მიკი რუნი |
---|
რუნი 1945 წელს |
მშობლიური სახელი |
Mickey Rooney |
---|
დაბადების სახელი |
ჯოზეფ იულ უმცროსი |
---|
დაბადების თარიღი |
23 სექტემბერი, 1920 ნიუ-იორკი, აშშ |
---|
გარდაცვალების თარიღი |
6 აპრილი, 2014 (93 წლის) ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
---|
დაკრძალულია |
ჰოლივუდის სამუდამო განსასვენებელი |
---|
სხვა სახელები |
მიკი მაგუაირი |
---|
მოქალაქეობა |
აშშ |
---|
საქმიანობა |
მსახიობი |
---|
აქტიური |
1926-2014 |
---|
მეუღლე(ები) |
ავა გარდნერი (1942-43) ბეტი ჯეინ ფილიფსი (1944-49) მართა ვიკერსი (1949-51) ელაინ დევრი(1952-58) ბარბარა ენ თომასონი (1958-66) მარჯ ლეინი (1966-67) კაროლინ ჰოკეტი (1969-75) ჯან ჩემბერლინი (1978-2012) |
---|
შვილ(ებ)ი |
9 შვილი |
---|
მშობლები |
მამა: ჯონ იული |
---|
საიტი |
mickeyrooney.com |
მიკი რუნი (ნამდვილი სახელი — ჯოზეფ იულ უმცროსი; დ. 23 სექტემბერი, 1920 — გ. 6 აპრილი, 2014) — ამერიკელი მსახიობი. თითქმის 90-წლიან კარიერაში ის 300-ზე მეტ ფილმში გადაიღეს. იყო მუნჯი კინოს ეპოქის ერთ-ერთი ბოლო ვარსკვლავი.[1] 1939-დან 1941 წლამდე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობს წარმოადგენდა.[2] კარიერის მწვერვალზე რუნიმ შეასრულა ენდი ჰარდის როლი 1930–40-იანი წლების 16 ფილმისგან შემდგარ სერიაში, რომელიც განასახიერებდა შეერთებულ შტატებში გაბატონებულ შეხედულებას თავიანთ თავზე.
კარიერის პიკზე 15-დან 25 წლამდე ასაკში ის გადაიღეს 43 ფილმში, იყო Metro-Goldwyn-Mayer-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსახიობი. თავისი მრავალმხრივი შემსრულებლურობით გვიან კარიერაში სახასიათო მსახიობი გახდა. ლორენს ოლივიემ ერთხელ თქვა, რომ „რუნი საუკეთესოა, რაც კი ოდესმე ყოფილა“.[3] კლარენს ბრაუნმა, რომელმაც რუნი გადაიღო მსახიობის ორ ყველაზე ადრეული დრამატულ როლში (ფილმები „ეროვნული ხავერდი“ და „ადამიანურ კომედია“), თქვა, რომ ვისთანაც კი მას ოდესმე უმუშავია, რუნი „ყველაზე ახლოს იყო გენიასთან“.[4] მსახიობს მიღებული აქვს 1982 წლის ოქროს გლობუსი და ემის ჯილდო სატელევიზიო ფილმ „ბილში“ შესრულებული როლისთვის. ამავე წელს მიენიჭა აკადემიის საპატიო პრემია[5].
სქოლიო