| ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს.
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. (გაიგეთ როდის და როგორ უნდა ამოიღოთ ეს თარგი) |
სივრცე დრო — ოთხგანზომილებიანი კონტინუუმი, რომელიც აერთიანებს სივრცის სამ, ხოლო დროის ერთ განზომილებას, მისი წერტილი მოვლენაა. სივრცე-დროის დიაგრამა გამოიყენება რელატივისტური ეფექტების გამოსახატად, მაგალითად ის, თუ რატომ აღიქვამს განსხვავებული დამკვირვებელი სად და როდის მოხდა მოვლენა.
მე-20 საუკუნის დასაწყისამდე, სივრცის სამი განზომილება დამოუკიდებელად მიიჩნეოდა დროის ერთი განზომილებისგან. თუმცა 1905 წელს ალბერტ აინშტაინმა ფარდობითობის სპეციალურ თეორემაში დაამტკიცა ორი რამ:
- ფიზიკის კანონები უცვლელია ყველა ინერციულ სისტემაში.
- სინათლის სიჩქარე ვაკუუმში იგივეა ყველა დამკვირვებლისთვის, მიუხედავად სინათლის წყაროს მოქმედებისა.