა 1985 წელს და დაამატა - „ახალ ფილმში ან სერიალში თამაშზე დავფიქრდებოდი, მაგრამ მოხუცი კაცის როლი არ მსურს. არტ კარნი ჩემი ასაკისაა და სიბერის წყალობით კარიერას იკეთებს. მე კვლავ ვმღერი და ვცეკვავ - არ ვარ მზად ვიყო მოხუცი.“[8]

ო’კონორმა შეასრულა კამეო როლები სერიალებში: „პაწაწინა უსახლკარო“, „ფანტაზიის კუნძული“, „საიმონი და საიმონი“, „სასტუმრო“, „ელისი საოცრებათა სამყაროში“, „სიყვარულის ნავი“ და „გზა სამოთხისაკენ“. ითამაშა ფილმებში: „პანდემონიუმი“ (1982), „თაგვი, საიდუმლო და მე“ (1988) და „მოსაგონარი დრო“ (1988).

შეიძინა თეატრი, „დონალდ ო’კონორის თეატრი“, სადაც შვილებთან ერთად თამაშობდა.[33]

ამ დროისთვის მას კვლავ მძიმე ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რის გამოც 1990 წელს წარმატებით გაუკეთდა გულის ოპერაცია.[34]

1990-იანები

ო’კონორმა მცირე როლების თამაში ფილმებსა და ტელევიზიაში 1990-იანებშიც განაგრძო, და თოჯინების დამამზადებელი კომპანიის პრეზიდენტი ითამაშა რობინ უილიამსის ფილმში - „თოჯინები“ (1992). პარალელურად არც თავისი ლაივ-შოუები შეუწყვეტია.[35]

როლები ჰქონდა სერიალებში: „მკვლელობა, დაწერა მან“, „ამბები კრიპტედან“, „შენობა“, „ძიძა“ და „ფრეიზერი“. იყო ფილმებში: „ბანდიტი: ბანდიტის ვერცხლის ანგელოზი“ (1994) და „თოვლის პაპა“ (1996).

დონალდი 1992 წელს ამბობს: „არასოდეს მინდოდა სუპერვარსკვლავობა. მე ვმუშაობ რომ გავხდე კვაზარი, რადგან ვარსკვლავები ქრებიან. კვაზარები მუდმივად ცოცხლობენ... მე ვეძებ როლებს სადაც ვკვდები და მთელი დარჩენილი ფილმის განმავლობაში ჩემზე ლაპარაკობენ.“[34]

1998 წელს, ის ოქროს პალმის ვარსკვლავით დააჯილდოვეს პალმ-სპრინგში, კალიფორნიაში, ვარსკვლავების გზაზე.[36]

ო’კონორის ბოლო სრულმეტრაჟიანი ფილმი ჯეკ ლემონ-უოლტერ მათაუს კომედია - „ღია ზღვაში“ გახლდათ. ის 2003 წლის ჩათვლით აქტიურად ჩნდებოდა საზოგადოებაში. თქვა, რომ წელიწადში დაახლოებით 32 კვირას სწირავდა გასტროლებს. „ვაკეთებ ჩემს საკონცერტო საქმეებს და ვგეგმავ გამოსვლებს ღამის კლუბებში, მაგრამ ბევრს აღარ ვცეკვავ, მხოლოდ საკმარისს იმისათვის, რომ ხალხს ვანახო, ფეხების მოძრაობა ისევ შემიძლია.“[5]

პირადი ცხოვრება

ო’კონორი ორჯერ იყო დაქორწინებული, ჰყავდა ოთხი შვილი. მისი პირველი ქორწინება, თვრამეტი წლის ასაკში, 1944 წელს, ოცი წლის გვენდოლინ (გვენ) კარტერთან შედგა. ისინი ტიხუანაში დაქორწინდნენ.[37] ჰყავდათ ერთი ქალიშვილი - დონა. განქორწინდნენ 1954 წელს.[38][39]

დონალდი მეორედ დაქორწინდა 1956 წლის 11 ოქტომბერს გლორია ნობლზე და სიკვდილამდე მასთან დარჩა. ჰყავდათ სამი შვილი - ალისა, ფრედი და კევინი. ქორწინებაში 47 წელი გაატარეს. ცხოვრობდნენ თაუზენდ-ოუკსში, კალიფორნიაში. გლორია 2013 წელს, 11 ივნისს გარდაიცვალა.

1990 წელს გადატანილი გულის ოპერაციის შემდეგ,[40] ო’კონორი 1999 წელს, პლევრის პნევმონიამ კინაღამ იმსხვერპლა. ის 2003 წელს, 17 სექტემბერს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა, გულის უკმარისობის გართულებით.[41]

ფილმოგრაფია

წელი დასახელება როლი ანოტაცია
1937 „მელოდია წყვილისათვის“ ქორეოგრაფიული აქტის წევრი ეპიზოდური როლი
„სამუდამოდ ვერ გასტანს“ მოცეკვავე ბავშვი
1938 „ფრთიანი მამაკაცები“ ახალგაზრდა პატ ფალკონერი
„იმღერეთ ცოდვილებო“ მაიკ ბიბი
„ლეგიონის ვაჟები“ ბაჩ ბეიკერი
„ტომ სოიერი - გამომძიებელი“ ჰეკლბერი ფინი
1939 „ბიჭების პრობლემა“ ბაჩი
„დაუქორწინებელი“ ახალგაზრდა ტედ სტრევერი
„მილიონ-დოლარიანი ფეხები“ სტიკი ბოონი
„ბიუ ჟესტე“ ახალგაზრდა ბიუ ჟესტე
„ღამის სამუშაო“ ბაჩ სმაილი
„ჩემპიონის სიკვდილი“ სმალ ფრაი
„თითის წვერებზე“ ახალგაზრდა ფილ დოლან ჯუნიორი
1942 „რა მზადდება?“ ტომი
„რიგითი ბუკარო“ დონი
„გაიმეტეთ, დებო“ დონი
„დაიხმარე სიყვარულისათვის“ ჯიმი არნოლდი
„როცა ჯონი სახლში დაბრუნდება“ ფრენკი ფლანაგანი
1943 „გვხვდება სიყვარულო“ რიკი ივსი
„მისტერ დიდი“ დონალდ ჯ. ო'კონორი
„საუკეთესო მამაკაცი“ დონ ვარენი
1944 „ძველი აგურის ნატეხი“ დონალდ კორიგანი
„მიჰყევი ბიჭებს“ დონალდ ო'კონორი
„ესაა ცხოვრება“ ჯიმი პლამი
„პატრიკ დიდი“ პატ დონაჰიუ ჯუნიორი
„ბედნიერი მონაჰანები“ ჯიმი მონაჰანი
„ბოვერიდან ბროდვეიმდე“ ქორეოგრაფიული ნომერი #1
1947 „რაღაც ქარში“ ჩარლი რიდი
1948 „გავგიჟდეთ“ მილტონ ჰასკინსი
„კამათი, ფაფხური და ჩხუბი“ უილბურ მაკმურტი
1949 „დიახ ბატონო, ჩემი შვილია“ ვილიამ ვალდო ვინფილდი
ეკრანის კადრები: კინოფილმის დიდი დამფუძნებლები საკუთარი თავი მოკლემეტრაჟიანი ფილმი
1950 „ფრანცისი“ პიტერ სტირლინგი
„ბოლო სცენა კაქტუსის ხეობაში“ ედვარდ ტიმონსი
„მერძევე“ როჯერ ბრედლი
1951 „გადაჯვარედინებული ძვლები“ დეივი კრანდალი
„ფრანცისი რბოლაზე“ პიტერ სტირლინგი
1952 „სიმღერა წვიმაში“ კოსმო ბრაუნი
„ფრანცისი მიდის ვესტ-პოინტში“ პიტერ სტირლინგი
1953 „მიწოდე მადამი“ კინით გიბსონი
„მელვინი მიყვარს“ მელვინ ჰუვერი
„ფრანცისი გადის დიდ ქალაქში“ პიტერ სტირლინგი
„ჩემი პატარა სახლში მიმყავს“ კლარენს მილარდი
1954 „ფრანცისი უერთდება ქალთა არმიას“ პიტერ სტირლინგი
„არც ერთი ბიზნესი არაა შოუ ბიზნესის მსგავსი“ ტიმ დონაჰიუ
1955 „ფრანცისი საზღვაო ძალებში“ ლეიტენანტი პიტერ სტირლინგი/სლიკერ დონოვანი
1956 „ყველაფერი ჩაივლის“ ტედ ადამსი
1957 „ბასტერ კიტონის ამბავი“ ბასტერ კიტონი
1961 „ტირილი ბედნიერებისთვის“ მურეი პრინსი
„ალადინის საოცრებანი“ ალადინი
1965 „ის სასაცილო შეგრძნება“ ჰარვი გრანსონი
1974 „მხოლოდ კიდევ ერთხელ“ საკუთარი თავი მოკლემეტრაჟიანი ფილმი/ეპიზოდური როლი
„ესაა გართობა!“
1978 „დიდი გაყალბება“ „ფრანცისი საზღვაო ძალებში“
1981 „რეგთაიმი“ ცეკვის მასწავლებელი
1982 „პანდემონიუმი“ მისტერ დენდი
1989 „მოსაგონარი დრო“ მამა ვალში
1992 „თოჯინები“ კენით ზევო
1994 „ბანდიტის ვერცხლის ანგელოზი“ ბიძია საირუსი
1996 თოვლის პაპა ბაბა იაგა
1997 „ღია ზღვაში“ ჯონათან დევერო

ტელევიზია

წელი დასახელება როლი ანოტაცია
1950 „ვარსკვლავების რევიუ“ საკუთარი თავი ეპიზოდი: "1x5"
1951–1954 „კოლგეითის კომედიის საათი“ 20 ეპიზოდი
1953-1962 „ედ სალივანის შოუ“ 3 ეპიზოდი
1954 „ჯიმი დურანტეს შოუ“ ეპიზოდი: "1x1"
1954–1955 „დონალდ ო'კონორის შოუ“ 19 ეპიზოდი
1956–1961 „დინა შორის შევის შოუ“ 2 ეპიზოდი
1957 „ფლეიჰაუს 90“ საკუთარი თავი/ექიმი რობერტ ჰარისონი 2 ეპიზოდი: „დაბურული სურათი“ & „ვერტმფრენით მოტრიალე დივანი“
1958 „დუპონის თვის შოუ“ ჯონი შაუ ეპიზოდი: „წითელი წისქვილი“
„წითელი ჩონჩხის შოუ“ საკუთარი თავი ეპიზოდი: „წითელი ჩონჩხის შოუს მეგობრები“
1959 პონტიაკის ვარსკვლავების პარადი საკუთარი თავი სპეციალური სატელევიზიო გადმოცემა
1962 „დღეს ღამე ჯეკ პაართან ერთად“ სტუმარი წამყვანი 5 ეპიზოდი
1963 „ჯუდი გარლანდის შოუ“ საკუთარი თავი ეპიზოდი: "1x7"
1964–1967 „ჰოლივუდის სასახლე“ წამყვანი 6 ეპიზოდი
1964 „ქვედაკაბის გზაჯვარედინი“ არ არის დირექტორის ეპიზოდი: „ჭიამაიები“
ბობ ჰოუფის მადლიერების დღის გადაცემა საკუთარი თავი სპეციალური სატელევიზიო გადმოცემა
1964—1966 „ბელის ტელეფონის საათი“ 3 ეპიზოდი
1964–1969 ბობ ჰოუფის შოუ 2 ეპიზოდი
1966 „ქრაისლრის თეატრი“ ბენჟამინ ბოგსი ეპიზოდი: „საოცარი ბენჟამინ ბოგსი“
„არდადეგების სათამაშო სახლი“ დონალდ დუგანი ეპიზოდი: „მოცეკვავე“
„ABC სცენა 67“ ჰერმესი ეპიზოდი: „ოლიმპო 7-0000“
1967–1974 დინ მარტინის შოუ საკუთარი თავი 5 episodes
1968 ...და დები იღებს ექვსს სპეციალური სატელევიზიო გადმოცემა
1968–1969 დონალდ ო'კონორის შოუ 5 ეპიზოდი
1969–1970 „კაროლ ბურნეტის შოუ“ 2 ეპიზოდი
1969 „ჟაკ გლისონის შოუ“ ჩარლი რაიანი/ჩარლი ფაინეფლი ეპიზოდი: „თაფლობისთვიანები: ჰავაი, ოჰ! ოჰ!“
1970 „ენგელბერტ ჰუმპერდინკის შოუ“ საკუთარი თავი ეპიზოდი: "1x1"
„ენდი უილიამსის შოუ“ 2 ეპიზოდი
„დონ ნოტსის შოუ“ ეპიზოდი: "1x10"
1971 „პატარა აბნერი“ გენერალი ბაშინგტონ ტ. ბულმუსი სპეციალური სატელევიზიო გადმოცემა
1972 ბობი დარინის გასართობი კომპანია საკუთარი თავი ეპიზოდი: "1x4"
1972–1973 „ჯული ენდრიუსის საათი“ 2 ეპიზოდი
1973 ბობი დარინის შოუ ეპიზოდი: "1x7"
1974 „გოგონა მეექვსე გრძნობით“ უილიამი ეპიზოდი: „შეურიგებელი ერთფეროვნება“
1975 „ელერი ქუინი“ კინით ფრიმანი ეპიზოდი: „კომიქსების ჯვაროსანი“
1976 „ბიონური ქალი“ ჰარი ანდერსონი ეპიზოდი: „წარსულის გადმონაშთი“
„პოლიციის ამბავი“ ჰოლი კონორი ეპიზოდი: „გადასახადი გადაიდო“
„ტონი ორლანდო და აისი“ საკუთარი თავი ეპიზოდი: „დონალდ ო'კონორი/სოუპი სალესი“
1977 „მონადირე“ ლოუ მარტინი ეპიზოდი: „კოსტა-რიკული კავშირი“
1980 ლუსი NBC-ზე გადადის საკუთარი თავი სატელევიზიო ფილმი
სტივ ალენის კომედიის საათი ეპიზოდი: „დონალდ ო'კონორი, მარტინ მული, ჯოი ფორმანი"
1981–1986 „სიყვარულის ნავი“ ჰოუარდ ენიკერი/ლეო ჰალბერტი/ოსკარ ტილტონი 3 ეპიზოდი
1981 „ალისა“ საკუთარი თავი ეპიზოდი: „გინესი ცეკვაში“
„მხოლოდ სადგომი ადგილი“ ჯორჯ მ. კოჰანი ეპიზოდი: „უკანასკნელი დიდებული ვოდევილის შოუ“
1982 „პაწაწინა უსახლკარო“ ჯამბაზი ფრედი ეპიზოდი: „ჯამბაზი“
„ფანტაზიის კუნძული“ ექიმი უოტსონი ეპიზოდი: „ქეისი მისტერ როარკეს წინააღმდეგ/შერლოკ ჰოლმსის გადარჩენა“
1983 „საიმონი და საიმონი“ ჯორჯ დეკოვა/ბარნაბი დიდი ეპიზოდი: „გრანდიოზული ილუზია“
„ელისი საოცრებათა სამყაროში“ ვითომკუ სატელევიზიო ფილმი
„სასტუმრო“ დევიდ კონელი ეპიზოდი: „შემოთავაზება“
1985 „ნახევრად ნელსონი“ დირექტორი ეპიზოდი: „მომაკვდინებელი ლარნაკი“
„ელისი საოცრებათა სამყაროში“ ჩიტი ლორი მინისერიალი
1987 „გზა სამოთხისაკენ“ ჟაკ კლარკი ეპიზოდი: „გამარჯვებისათვის თამაში“
„თაგვი, საიდუმლო და მე“ თაგვი ალექსი (გახმოვანება) სპეციალური სატელევიზიო გადმოცემა
1990 „მკვლელობა, დაწერა მან“ ბარი ბარნსი ეპიზოდი: „1965 წლის დიდი შოუ“
1992 „ამბები კრიპტედან“ ჯოზეფ რენფილდი ეპიზოდი: „ჩამოკონწიალებული“
1993 „შენობა“ მისტერ კენედი ეპიზოდი: „მამამ ყველაზე კარგი იცის“
1996 „ფრეიზერი“ ჰარლოუ სტაფორდი ეპიზოდი: „კრეინი vs. კრეინი“
„ძიძა“ ფრედი ეპიზოდი: 4x5

სცენაზე შესრულებული

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Hess, Earl J; Dabholkar, Pratibha A (2009) Singin' in the rain : the making of an American masterpiece. University Press of Kansas, გვ. 45. ISBN 9780700616565. 
  2. „O'Connor, Donald David Dixon Ronald“. Scribner Encyclopedia of American Lives. Encyclopedia.com. 2007. ციტირების თარიღი: August 24, 2012.
  3. Cullen, Frank; Hackman, Florence; McNeilly, Donald (October 8, 2006) Vaudeville, Old and New: An Encyclopedia of Variety Performers in America. Routledge. ISBN 0-415-93853-8. 
  4. (1955) Current Biography Yearbook, Vol. 16. H.W. Wilson Co.. 
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 DONALD O'CONNOR Weekend All Things Considered; Washington, D.C. : 1. Washington, D.C.: NPR. (May 25, 1997)
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 Severo, Richard (September 29, 2003). „Donald O'Connor, 78, Who Danced His Way Through Many Hollywood Musicals, Is Dead“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 30, 2013. ციტირების თარიღი: August 24, 2012.
  7. Hess, Earl J; Dabholkar, Pratibha A (2009) Singin' in the rain : the making of an American masterpiece. University Press of Kansas, გვ. 45. ISBN 9780700616565. 
  8. 8.0 8.1 DONALD O'CONNOR'S MUSICAL JOURNEY KEEPS HIM ON ROAD: [SPORTS FINAL, CN Edition] Dale, Steve. Chicago Tribune December 20, 1985: 50.
  9. 9.0 9.1 9.2 The Life Story of DONALD O'CONNOR. Picture Show, London, Vol. 62, Iss. 1607 (January 16, 1954): 12.
  10. Chicago Born Donald O'Connor Is a Veteran of Stage and Films at 25 Zylstra, Freida. Chicago Daily Tribune July 27, 1950: c1.
  11. Obituaries: Donald O'Connor, 78, comic and dancer Anonymous. Back Stage; New York Vol. 44, Iss. 40, (Oct 3 – 9, 2003): 47.
  12. Zylstra, Freida. (July 25, 1950) "Chicago Born Donald O'Connor Is a Veteran of Stage and Films at 25" Chicago Daily Tribune
  13. Donald O'Connor, Miss Main Set Comedy. Pace, G K. Los Angeles Times, August 9, 1948: 12.
  14. Donald O'Connor's musical Journey keeps him on road Dale, Steve. Chicago Tribune December 20, 1985: n_a50.
  15. „Drama: Howard Duff Will Soon Star in 'Cave'“. Los Angeles Times. February 9, 1951. p. B10.
  16. PARAMOUNT SIGNS DONALD O'CONNOR: Actor Will Make 3 Pictures for Studio -- Betty Hutton's Film May Be One of Them By THOMAS M. PRYOR Special to The New York Times. January 24, 1952: 23.
  17. Filmed interview shown on TCM
  18. Golden Globes Awards. Golden Globes, LLC. Hollywood Foreign Press Association. ციტირების თარიღი: August 26, 2024.
  19. YOUNG DONALD O'CONNOR MAKES GOOD IN VIDEO Chicago Daily Tribune April 20, 1952: e2.
  20. Donald O'Connor interview - Mindy Aloff. ციტირების თარიღი: March 30, 2016
  21. Donald O'Connor Named to Emcee Oscar Awards, Chicago Daily Tribune February 19, 1954: a8.
  22. Q Fever Hits Star, Melbourne Argus August 15, 1953, p. 4.
  23. Donald O'Connor Enters Hospital Hopper, Hedda. Los Angeles Times August 9, 1953: 3.
  24. Donald O'Connor Scheduled for Another 'Francis' Film Hopper, Hedda. Chicago Daily Tribune, October 18, 1954: b16.
  25. Davis, Ronald L. (2005). Just Making Movies. University Press of Mississippi, გვ. 183. ISBN 9781578066902. 
  26. Obituary: Donald O'Connor: Dynamic dancer and comedian Bergan, Ronald. The Guardian September 29, 2003: 1.21.
  27. MOULIN ROUGE DATE: Donald O'Connor Joins Rush to L.A. Stage Scott, John L. Los Angeles Times March 1, 1959: f3.
  28. Donald O'Connor Billed at Sahara Scott, John L. Los Angeles Times August 15, 1966: c21.
  29. Donald O'Connor Returns to Universal Los Angeles Times August 17, 1965: C10.
  30. Donald O'Connor by Susan M. Kelly.
  31. LAS VEGAS SCENE: Donald O'Connor in Dancing Shoes Again Scott, John L. Los Angeles Times April 12, 1973: g21.
  32. DONALD O'CONNOR IN 'PICTURES', Los Angeles Times April 12, 1982: g3
  33. Donald O'Connor Keeps Studio City Theater in the Family-Literally: [Valley Edition] ARKATOV, JANICE. Los Angeles Times March 3, 1989: 28.
  34. 34.0 34.1 Donald O'Connor, 78, Who Danced His Way Through Many Hollywood Musicals, Is Dead: [Obituary (Obit)] Severo, Richard. The New York Times September 29, 2003: B.6.
  35. IN STEP WITH: Donald O'Connor Brady, James. The Washington Post March 14, 1993: AA16.
  36. Palm Spring Walk of Stars.
  37. Donald O'Connor Weds Secretly. The New York Times, February 8, 1944: 12.
  38. Donald O'Connor Divorced. The New York Times, June 17, 1953: 32.
  39. Donald O'Connor to Marry. The New York Times, October 10, 1956: 46.
  40. Archives - Philly.com.
  41. Welkos, Robert W.. (September 28, 2003) Donald O'Connor, 78; Entertainer Immortalized by 'Singin' in the Rain'. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: November 12, 2012