გურამ გოგოლაური (დ. 15 აპრილი, 1944, მანავი, ახლანდ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტი) — ქართველი სპორტსმენი, ძიუდოისტი; საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1974).
ბიოგრაფია
1976 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, არმიის სპორტული კლუბი (თბილისი). 1970–1977 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ნაკრები გუნდის წევრი. ევროპის სამგზის (1972, 1973, 1974) ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში, ორგზის ვერცხლისა (1971, 1972) და ბრინჯაოს (1973) მედალოსანი, მიუნხენის (1972) ოლიმპიური თამაშების მონაწილე (V ადგილი), საბჭოთა კავშირის ხალხთა V სპარტაკიადის ჩემპიონი სამბოში (1971). თბილისის ნაკრებ გუნდთან ერთად 1976 წელს გახდა საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი.
1973 წლის თებერვალში თბილისში გაიმართა ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი, სადაც გურამ გოგოლაურმა მეორე ადგილი დაიკავა. იმავე წლის თებერვალშივე დარმშტატში გამართულ დიდ საერთაშორისო ტურნირზე გურამ გოგოლაურმა პირველი ადგილი მოიპოვა. მადრიდში, იმავე წლის მაისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გურამ გოგოლაური გუნდურ ჩათვლაში ჩემპიონის ტიტულის, ხოლო პირად პირველობაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ასევე, ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა კიევში გამართულ პირველ საკავშირო ჩემპიონატზე.[1]
ძირითადი შედეგები
მიღწევები
ევროპის ჩემპიონი
- 1972 (გუნდური; ვოორბურგი, ნიდერლანდები)
- 1973 (გუნდური; მადრიდი, ესპანეთი)[1]
ევროპის ვიცე-ჩემპიონი
- 1971 (80 კგ; გიოტებორგი, შვედეთი)
- 1972 (80 კგ; ვოორბურგი, ნიდერლანდები)
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
- 1971 (გუნდური; გიოტებორგი, შვედეთი)
- 1973 (80 კგ; მადრიდი, ესპანეთი)[1]
საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი
- 1971 (80 კგ; თბილისი)
- 1972 (80 კგ; ფრანკფურტი, გფრ)
- 1973 (80 კგ; თბილისი)[1]
- 1973 (80 კგ; დარმშტადტი, გფრ)[1]
- 1974 (80 კგ; თბილისი)
საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
საბჭოთა კავშირის თასი
- 1976 (გუნდური; თბილისის ნაკრების შემადგენლობაში)
შედეგები
- მესამე ადგილი (75 კგ)
- საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი 1968, ლიპეცკი, რუსეთი (სამბო)
- პირველი ადგილი (75 კგ)
- საბჭოთა კავშირის ხალხთა V სპარტაკიადა 1971, მოსკოვი, რუსეთი (სამბო)
- მეორე ადგილი (80 კგ)
- საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი 1974, რიგა, ლატვია
- მესამე ადგილი (80 კგ)
- საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი 1973, კიევი, უკრაინა[1]
- პირველი ადგილი (-80 კგ)
- ევროპის ჩემპიონატი 1973, მადრიდი, ესპანეთი[1]
- პირველი ადგილი (-80 კგ)
- ევროპის ჩემპიონატი 1972, ვორბურგი, ნიდერლანდები
- მესამე ადგილი (-80 კგ)
- ევროპის ჩემპიონატი 1971, გეტებორგი, შვედეთი
- მესამე ადგილი (-80 კგ)
- ევროპის ჩემპიონატი 1973, მადრიდი, ესპანეთი[1]
- მეორე ადგილი (-80 კგ)
- ევროპის ჩემპიონატი 1972, ვორბურგი, ნიდერლანდები
- მეორე ადგილი (-80 კგ)
- ევროპის ჩემპიონატი 1971, გეტებორგი, შვედეთი
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო