როდესაც გრავიტაციული ტალღა დამკვირვებელს გაცდება, დამკვირვებელი მას დაჭიმულობის ეფექტით შეიგრძნობს. სხეულებს შორის დაშორება იზრდება და რიტმულად მცირდება, როდესაც მათ გრავიტაციული ტალღა გაცდება. ეს ხდება მიუხედავად იმისა, რომ ასეთი თავისუფალი ობიექტები არასდროს ექვემდებარება გაუწონასწორებელ ძალას. ამ ეფექტის მაგნიტუდა მით უფრო მცირდება, რამდენადაც გრვაიტაციული ტალღა შორდება თავის წყარო შორდება. ზემოთ ნახსენები პულსარების (ნეიტრონული ვარსკვლავების) წყვილი ამ ტალღების ძლიერი წყაროა. მაგრამ ამ წყვილის და დედამიწის შორის ასტრონომიული დაშორების გამო, გრავიტაციული ტალღების ზემოქმედება ჩვენზე პრაქტიკულად ნულის ტოლია (1 1020_ში). მეცნიერებმა გრავიტაციული ტალღების არსებობა სუპერმგრძნობიარე სენსორებით დაამტკიცეს.
ისტორია
გრავიტაციული ტალღების არსებობა თავდაპირველად ოლივერ ჰევისაიდმა ივარაუდა 1893 წელს, უნივერსლური კვადრატის წესზე დაყრდნობით გრავიტაციასა და ელექტრობაში. 1905 წელს ჟიულ ანრი პუანკარემ განვითარა შეხედულებები გრავიტაციულ ტალღებზე და დაადგინა, რომ თუ ელექტრობაში დამუხტული ნაწილაკები მოძრაობისას გამოყოფენ ელექტრომაგნიტურ ტალღებს, სივრცეში აჩქარებული სხეულები, რომლებსაც გააჩნიათ დადებითი მასა, ლორენცის ტრანსფორმაციაზე და გრავიტაციული ველის თეორიაზე დაყრდნობით გამოყოფენ გრავიტაციულ ტალღებს. 1915 წელს, როდესაც აინშტაინმაფარდობითობის თეორია გამოაქვეყნა, განავრცო პუანკერემეს თეორია და დაამატა, რომ გრავიტაციული ტალღების გამომყოფ სხეულებს არ გააჩნიათ „გრავიტაციული დიპოლუსები“.
სამეცნიერო ფანტასტიკაში
ეპიზოდში, რუსული სამეცნიერო-ფანტასტიკის ნოველიდან „კოსმოსური შეგირდი“, რომელიც არკადი და ბორის სტრუგატსკების მიერაა დაწერილი, ტარდება ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც გრავიტაციული ტალღების კონცენტრაცია მოახდინეს ევერესტის მთის ზომის ასტეროიდში (15 ეუნომია); შემდეგ შეძლეს ამ ასტეროიდის განადგურებაც, რაც რეალურად, თეორიულ დონეზეც შესაძლებელია.
Christina Sormani, C. Denson Hill, Paweł Nurowski, Lydia Bieri, David Garfinkle, and Nicolás Yunes (August 2017). „A two-part feature: The Mathematics of Gravitational waves“(PDF). Notices of the American Mathematical Society. 64 (7): 684–707. ISSN1088-9477.CS1-ის მხარდაჭერა: იყენებს ავტორის პარამეტრს (link)
ლიტერატურა
Berry, Michael, Principles of Сosmology and Gravitation (Adam Hilger, Philadelphia, 1989). ISBN0-85274-037-9
Collins, Harry, Gravity's Shadow: The Search for Gravitational Waves, University of Chicago Press, 2004. ISBN0-226-11378-7
P. J. E. Peebles, Principles of Physical Cosmology (Princeton University Press, Princeton, 1993). ISBN0-691-01933-9.
Wheeler, John Archibald and Ciufolini, Ignazio, Gravitation and Inertia (Princeton University Press, Princeton, 1995). ISBN0-691-03323-4.
Woolf, Harry, ed., Some Strangeness in the Proportion (Addison–Wesley, Reading, Massachusetts, 1980). ISBN0-201-09924-1.
Collins, Harry, Gravity's Kiss: The Detection of Gravitational Waves (The MIT Press, Cambridge Massachuetts, 2017). ISBN978-0-262-03618-4.