დავიდ ფრიდრიხ შტრაუსი (დ. 27 იანვარი, 1808, ლუდვიგსბურგი — გ. 8 თებერვალი, 1874, იქვე) — გერმანელი ფილოსოფოსი, ახალგაზრდა ჰეგელიანელი.
ბიოგრაფია
1848 წელს ბურჟუაზიული რევოლუციის წინ გამოვიდა რადიკალური იდეებით, 60-იანი წლებიდან კი უკვე მონარქისტი და სოციალიზმის აშკარა მოწინააღმდეგე გახდა.
ქრისტიანულ რელიგიური ეთიკასა და ახალგაზრდა ჰეგელიანური მოძრაობის დაწყებაში დიდი როლი შეასრულა მისმა წიგნმა „იესოს ცხოვრება“ (ტ. 1-2, 1835-1836). შტრაუსმა უარყო ქრისტეს ღვთაებრიობა და ისტორიულ პირად მიიჩნია იგი, ხოლო საღვთო წიგნები — ისტორიულ თხზულებებად. შტრაუსმა პანთეიზმის თვალსაზრისით გადაამუშავა ჰეგელის ფილოსოფია. საბოლოოდ სცადა დაეფუძნებინა კრიტიკული თეოლოგია („ძველი და ახალი რწმენა“, 1872)
შტრაუსის და საერთოდ ახალგაზრდა ჰეგელიანელების კრიტიკა მოცემულია მარქსისა და ენგელსის „წმინდა ოჯახში“ და „გერმანულ იდეოლოგიაში“.
ლიტერატურა
სქოლიო